პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

- რა არის ყველაზე მტანჯველი თქვენს ფანტაზიებში? თითოეული ადამიანი თავისებურად განიცდის ასეთ სიტუაციებს. ზოგს არ სიამოვნებს მარტო დარჩენა, ზოგს უმძიმს ფიქრი იმაზე, რომ შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს. ვიღაცას ფანტაზიები ღალატის შესახებ, პირიქით, იმ ეროტიზმით ავსებს, რომელიც რეალურ ცხოვრებაში აკლია. ისეც ხდება, რომ ეჭვიანობა არსებულ ”მტკივნეულ წერტილებზე” მეტყველებს, რომლებიც პირდაპირ ამ რომანთან არ არის დაკავშრებული. მაგალითად, ქალიშვილი არ თვლის საკუთარ თავს მომხიბვლელად და პრობლემა მის დაბალ თვითშეფასებაშია. ეჭვიანობის გრძნობის წყალობით თქვენ შეგიძლიათ სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ იმის შესახებ, საერთოდ რა ხდება თქვენს თავს.

 

  • მყავს 7 წლის შვილი. ძალიან აზიზია. არასოდეს სვამს სხვისი ჭიქიდან სასმელს, ჩემი ჭიქიდანაც კი. ზოგჯერ ძალიან მაღიზიანებს მისი ეს ჩვევა. ნორმალურია ეს? თამუნა, 27 წლის

- ადრეულ ბავშვობაში ზიზღიანობა ბევრი ბავშვისთვის არის დამახასიათებელი. ისინი აცნობიერებენ თავიანთ ”განცალკევებულობას” და საკუთარ საზღვრებს ავლებენ. ზრდასთან ერთად ეს ჩვევა თანდათანობით კარგავს გამოკვეთილ სახეს. მაგრამ თუ რამდენიმე წლის შემდეგ თქვენი ბავშვი ხაზგასმით ხშირად დაიწყებს ხელების ბანას და თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ ის მოუსვენრად გრძნობს თავს, დათრგუნული განწყობილება აქვს - ასეთ შემთხვევაში უნდა შეწუხდეთ. ეს შეიძლება იყოს აკვიატებული ქცევის, აკვიატებული შიშების სიმპტომები, რისგანაც ბავშვი თვითონ დამოუკიდებლად ვერ გათავისუფლდება. მოგიწევთ, ფსიქოთერაპევტს მიმართოთ.

 

  • მყავს საყვარელი მამაკაცი. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ არსებობს ერთი წინააღმდეგობა - მას ცოლი ჰყავს, რომელთანაც ფაქტობრივად არ ცხოვრობს, მაგრამ მისი საბოლოოდ მიტოვება არ უნდა. ამას იმით ხსნის, რომ ცოლი მას ყოველთვის გვერდით ედგა რთულ სიტუაციებში და მუდამ ეხმარებოდა... რა მოვუხერხო ჩემს გრძნობებს? სალომე, 21 წლის

 

- წარმოიდგინეთ, რომ უყურებთ ფილმს მამაკაცის შესახებ, რომელიც ვერ ახერხებს ერთი ურთიე-რთობის დასრულებას, რათა მეორე დაიწყოს. რას იტყვით ამ მამაკაცის ხასიათის შესახებ? იქნებ შეიცვალოთ მოსაზრება ამგვარი ანალიზის შემდეგ და დაფიქრდეთ იმაზე, მაინც რას აძლევს ასეთს მას ცოლი, რასაც თქვენგან ვერ ღებულობს. დავუშვათ, იქ ეს მამაკაცი გრძნობს, რომ ყველაფერს თვითონ წყვეტს, თქვენს წყვილში კი ყველაფერს თქვენ წყვეტთ, ინიციატივა თქვენგან მოდის... ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რა პირობებში იქნება მისთვის უფრო ადვილი, მიიღოს გადაწყვეტილება რაიმეს შესაცვლელად.

 

  • ახლახან მომიკვდა საყვარელი ძაღლი და მივხვდი, რომ უკვე ვერავის შევიყვარებ ასე. როგორ გადავიტანო ეს ტკივილი? მანანა, 38 წლის

- უპირველეს ყოვლისა, უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ არ შეიძლება საკუთარ თავს წაართვათ მომავალში ვინმეს შეყვარების შესაძლებლობა, ამასთან, არა მხოლოდ ცხოველების, არამედ ადამიანების. რატომ ხართ ასეთი მარტოსული, რომ მხოლოდ ძაღლი გახდა თქვენი ცხოვრების აზრი? ეძებეთ ბედნიერება ადამიანებს შორის!

 

  • ჩემი ქმარი ბავშვზე ოცნებობდა! თუმცა ეს სასიხარულო ამბავი დიდხანს არ უზეიმია... პირველად ხელით მატარებდა, ახლა კი სულ გასულია და მეგობრებთან ერთობა ბარებში. მე ვტირი, ვთხოვ, რომ სახლში დარჩეს ჩემთან ერთად, მე ხომ ყურადღება მჭირდება. ირინა, 25 წლის

- თქვენ იცით, რა არის დაკავშირებული თქვენი ქმრისთვის ორსულობის თემასთან, დედობასთან, მამობასთან, ბავშვობასთან? შესაძლოა მას აქვს მტკივნეული მოგონებები ამ თემასთან დაკავშირებით. ადრე მას სურდა ბავშვი. მაგრამ ადამიანები ხშირად ელევიან ოცნებებს და ურჩევნიათ, რომ ყველაფერი ეს ლამაზ ფანტაზიად დარჩეს. ელაპარაკებით ქმარს თქვენი გრძნობების შესახებ? ეს კარგია. გამოჰკითხეთ მას, რა ხდება მის თავს.

 

  • მშობლები არ მყავს, ბებიასთან ერთად ვცხოვრობ. ხშირად მინიშნავენ პაემანს მამაკაცები, მაგრამ ყველას უარს ვეუბნები. ბებია თვლის, რომ ჩემთვის ადრეა ასეთ შეხვედრებზე სიარული, ამიტომ ჩემთვის სეირნობა მხოლოდ საღამოს ათ საათამდეა ნებადართული... ლიკა, 15 წლის

- მეგობრობა 22.00 სთ-მდეც შეიძლება. რაც შეეხება ვინმესთან სიახლოვის განცდას და იმას, რომ ვინმესთვის განსაკუთრებული გახდეთ - უფრო რთული საქმეა, რაშიც უფროსების ნებართვა ვერაფერს გადაწყვეტს და როლს ვერ შეასრულებს. ვფიქრობ, სირთულე სწორედ ამაშია. როცა ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის, ის ეძებს, ვისგან შეიძლება მიიღოს სითბო და სიყვარული. მაგრამ ყმაწვილებთან ურთიერთობის გარდა არსებობს საკუთარ თავში დარწმუნების სხვა საშუალებებიც. იპოვეთ რაიმე გატაცება, საქმიანობა, რომელიც თქვენთვის გარკვეული დასაყრდენი გახდება.

 

  • იძულებული გავხდი, უარი მეთქვა ჩემს ოცნებაზე და ჩავაბარე ისეთ ფაკულტეტზე, რომელზე სწავლაც არ მსურდა. ჩემი ოცნება ფსიქოლოგობა იყო, მაგრამ მშობლებმა არ მომცეს უფლება, ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. მითხრეს, რომ უცხო ენების სწავლა უფრო საჭიროა. ახლა გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ. როგორ მოვიქცე, როცა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მოწოდება ფსიქოლოგიაა? ია, 18 წლის

- თუ ნამდვილად დარწმუნებული ხართ თქვენს სურვილებში, მაშინ მოიკრიბეთ ძალა და ნებისყოფა და ყველაფერი გააკეთეთ ამ სურვილის რეალიზებისთვის. დაჯექით და შეადგინეთ იმ დაბრკოლებების სია, რომელიც ხელს გიშლით ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლაში, შემდეგ კი მოიფიქრეთ, რისი გაკეთება შეიძლება თეორიულად თითოეული პუნქტის მიხედვით და რისი გაკეთება შეიძლება რეალურად (როგორ და რა დროში და რა არის ამისთვის საჭირო?). მაგრამ თუ არ გაქვთ ფინანსური დამოუკიდე-ბლობა, ხოლო მშობლები ძალიან მკაცრად არიან განწყობილი, მაშინ მოგიწევთ იმ ფაკულტეტის დამთავრება, რომელზეც უკვე ჩააბარეთ. მიღებული განათლება საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ და ნაკლებად იქნებით დამოკიდებული მშობლებზე. ერთი უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ უფრო სწრაფად და ადვილად შეძლებთ მეორე დიპლომის აღებას, ხოლო ენების ცოდნა ნამდვილად გამოგადგებათ სამსახურში, თუნდაც ფსიქოლოგად მუშაობისას.

 

  • ძალიან განვიცდი, რომ მე და ჩემს ქმარს ცოლქმრული ურთიერთობა იშვიათად გვაქვს... ქმარს ვუყვარვარ, მეც მიყვარს. დარწმუნებული ვარ, რომ მას არავინ ჰყავს. მაგრამ ინტიმური ურთიერთობა თვეში ერთხელ გვაქვს. იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი ძილის საათები ერთმანეთს არ ემთხვევა - ის ჭოტია, მე კი შუაღამის დადგომისთანავე მეძინება? ნატა, 22 წლის

- გისაუბრიათ თუ არა ქმართან ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ასე გაწუხებთ? ყველაზე საიმედო საშუალებაა - ამ ამოცანის  გადასაწყვეტად ორივენი ერთად დასხდეთ. თქვენ ხომ ერთად ცხოვრობთ, ერთ ჭერქვეშ, არადა, როგორც ჩანს, არ იცით, რას ფიქრობს ის ამ საკითხთან დაკავშირებით. იქნებ ეს მისი ჩვეული ტემპერამენტის გამოვლინებაა ან გადაღლილობის შედეგია. ამ მიზეზებზე მკითხაობა შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. შეიძლება უბრალოდ ჰკითხოთ მას. გაუზიარეთ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი სურვილები და აზრები.

 

  • ჩემი ბიჭი საბავშვო ბაღში დადის, მაგრამ რთული ურთიერთობა აქვს ბავშვებიდან ერთ-ერთთან, რომელიც მუდმივად ემუქრება. რამდენადაც ვიცი, კონფლიქტი არ ჰქონიათ. ჩემი შვილი ძალიან კეთილი ბიჭია, თანაც თავის ჯგუფში პოპულარობით სარგებლობს. ახლახან კი გავიგე, რომ ის ბიჭი ჩემს შვილს მოწამვლით დაემუქრა (როგორც მასწავლებელმა მაცნობა). წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორ უნდა მოვიქცე ასეთ სიტუაციაში... ნინო, 28 წლის

- დაელაპარაკეთ შვილს. თქვენ ჯერ ორიენტირებული ხართ არაპირდაპირ მონაცემებზე: მასწავლებლის სიტყვებზე და იმ ბიჭუნას ნათქვამზე. ბევრი ვარიანტია. კეთილ ბიჭებსაც შეუძლიათ ზოგჯერ არაკეთილშობილური საქციელის ჩადენა და საპასუხო ბოროტი საქციელის გამოწვევა. თქვენი ბიჭუნა პოპულარულია? იქნებ საქმე შურს ეხება - იქნებ ის ბიჭუნაც აცხადებდა პრეტენზიას ლიდერობაზე და პრეტენდენტადაც მიაჩნდა თავი, ანდა უბრალოდ იმეორებს გაგონილ ფრაზებს კინოფილმებიდან და საერთოდ არც კი ესმის, რას ნიშნავს ”მოწამვლა”. მთავარია - ნუ მიეცემით პანიკურ შიშს, თქვენი განწყობა თქვენს შვილს გადაეცემა.