ფსიქოლოგიური პრობლემები სქესობრივი დარღვევების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური პრობლემები სქესობრივი დარღვევების დროს

სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს წარმოშობს. მოზრდილი ადამიანის სექსუალური დაკმაყოფილება და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა ბევრად არის დამოკიდებული იმ მორალურ-ფსიქოლოგიურ ატმოსფეროზე, რომელშიც მისმა ბავშვობამ გაიარა. ურთიერთობა მშობლებთან, რომელიც ნდობაზეა დამყარებული, განსაკუთრებით დედასთან, ზოგადი ემოციური გახსნილობა და ღია ოჯახური ურთიერთობები, მკვეთრი ვერბალური აკრძალვების არარსებობა, მშობლების მზაობა ღიად იმსჯელონ დელიკატურ პრობლემებზე, რომლებიც ბავშვებს აწუხებთ - ყველა ეს ფაქტორი ბავშვს - მომავალ მამაკაცს - სექსუალური ურთიერთობებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უადვილებს.

უნდა ითქვას, რომ სტატისტიკური მონაცემებით, მამაკაცის სქესობრივი ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა ბოლო ხანს გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ სქესობრივი პრობლემების მოსაგვარებლად დღეს ბევრი ეფექტიანი საშუალება არსებობს. მამაკაცისთვის ყველაზე დიდ პრობლემას მაინც იმპოტენცია წარმოადგენს, სწორედ მას უკავშირდება არასრულფასოვანი მამაკაცის კომპლექსი და მთავარი მამაკაცური შიშები.

უნდა ითქვას, რომ დღეს მედიცინაში ტერმინ "იმპოტენციას" აღარ იყენებენ - 90-იანი წლებიდან ეს პრობლემა "ერექციულ დისფუნქციად" იხსენიება. როცა მასზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მოვლენას, როცა მამაკაცს არ შეუძლია მიაღწიოს და შეინარჩუნოს ადეკვატური სქესობრივი აქტის ჩასატარებლად საჭირო ერექცია.

ერექციულ დისფუნქციას უამრავი ფაქტორი იწვევს - როგორც ორგანული, ისე ფსიქოლოგიური. სტატისტიკური მონაცემებით, ერექციულ დისფუნქციას უჩივის 40 წლამდე ასაკის მამაკაცთა 3-4%. 40-დან 50 წლამდე ეს მაჩვენებელი 12%-მდე მატულობს. ანუ თითქმის ყოველ მეათე მამაკაცს აქვს პრობლემები, თუმცა ეს მათ სრულ იმპოტენციას არ ნიშნავს. შეიძლება დაქვეითებული იყოს სქესობრივი აქტის ხარისხი, რაც გარკვეულ კომპლექსს აყალიბებს. აჩენს შიშებს პარტნიორთან ურთიერთობისას. მთავარი მამაკაცური შიში ხშირად ფსევდოიმპოტენციას ანუ ცრუ ერექციულ დისფუნქციას უკავშირდება.

პრაქტიკოსი ექიმები დარწმუნებულნი არიან - მამაკაცთა წარუმატებლობის ათიდან 7 შემთხვევაში პრობლემის სათავე მათ ფსიქიკაშია საძიებელი და არა სხვა ორგანოში. მაგრამ თუნდაც პრობლემის მიზეზი არა ფსიქოლოგია, არამედ ფიზიოლოგია იყოს, ყველაფერი მაინც არ არის დაკარგული.

ერექციის ერთ-ორკვირიანი დარღვევა შესაძლოა გამოწვეული იყოს: გახანგრძლივებული სტრესით, გადატანილი დაავადებით, გადაღლით, ხანგრძლივი (რამდენიმე თვეზე მეტხანს) კი გადაუდებელ სამედიცინო (მათ შორის - ფსიქოლოგიურ) გამოკვლევას საჭიროებს.

ექიმები და ფსიქოლოგები ხშირად ეჯახებიან ცრუ ერექციულ დისფუნქციას (ფსევდოიმპოტენციას), რომლის მიზეზი არანაირად არ უკავშირდება ფიზიოლოგიას და ძალიან ღრმად არის ჩამალული მამაკაცის ფსიქიკაში. ცნობილია, რომ ძლიერი სქესი სქესობრივ ურთიერთობაში მცირედ წარუმატებლობაზეც კი მტკივნეულად რეაგირებს. რაც შეეხება ნორმას, ასეთ დელიკატურ სფეროში ეს იმდენად პირობითი ცნება გახლავთ, რომ "ჭეშმარიტი" და "სწორი" ციფრების მოყვანა და დადგენა სრულიად შეუძლებელია. ყველაფერი დამოკიდებულია პარტნიორთა ასაკზე, ტემპერამენტზე, ინდივიდუალურ, პიროვნულ თავისებურებებზე, შემოქმედებით სფეროებზე, პროფესიაზე, ცხოვრებისეულ გარემოებებზე, ადამიანის პირად ურთიერთობებზე, გემოვნებაზე და სხვა.

ინტიმური პრობლემების მოსაგვარებლად მიზანშეწონილია მიმართოთ უროლოგ-ანდროლოგს, სექსოლოგსა და ფსიქოლოგს. ერექციულმა დისფუნქციამ თავი შესაძლოა სხვადასხვა სიტუაციაში იჩინოს. მაგალითად, მამაკაცს პრობლემები გაუჩნდეს ხელმეორედ დაქორწინებისას, თუ ძალიან უყვარდა გარდაცვლილი მეუღლე და სხვა ქალთან ურთიერთობისას დანაშაულის განცდა აქვს, რადგან ეს ნაწილობრივ ყოფილი მეუღლის ღალატად მიაჩნია. რა თქმა უნდა, ეს წმინდა წყლის ფსიქოლოგიური პრობლემაა. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე სქესობრივი ცხოვრების სწორ რიტმს. ჭაბუკური ჰიპერსექსუალიზმის პერიოდში, 16-დან 25 წლამდე, ახალგაზრდა სასიყვარულო თავგადასავლებს ეძებს, ჰყავს მრავალი პარტნიორი და მისი სქესობრივი ცხოვრების რიტმი მოუწესრიგებელია. მეცნიერთა აზრით, მამაკაცებს, რომლებიც მეტისმეტად აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან, არ არის გამორიცხული, მომავალში პრობლემები გაუჩნდეთ - როცა სქესობრივი აქტების ინტენსივობა მოიკლებს, შესაძლოა, ფსიქოლოგიურმა დისკომფორტმა იჩინოს თავი. არ არის რეკომენდებული მეტისმეტად დიდი ასაკობრივი სხვაობა პარტნიორებს შორის, არც ის, მეუღლეები ზუსტად თანატოლები იყვნენ, - ოპტიმალური სხვაობა 5-10 წელია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მაინც ორი ინდივიდუუმის ურთიერთობაა.

დიდი მნიშვნელობა აქვს მათ სქესობრივ კულტურას, ინტელექტუალურ თავსებადობას. არაეთიკურია სქესობრივი პრობლემების დროს ყველაფრის პარტნიორისთვის გადაბრალება. განკურნებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების მოხსნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორის ფაქტორს, მის პოზიციას. ეს პოზიცია სწორი უნდა იყოს. პარტნიორი თანამოაზრედ, თანამდგომად უნდა იქცეს. სქესობრივი კავშირის დროს ნებისმიერი წარუმატებლობის შემთხვევაში მას დიდი ტაქტი მოეთხოვება. დაუშვებელია ამ დროს პარტნიორის გაკიცხვა, დანაშაულია დაცინვა და მასხრად აგდება - ეს ხელს უწყობს არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას, აქედან იღებს სათავეს დიდი მამაკაცური შიში.