ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

ფსიქოლოგიური დახმარება

ფსიქოლოგიური დახმარება

mkurnali.geჩემი დის დედამთილი ცდილობს, მე და ჩემი და ერთმანეთს წაგვაჩხუბოს. საქმე ის არის, რომ ნახევარი წლის წინ ბაბუამ მის სახელზე გააფორმა საბაღე ნაკვეთი, მე კი ავტოფარეხი მომაკუთვნა. ჩემი დის დედამთილი უკმაყოფილოა, თითქოს მისი რძალი ნაკლებად მოგებული დარჩენილიყოს. ჩემმა დამაც დაუჯერა, განაწყენდა, აღარ მირეკავს, შეხვედრისას უკმაყოფილო იერი აქვს... როგორ მოვიქცე? ინგა, 30 წლის

ეცადეთ, დას უფრო ხშირად შეხვდეთ და ესაუბროთ. უთხარით, რომ ძალიან გენატრებათ და განიცდით, რომ თქვენს შორის ურთიერთობა რატომღაც გაცივდა. თუ ავტოფარეხზე ჩამოვარდა სიტყვა, შეახსენეთ, რომ ისიც და საბაღე ნაკვეთიც

ბაბუის საჩუქრებია, რომლებმაც ორივე გაგახარათ და ამ სიტუაციაში ულამაზო იქნებოდა, ან ბაბუისთვის, ან ერთმანეთისთვის რაიმე მოთხოვნა წაგეყენებინათ. დროდადრო სიტყვა ჩამოაგდეთ საბაღე ნაკვეთის უპირატესობაზე, დას აჩუქეთ წიგნი ლანდშაფტის დიზაინზე.

 

 

ჩემს ქმარს პირველი ცოლისგან ქალიშვილი ჰყავს. ძალიან სასიამოვნო გოგონაა და ადრე საკმაოდ კარგი ურთიერთობაც გვქონდა, მაგრამ ამ რამდენიმე

ხნის წინ შევამჩნიე, რომ მისი სტუმრობის შემდეგ ჩემი საფულიდან ფული ქრებოდა. თავდაპირველად დაჯერება მიჭირდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაირკვა და დადასტურდა... ნინო, 31 წლის

ბავშვები ხშირად იყენებენ ქურდობას იმ ადამიანების დასასჯელად, რომლებმაც აწყენინეს. გოგონა საფულის დაცარიელებით თითქოს სამაგიეროს გიხდით იმის გამო, რომ მამა წაართვით. როგორი თბილიც უნდა იყოს თქვენი ურთიერთობა, არ დაივიწყოთ, რომ ბავშვი სულის სიღრმეში მაინც ოცნებობს, მისი მშობლები ისევ ერთად იყვნენ. გულახდილად ესაუბრეთ გოგონას, გააფრთხილეთ, რომ მამისთვის ჯერ არაფერი გითქვამთ მომხდარის შესახებ, მაგრამ თუ სხვის ნივთებში ხელის ფათურს გააგრძელებს, აუცილებლად ეტყვით. არ შეგეშინდეთ კრიტიკისა - ბავშვების სიყვარული მხოლოდ ქებას და ფერებას არ გულისხმობს. ამასთანავე, გოგონამ თქვენს სიტყვებში მხოლოდ აღშფოთება კი არა, ტკივილი და იმედგაცრუებაც უნდა დაინახოს. ძნელი სათქმელია, მიხვდება თუ არა გოგონა თავის დანაშაულს, მაგრამ ამ საუბრის გარეშე სიტუაცია ჩიხში შევა.


თავს უფლებას არ ვაძლევ, მოდური ტანსაცმელი ვატარო. ხალისით ვისინჯავ ხოლმე "თამამ" ნივთებს, მაგრამ ყიდვა და ჩაცმა მერიდება. ჩემი კოლეგები მოდური ტანსაცმლითა და მორთულობით დადიან, მე კი მგონია, რომ თუ ოფისში ასევე ჩაცმული მივედი, ყველა ჩურჩულს დაიწყებს, რომ ასაკისთვის შეუფერებლად მაცვია. სოფო, 39 წლის

ამოარჩიეთ ერთი-ორი კოლეგა, რომელთა მიმართაც სიმპათიით ხართ განმსჭვალული, გამოხატეთ აღტაცება მათი მისამართით და დაიჩივლეთ, რომ თავად ასაკის გამო ასე ჩაცმა არ შეგიძლიათ. თქვენი გულახდილი აღიარება შეუმჩნეველი არ დარჩება, კოლეგები აუცილებლად დაიწყებენ საპირისპიროს მტკიცებას და გირჩევენ, რა და როგორ ატაროთ. ამის შემდეგ თქვენი იმიჯის შეცვლა აღიქმება როგორც ერთობლივი ძალისხმევის ნაყოფი, ამიტომ აღიარებასა და მოწონებას უფრო გამოიწვევს, ვიდრე კრიტიკასა და ჭორაობას.


ჩემი მეგობარი მხოლოდ თავის პირად პრობლემებზე მესაუბრება - როგორ ეჩხუბა შეყვარებულს და ასე შემდეგ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მასთან შეხვედრას უკვე დაძაბული ველოდები. მესმის, რომ თანაგრძნობას ელის, მაგრამ ძალა აღარ შემწევს, ერთი და იგივე ვისმინო - ის თითქოს მთელ ენერგიას მაცლის. ეკატერინე, 31 წლის

არიან ქალები, რომლებსაც შეყვარებულთან ჩხუბი ვნებიანი ურთიერთობის დასტურად მიაჩნიათ. როგორც ჩანს, თქვენი მეგობარიც ასეთია. ის არ აპირებს საყვარელ მამაკაცთან განშორებას - მის გარეშე ცხოვრება მოსაწყენი მოეჩვენება, მაგრამ ნებისმიერი წარმოდგენა მაყურებლის გარეშე ფასს კარგავს, მაყურებლის საპატიო როლი კი, როგორც ჩანს, თქვენ გერგოთ. მაგრამ შოუ მეტისმეტად გაგრძელდა. დროა, მიანიშნოთ მეგობარს, რომ თავისი საქციელით გართმევთ შესაძლებლობას, მას თქვენი პრობლემების შესახებაც ესაუბროთ ან უბრალოდ ეჭორაოთ, დასახოთ სამომავლო გეგმები, განიხილოთ მოდის სიახლეები... აღიარეთ, რომ მისი ყურადღება და თანაგრძნობა გაკლიათ. შეახსენეთ, რომ მან დიდი ხანია იცის, რას ფიქრობთ მის საყვარელ მამაკაცზე, ამიტომ აზრი აღარ აქვს, მის საქციელზე მსჯელობას ამდენი ხანი დაუთმოთ.




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
როდესაც თქვენი საყვარელი მამაკაცი სხვასთან დაინახეთ! რატომ მოიქცა ასე? რას უნდა დააბრალოთ?
ჩემი მეგობარი საინტერესო, კომუნიკაბელური, მომხიბვლელი პიროვნებაა და მუდამ ყურადღების ცენტრშია, მე კი მეჩვენება, რომ მის ფონზე ვიკარგები...
ყველა ქალს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. თუმცა, ბევრს მოსწონს ტანჯულის როლში ყოფნა და უმეტეს შემთხვევაში ხელიდან უშვებს ბედნიერების შანსს.
ის, ვინც ამტკიცებს, რომ ყოველთვის მართალს ამბობს, უკვე ცრუობს – ცხოვრებაში ხომ ხშირად ხდება ისე,
თითქოს შვებულებიდან სამსაურში გასვლა არ უნდა იყოს რთული პროცესი.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად