ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

ფსიქოლოგიური დახმარება

ფსიქოლოგიური დახმარება

სამსახურში სერიოზული უთანხმოება მაქვს. ჩემი თანამშრომელი ქალი ხშირად მიჩივის ხელმძღვანელობასთან. საკმარისია, თუნდაც რამდენიმე წუთით დავიგვიანო ან ჩემი მოვალეობის გამო უკმაყოფილება გამოვთქვა, რომ მაშინვე უფროსთან გარბის ენის მისატანად. რატომ არ ვეხატები გულზე, წარმოდგენა არ მაქვს, თანამდებობაც და ანაზღაურებაც ერთნაირი გვაქვს. თამარი, 32 წლის

როგორც ჩანს, თქვენს კოლეგას სურს, თქვენზე უკეთესი გამოჩნდეს. ასე იქცევიან ფსიქოლოგიურად სუსტი ადამიანები, რომელთაც არ შესწევთ უნარი, გაუძლონ კონკურენციას, აგრეთვე - ცუდი მუშაკები. მათთვის კოლექტივში დამკვიდრების ერთადერთი საშუალება ჩივილია. თქვენ ამ დაპირისპირებას გაუძლებთ, თუ წარმოაჩენთ თქვენს ყველა ღირსებას და ეცდებით, თანამშრომლებმაც და ხელმძღვანელობამაც დაინახონ, რომ შესანიშნავად უძღვებით საქმეს და ყველა მოვალეობას პირნათლად ასრულებთ.


ქმართან განქორწინებული ვარ, მაგრამ ის ათასგვარ საბაბას ეძებს ჩემთან შესახვედრად. მოდის ბავშვთან, ითხოვს სხვადასხვა ნივთს, წიგნებს, ჭურჭელს, სულ ჩემს გვერდით ტრიალებს, არ მაძლევს საშუალებას, პირადი ცხოვრება მოვიწყო. როგორ ავუხსნა, რომ ყველაფერი დამთავრდა? ნანა, 29 წლის

თქვენთვის თუ ყველაფერი დამთავრდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი ყოფილი მეუღლეც ასე ფიქრობს. შესაძლოა, მისი მიჯაჭვულობა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. კარგად დაფიქრდით, თქვენ თვითონ ხომ არ აძლევთ ამის საბაბს? ზოგჯერ ქალები გაუცნობიერებლად ეკეკლუცებიან ყოფილ ქმრებს და ამავე დროს ხელს ჰკრავენ მათ, რათა სინანული აღუძრან ("ხედავ, როგორი ქალი მიატოვე? დიახ, უნდა დაიტანჯო!"). ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი ტრავმირებულია განქორწინებით და ცდილობს, ამგვარად შენიღბოს ტკივილი.


ვგრძნობ, რომ ინტერნეტდამოკიდებული გავხდი, რაც სამსახურშიც და სახლშიც ძალიან მიშლის ხელს. დღეში რამდენჯერმე შევდივარ საიტზე, ვკითხულობ გზავნილებს, ვწერ პასუხებს, ვაკეთებ შენიშვნებს და ვტოვებ კომენტარებს. ეს უზარმაზარ დროს მართმევს. როგორ მოვწყდე ინტერნეტს? თინიკო, 28 წლის

უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულების მიზეზი უნდა გაარკვიოთ. პრობლემები ხომ არ გაქვთ სამუშაოზე, ოჯახურ ან პირად ცხოვრებაში? თუ ასეა, შესაძლოა ინტერნეტი თქვენთვის ერთგვარი თავშესაფარი იყოს. არ ღირს ამ ჩვევასთან ბრძოლა. რაც უფრო მეტად ეცდებით, მით უფრო მეტად გაგიჭირდებათ მისგან თავის დაღწევა. უმჯობესია, პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ. როცა ამას მოახერხებთ, დამამშვიდებელი საშუალებები აღარ დაგჭირდებათ.


ნამდვილი უბედურება მჭირს - ძალიან მაღალი ვარ და ჩემთან მეგობრობა არავის სურს. გოგონებს ჩემი სიმაღლის გამო ჩემს გვერდით გავლა რცხვენიათ. ჩემს ფონზე ისინი უბრალოდ ქონდრისკაცებს ჰგვანან. ბიჭებზე აღარაფერს ვამბობ - ისინი რამდენიმე მეტრის დაშორებით ჩამივლიან ხოლმე. როგორ მოვიქცე? ლიკა, 23 წლის

ის, რასაც თქვენ აღწერთ, მოზარდი ასაკის პრობლემაა, როცა ადამიანს სურს იპოვოს "თავისიანები" და ყოველგვარი განსხვავება - წითური თმა, სათვალე, სიმსუქნე - გაუცხოებას იწვევს. როგორც ჩანს, თქვენ ჩარჩით ამ პრობლემებში და ვერ გადახვედით პიროვნების განვითარების მომდევნო საფეხურზე, როცა ადამიანი აფასებს თავის განსაკუთრებულობას, უნიკალურობას. გამოირჩეოდნენ მასისგან - აი, რისკენ ისწრაფვიან ადამიანები, როცა ეძებენ და იმკვიდრებენ საკუთარ ადგილს სოციუმში, ირჩევენ პარტნიორს, რომელიც მათ ინდივიდუალურობას დააფასებს. მეტი ურთიერთობა გქონდეთ იმ ნაცნობებთან, რომლებიც გიღებენ ისეთს, როგორიც ხართ. ეს თავდაჯერებას შეგმატებთ.

 

 



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
თითქოს შვებულებიდან სამსაურში გასვლა არ უნდა იყოს რთული პროცესი.
მე ახლა მოვყვები ამბავს, რომელსაც თავის დროზე ტაბუ დავადე ისევ იმისთვის, რომ ჩემი შვილების ფსიქიკას გავფრთხილებოდი.
დედებს და მამებს შეიძლება მშობლებთან რთული ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ბებიებისა და ბაბუების შვილიშვილებთან დამოკიდებულებაზე.
ამბიცია, საზოგადოდ, გადაჭარბებულ თავმოყვარეობასა და პატივმოყვარეობას ნიშნავს.
როდესაც ერთ-ერთი მათგანი აღმოაჩენს მსგავს რამეს, უფრო ხშირად კი ქალები, მათ იპყრობთ შიში,
სტრესი სამსახურში XXI საუკუნის ნამდვილი ეპიდემიაა. საოფისე ტიპის სამსახურების თანამშრომელთა მესამედზე მეტი პერმანენტულ
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად