ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

ფსიქოლოგიური დახმარება

ფსიქოლოგიური დახმარება

mkurnali.geჩემი მული გამუდმებით ჭკუას მასწავლის. მისი აზრით, "ოჯახის ქალად ღმერთს არ ვუქნივარ" და საერთოდ არ შევეფერები მის ძმას. რაც მთავარია, ამას ყოველთვის სხვის გასაგონად ამბობს, მაგრამ ჩემს ქმარს აზრადაც არ მოსდის, გამომესარჩლოს. მულის სიტყვებზე მეტად ეს მწყინს... ელენე, 22 წლის

შეეფერებით თუ არა ერთმანეთს და როგორ უძღვებით საოჯახო საქმეებს, ეს მხოლოდ თქვენი და თქვენი მეუღლის საქმეა. ყველა, ვინც მასში ცხვირის ჩაყოფას ეცდება, ოჯახური საზღვრების დამრღვევია. თუ თქვენს ქმარს ეს არ აღელვებს, შესთავაზეთ წარმოიდგინოს, როგორ აძლევს მისი და მითითებებს იმის თაობაზე, როგორ

უნდა მართოს მანქანა...

იმედია, თქვენ უფრო დამოუკიდებელი და ფსიქოლოგიურად უფრო მომწიფებული პიროვნება ხართ. დაეხმარეთ ქმარს, მიიღოს გადაწყვეტილება, გამოეყოს თავის ოჯახს და ცალკე ბინა მოძებნოს. ასე სიტუაციაში ცალკე ცხოვრება საუკეთესო გამოსავალია.

 


ჩემი შეყვარებული რაიონიდან არის ჩამოსული და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მინდა, ჩემს მშობლებს გავაცნო, მაგრამ ვერ

გამიბედავს - ისინი მაშინვე ამიკრძალავენ მასთან შეხვედრას და მეტყვიან, რომ ჩემს შეყვარებულს მხოლოდ ჩემი ბინა და მდგომარეობა აინტერესებს, ეს კი ნამდვილად არ არის მართალი! ნატული, 19 წლის

მოდი, სიმართლე ვთქვათ: თავს ვერავინ დადებს, რომ იცის, რას ფიქრობს მასზე სხვა, თუნდაც საყვარელი ადამიანი. რა სურს მას თქვენგან, ეს მხოლოდ მისთვის არის ცნობილი. გარდა ამისა, გახსოვდეთ: თქვენ ყველაფერს თქვენებურად ხედავთ, მშობლები კი თავისებურად. საომრად ნუ განეწყობით. რაც უფრო მეტად აჯანყდებით, თქვენი დაშოშმინების მით უფრო ძლიერი სურვილი გაუჩნდებათ მშობლებს. ეცადეთ, წონასწორობა შეინარჩუნოთ და, რაც მთავარია, მშობლებთან ურთიერთობის გარკვევაში შეყვარებული არ ჩარიოთ - ეს ნამდვილად არ იქნება სწორი.


მინდა, მკერდი ერთი-ორი ზომით გავიზარდო, პლასტიკური ოპერაციისთვის საჭირო თანხაც დიდი ხანია შევაგროვე, მაგრამ ჩემი შეყვარებული ყოველგვარი ქირუგიული ჩარევის წინააღმდეგია და ცდილობს გადამათქმევინოს, მარწმუნებს, რომ მას ისედაც მოვწონვარ. აღარ ვიცი, რა ვქნა. ქეთი, 23 წლის

როგორც ჩანს, თქვენ გიჭირთ მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ... იქნებ იცით კიდეც - ასეთი სერიოზული ჩარევის წინ ექიმები პაციენტებს უამრავ კითხვას უსვამენ და განსაზღვრულ დროს აძლევენ მოსაფიქრებლად. კარგად დაფიქრდით, რის მიღწევა გსურთ მკერდის გადიდებით? იქნებ ეს სხვა გზითაც მოახერხოთ. კიდევ ერთი: როგორც ჩანს, თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ცხოვრება შეიძლება სხვებმა განაგონ და თუ თქვენს შეყვარებულს თქვენი გადაწყვეტილება არ მოეწონა, მზად ხართ, მაშინვე გადაიფიქროთ. დაფიქრდით: მიგაჩნიათ თუ არა თავი საკუთარი ბედის ბატონ-პატრონად, მზად ხართ თუ არა, პასუხი აგოთ საკუთარ საქციელზე?


მე მგონი, ჩემს მეგობარს ჩემი შურს. გამუდმებით დამცინის, ხან ჩემს ვარცხნილობას იგდებს მასხრად, ხან მეუბნება, რომ უშნოდ და უგემოვნოდ მაცვია, რომ ფორმა დავკარგე და გავსუქდი... ეს იმიტომ, რომ მე კარგ ბიჭს ვუყვარვარ, ის კი არავის აინტერესებს. როგორ მოვიქცე? ტატა, 20 წლის

თუ თქვენთვის მასთან მეგობრობა ძვირფასია, გულახდილად ესაუბრეთ. როგორც ჩანს, მას ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირს და თავს ვერაფერს უხერხებს, ვერ აცნობიერებს საკუთარ ტკივილს. მოუსმინეთ მას, თუნდაც ისევ შეურაცხგყოთ. თუ მოთმინებას მოიკრებთ, ალბათ თანდათან ისიც გააცნობიერებს, რა ხდება მის თავს. იქნებ ჯობდეს, რამდენიმე ხანს ერთმანეთს არ შეხვდეთ, რათა საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ.


ჩემი 8 წლის ბიჭი დაუკითხავად იღებს ფულს. ჩუმად ამოაცურებს ხოლმე ჩემი საფულიდან ხან ხუთ ლარს, ხან ათს. ჯიბის ფულს, რა თქმა უნდა, ვაძლევთ... ვუხსნი, რომ ასე არ შეიძლება. თითქოს მეთანხმება და პატიებასაც ითხოვს, მაგრამ მალე ყველაფერი მეორდება. რაში ხარჯავს ამ თანხას, არ ამბობს... როგორ გადავაჩვიო ქურდობას? მარიტა, 30 წლის

ასეთ ადრეულ ასაკში ბავშვს თავადაც არ ესმის, რა ხდება მის თავს, მით უმეტეს არ შეუძლია, თავისი საქციელის მიზეზი მშობლებს აუხსნას, ამიტომ სწორედ უფროსების ამოცანაა, დაეხმარონ ბავშვს ფსიქოლოგიური დისკომფორტის მოგვარებაში. დაფიქრდით, რას გამოხატავს თქვენი შვილი ასეთი საქციელით. იქნებ ყურადღება, ურთიერთგაგება აკლია? იქნებ სურს, მისი პიროვნებით დაინტერესდეთ და არა მისი ნიშნებით? ეცადეთ, მეტი ხანი გაატაროთ მასთან, ესაუბრეთ, უამბეთ თქვენს სამუშაოზე, მოძებნეთ საერთო საქმე, უბრალოდ მიეალერსეთ. შესაძლოა, ეს საკმარისი აღმოჩნდეს. თუ ამან შედეგი არ გამოიღო, მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს. ის გასწავლით, როგორ იგრძნოთ თავი კომფორტულად, უფრო მეტად როგორ დაუახლოვდეთ ერთმანეთს.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
როდესაც თქვენი საყვარელი მამაკაცი სხვასთან დაინახეთ! რატომ მოიქცა ასე? რას უნდა დააბრალოთ?
ჩემი მეგობარი საინტერესო, კომუნიკაბელური, მომხიბვლელი პიროვნებაა და მუდამ ყურადღების ცენტრშია, მე კი მეჩვენება, რომ მის ფონზე ვიკარგები...
ყველა ქალს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. თუმცა, ბევრს მოსწონს ტანჯულის როლში ყოფნა და უმეტეს შემთხვევაში ხელიდან უშვებს ბედნიერების შანსს.
ის, ვინც ამტკიცებს, რომ ყოველთვის მართალს ამბობს, უკვე ცრუობს – ცხოვრებაში ხომ ხშირად ხდება ისე,
თითქოს შვებულებიდან სამსაურში გასვლა არ უნდა იყოს რთული პროცესი.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად