ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

სიმშვიდის წუთებში თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ საკმარისია, დავა დავიწყოთ, რომ მზად ვარ, სახლიდან გავაგდო! გულახდილად რომ ვთქვა, უფრო იმიტომ გავყევი ცოლად, რომ ორსულად ვიყავი. იქნებ შევცდი? ან ყველაფერი იმის ბრალია, რომ ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მე კი 21-ის? ანა, 21 წლისთქვენ და თქვენი მეუღლე ახალგაზრდები ხართ, ახლახან დაქორწინდით, გყავთ პატარა ბავშვი... ძნელი წარმოსადგენია ოჯახი, ასეთ სიტუაციაში ყველაფერი იდეალურად რომ ჰქონდეს. ჩხუბი ნუ შეგაშინებთ: გაჭიანურებულ სიჩუმეს, ირიბ და მრავლისმთქმელ მზერას კამათი სჯობს, რადგან სწრაფად ჰფენს ნათელს ურთიერთობის მნიშვნელოვან ასპექტებს. იყავით მართალი საკუთარ თავსა და ქმართან: ნუ დასდებთ მას ბრალად თქვენს ყველა უბედურებას, გაანდეთ, რას განიცდით. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიაზროთ, რისთვის ცხოვრობთ ერთად: იმისთვის, რომ აღზარდოთ ბავშვი, შეიქმნათ მომავლის მატერიალური საფუძველი, მიიღოთ და გამოიჩინოთ ერთმანეთის მიმართ თანადგომა და ყურადღება.

მყავს საქმრო, რომელიც ახლა სამხედრო სამსახურს იხდის. დავპირდი, რომ დაველოდებოდი, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ გავიცანი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მაშინვე ძალიან მომეწონა და შემიყვარდა. ცოტა ხნის წინ მან სიყვარული ამიხსნა. ძალიან მინდა მასთან ყოფნა, მაგრამ მე ხომ სხვა ადამიანს სიტყვა მივეცი... ეკატერინე, 19 წლის

საკუთარი არჩევანის გამო პასუხისმგებლობა სხვას არ უნდა დააკისროთ. გამოდის, რომ თქვენს მოქმედებას სხვები მართავენ: ერთ ბიჭს ელოდებით მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მან გთხოვათ, მეორესთან შეხვედრას არ ჩქარობთ იმიტომ, რომ ისევ სხვისი ზეგავლენის ქვეშ ხართ ("სხვა ადამიანს სიტყვა მივეცი"). კი მაგრამ, სად არის თქვენი გრძნობები, თქვენი აქტივობა, თქვენი გადაწყვეტილება? ვინ გიყვართ, ვინ არის თქვენთვის მთავარი ცხოვრებაში? გაეცით ამ კითხვებს პასუხი, ყველაფერი კარგად გაიაზრეთ და მიხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ. ვერავითარი რჩევა, თუნდაც სპეციალისტისა, ვერ დაგეხმარებათ, ვერ გაგათავისუფლებთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების ტვირთისგან. იქნებ ესოდენ სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად დრო გჭირდებათ? - ნუ აჩქარდებით, კარგად დაფიქრდით.

სამსახურში ყოფნა ჩემთვის აუტანელი გახდა. ჩემი უფროსი გამუდმებით ცდილობს, გადაკრული სიტყვებით მიიქციოს ჩემი ყურადღება, შემთხვევას არ უშვებს, რომ ხელი არ წამატანოს, მაიძულებს, ოფისში გვიანობამდე ვიჯდე, სანამ ყველა არ გაიკრიფება. გავურბივარ მას, მაგრამ როდემდე? არც სამსახურის დაკარგვა მინდა. როგორ მოვიქცე? ვერიკო, 24 წლის

გარკვევით მიანიშნეთ ან პირდაპირ უთხარით, რომ არასოდეს უპასუხებთ მის გამომწვევ ქცევას. თუ თავს მაინც არ დაგანებებთ, შეგიძლიათ, ამის შესახებ ხელმძღვანელობას შესჩივლოთ ან გააკეთოთ თქვენი საუბრის აუდიოჩანაწერი, სადაც ხაზგასმით ამბობთ "არას" და ამის შესახებ მას აცნობოთ. სთხოვეთ კონსულტაცია იურისტს, გაარკვიეთ, რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს თქვენს უფროსს. შესაძლოა შეეშინდეს და უმსგავსო საქციელი შეწყვიტოს.


mkurnali.geზაფხულში, ზღვაზე, გავიცანი ძალიან საინტერესო ბიჭი. ჩვენ ერთმანეთი ძალიან მოგვეწონა. სახლში დაბრუნებისას მივხვდი, რომ მასზე ფიქრს ვერ ვიშორებ, მგონი მიყვარს... მან იცის ჩემი ნომერიც, ელფოსტის მისამართიც, მაგრამ არც მირეკავს და არც მწერს! როგორ მოვიქცე? ნატალი, 18 წლის

თუ შემთხვევითი ნაცნობი ასე მყარად ჩაგიჯდათ გონებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის იქ შესაფერისი ადგილი მოიძებნა. თქვენ აღნიშნავთ, რომ ის საინტერესო ადამიანი იყო. საკუთარი თავი თუ მიგაჩნიათ ასეთად? ჩვენ უმეტესად ის ადამიანები გვიყვარს, ვინც ჩვენთვის იმის განსახიერებას წარმოადგენს, რაც ჩვენ თვითონ გვაკლია. მორცხვს თამამი მოსწონს, ენაწყლიანს - სიტყვაძუნწი. დაფიქრდით, რა თვისებები გაკლიათ თქვენ? ამაო მოლოდინის ნაცვლად ყურადღება გაამახვილეთ თქვენს რეალურ ცხოვრებაზე, რეალურ მამაკაცებზე.

ჩემს კარის მეზობლებს ჰყავთ ბავშვები, რომლებიც გამუდმებით სადარბაზოში თამაშობენ და საშინლად ანაგვიანებენ მას, დაგვა და დალაგება კი სულ მე მიწევს. უკვე დავიღალე! ბავშვებთან საუბარი ვცადე, მაგრამ აზრი არ აქვს - პასუხად უხეშობენ და უზრდელად მომმართავენ. მათ მშობლებთან ჩივილი კი არ მინდა, ურთიერთობის გაფუჭებისა მეშინია... მარიამი, 29 წლის

ხშირად წვრილმანები საშინლად გვიმწარებს ცხოვრებას. თქვენ უწესრიგობას და სიბინძურეს ვერ იტანთ, მაგრამ მასთან მუდმივად გიხდებათ შეჯახება. თუ ბავშვებისა გეშინიათ, მათი მშობლები ალბათ უფრო საშიში მოგეჩვენებათ... რატომ იკავებთ თავს? რას კარგავთ, მიმართეთ მათ და მოსთხოვეთ, ბავშვებს მიხედონ. საუბარი ამაო დავად რომ არ იქცეს, არ დაიწყოთ პრეტენზიებით. მშვიდად აუხსენით, რისი გაკეთება გიხდებათ ყოველდღე. საუბარი ისე ააგეთ, რომ მათთვის ცხადი გახდეს: თქვენ მათ თქვენი პრობლემების მოგვარებას კი არ სთხოვთ, არამედ სთავაზობთ, ერთად იპოვოთ გამოსავალი. ალბათ დაიჩივლებენ, რომ უჭირთ ბავშვებისთვის თვალყურის დევნება, არც საამისო დრო აქვთ... აგრძნობინეთ, რომ გესმით მათი. გამოსავალი მარტივია: დაალაგეთ მორიგეობით. ჩართეთ ამაში ბავშვებიც - ყოველგვარი სკანდალის გარეშე მიიღებთ კარგ აღმზრდელობით ეფექტს.

გამყიდველები გამუდმებით მატყუებენ. ვამჩნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ, სკანდალს ვერიდები, მერე კი, როცა დახლს მოვშორდები, თავს საშინლად შეურაცხყოფილად და დათრგუნულად ვგრძნობ. ცხადია, ფულიც მენანება. რა მოვუხერხო თავს? ელენე, 26 წლის

იქნებ თავს თვითონვე იტყუებთ? იქნებ უკრძალავთ თავს, გამოამჟღავნოთ უკმაყოფილება, მომთხოვნელობა? თუ ამას მიხვდებით, გამყიდველებიც სხვაგვარად მოიქცევიან. ადამიანის შინასამყარო ხომ მის სახეზე იკითხება, თქვენ კი მთელი თქვენი იერით მიანიშნებთ: "მე არ შეგეკამათებით, როგორც გინდათ, ისე მომექეცით, მე მსხვერპლი ვარ..." ჩხუბი და ლანძღვა-გინება საჭირო არ არის, როცა ეჭვი გაგიჩნდებათ, რომ მოგატყუეს, მშვიდად უთხარით გამყიდველს: "მოდი შევამოწმოთ, რამდენს იწონის ეს ნესვი?"

დედამთილი მე და ჩემს ქმარს გამუდმებით გვჩუქნის უსარგებლო ნივთებს, მაგალითად, ჭურჭელს, რომელსაც ვერ ვიყენებ. მესმის, რომ სურს გვასიამოვნოს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ?! არაერთხელ გადავუკარი სიტყვა - არ შველის. პირდაპირ რომ ვუთხრა, ეწყინება... როგორ მოვიქცე? ლანა, 33 წლის

სწორად იქცევით, რომ დედამთილის გრძნობებს უფრთხილდებით - მას ხომ მართლაც სურს გასიამოვნოთ. სცადეთ, მისი ენერგია კალაპოტში მოაქციოთ. ერთად იმსჯელეთ იმ ნივთებზე, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ და რომელთა შეძენასაც ის შეძლებს. ამ სიიდან ამოიღეთ ის ნივთები, რომელთა შერჩევაც გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგალითად, ტანსაცმელი, თეთრეული, ფარდები... უმჯობესია, ახსენოთ ტაფა, რომლის ყიდვა დიდი ხანია გსურთ. ასე სასურველ საჩუქარსაც მიიღებთ და დედამთილიც კმაყოფილი დარჩება.

ჩემი გოგონა ძალიან ბევრ დროს ატარებს კომპიუტერთან. მე და ჩემი მეუღლე შენიშვნებს ვაძლევთ, ვეჩხუბებით, ზოგჯერ ვსჯით კიდეც, ტკბილეულზე უარს ვეუბნებით, მაგრამ მუდმივად ხომ ვერ ვაკონტროლებთ? როცა შინ არ ვართ, ის სულ მონიტორთან ზის. რა მოვუხერხოთ ბავშვს? ნათია, 30 წლის

კომპიუტერული თამაშების სარგებლობასა და მავნეობაზე ბევრს კამათობენ, მაგრამ არავის დაუსაბუთებია, რომ ის ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე. აი, მუდმივი ჩხუბი კი ერთმნიშვნელოვნად საზიანოა. თუ გოგონას ჯანმრთელობა გაღელვებთ, შეიძინეთ მისთვის კარგი მონიტორი, რომელიც არ ღლის თვალებს, მოხერხებული სავარძელი და მაგიდა, რომელთა ზომები გოგონას სიმაღლეს შეესაბამება. ყურადღება მიაქციეთ განათებას. ყოველივე ეს გავლენას ახდენს ხერხემალსა და მხედველობაზე. სიტყვა ჩამოართვით გოგონას, რომ კომპიუტერულ თამაშებს განსაზღვრული დრო დაუთმოს, მაგრამ ნუ აუკრძალავთ მათ. გაარკვიეთ, რას აძლევს თქვენს შვილს ეს თამაშები, რა აკლია მას ცხოვრებაში. იქნებ ის უბრალოდ ვერ პოულობს უფრო საინტერესო საქმიანობას? მიიყვანეთ სპორტულ სექციაში, ცეკვაზე, თეატრალურ წრეში, ხელი შეუწყვეთ მეგობრებთან მის ურთიერთობას...