ქალების 3.5%-ს და მამაკაცთა 2%-ს უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა აქვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალების 3.5%-ს და მამაკაცთა 2%-ს უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა აქვს

ეს რაოდენობა საგრძნობლად აღემატება ადამიანთა უმეტესობის მიერ დროის იმავე მონაკვეთსა და იმავე გარემოებებში მიღებული საკვების რაოდენობას.

უკონტროლო კვების დროს და მის შემდეგ ადამიანებს კონტროლის დაკარგვის განცდა აქვთ. უკონტროლო კვება ეპიზოდურია, განსხვავებით ჭარბი კვებისგან, რომელიც უწყვეტი ხასიათისაა. უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობის დროს ადამიანებს ახასიათებთ შემდეგი:

  • ჩვეულებრივთან შედარებით, საკვების ბევრად უფრო სწრაფად მიღება;
  • საკვების მიღება მანამ, სანამ არ იგრძნობენ შემაწუხებელ ძღომას;
  • დიდი რაოდენობით საკვების მიღება, როდესაც არ აქვთ შიმშილის გრძნობა;
  • საკვების განცალკევებით მიღება უხერხულობის განცდის გამო;
  • საკვების ჭარბად მიღების შემდეგ ზიზღის, დეპრესიის ან დანაშაულის განცდა.

უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობის დროს ადამიანები შეწუხებულნი არიან, განსაკუთრებით, თუ წონის დაკლებას ცდილობენ. სიმსუქნის მქონე პირებს შორის, დაახლოებით 50%, ვისაც ეს დაავადება აქვს, დეპრესიულია, მაშინ, როდესაც ამ დაავადების გარეშე დეპრესიის გავრცელების სიხშირე მოხსენიებულ ჯგუფში 5%-ზე ნაკლებია.

საერთო ჯამში, დაახლოებით ქალების 3.5%-ს და მამაკაცთა 2%-ს აქვს უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა. დაავადება უფრო ხშირია ჭარბწონიანთა შორის.

სამკურნალოდ სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდები:

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია შეიძლება დაეხმაროს ინდივიდს უკონტროლო კვებაზე კონტროლის აღდგენაში, მაგრამ ნაკლებად მოქმედებს სხეულის წონაზე;

სიბუტრამინი წონის დასაკლები საშუალებაა; ეხმარება ადამიანებს წონის დაკლებაში, ოდნავ ამცირებს უკონტროლო კვების ეპიზოდების სიხშირეს;

სეროტონინის უკუმიტაციების სელექციური ინჰიბიტორებით (ანტიდეპრესანტების ტიპი), როგორიცაა ფლუოქსეტინი, შეიძლება შემცირდეს უკონტროლო კვების ეპიზოდების სიხშირე და დაქვეითდეს წონა, მაგრამ მედიკამენტის შეწყვეტა ხშირად უკონტროლო კვების ხელახალ შეტევებს იწვევს;

თვითდახმარების ჯგუფები, რომლებიც ანონიმური ალკოჰოლიკების მსგავსია (ანონიმური ღორმუცელები, ანონიმური კვებითი ნარკომანები), საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ მათი ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს სიმსუქნის სამკურნალოდ, მაგრამ მისი ზეგავლენა უკონტროლო კვებაზე გაურკვეველია.