ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ პირველი საუბარი ინტიმურ თემებზე განსაზღვრავს სამომავლოდ ნდობის ხარისხს, ამიტომ ბავშვთან გულწრფელი იყავით! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ პირველი საუბარი ინტიმურ თემებზე განსაზღვრავს სამომავლოდ ნდობის ხარისხს, ამიტომ ბავშვთან გულწრფელი იყავით!

თქვენ ხომ ანატომიურ სიზუსტეებში ჩაღრმავებას არავინ გთხოვთ. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ პირველი საუბარი ინტიმურ თემებზე 2-3 წლის ასაკში განსაზღვრავს სამომავლოდ ნდობის ხარისხს, ამიტომ ბავშვთან გულწრფელი იყავით!

ბავშვი გაიზრდება და მოუნდება, უფრო გარკვეული და თანამიმდევრული პასუხი მიიღოს კითხვაზე: "როგორ გავჩნდი?" პასუხი კი შეიძლება ელემენტარული იყოს: "დაიბადე". პატარა ინტერვიუერი, ჩვეულებრივ, სჯერდება ამ მშვიდ და გონივრულ პასუხს, ხოლო მოპასუხის დაბნეულობა მიახვედრებს, რომ ის რაღაცის დამალვას ცდილობს და შესაძლოა დაეჭვდეს.

გარკვეული ხნის შემდეგ ბავშვს არც ეს ინფორმაცია დააკმაყოფილებს და უფრო დაწვრილებით პასუხს მოითხოვს. მაშინ თხრობა თავიდან უნდა დაიწყოთ და ილუსტრაციად საოჯახო ფოტოსურათები გამოიყენოთ.

აი, დედ-მამა დაქორწინდნენ და ერთად ცხოვრება დაიწყეს, მერე პატარა ბავშვის გაჩენა მოუნდათ, მერე დედიკო სამშობიარო სახლში წავიდა და იქიდან ბედნიერი დაბრუნდა პატარა ბუნჩულასთან ერთად. მზად იყავით ამ საკრალური კითხვისთვისაც: "რას ნიშნავს სექსი?". ამის გაგონებისას არ არის საჭირო არც პროცესის, არც ამ საკითხისადმი თქვენი დამოკიდებულების აღწერა; ისაუბრეთ მხოლოდ გაგონილი სიტყვის მნიშვნელობაზე.

სიტყვა "სექსი" ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სქესს (მამრობითს ან მდედრობითს); შესაბამისად, შეიძლება განიმარტოს როგორც მოზრდილი ქალისა და მამაკაცის სქესობრივი ცხოვრება.

თუ ბავშვის ცნობისმოყვარეობას ესეც ვერ დააკმაყოფილებს, ნუ იჩქარებთ საჩოთირო საკითხებზე პასუხის გაცემას. უმჯობესია, გულახდილად აღიაროთ, რომ ამაზე საუბარი გიჭირთ და დაჰპირდით, რომ მოგვიანებით ესაუბრებით.

ამგვარად, აიღებთ ტაიმ-აუტს და გექნებათ დრო, უკეთ მოემზადოთ არცთუ იოლი "საბუნებისმეტყველო გაკვეთილისთვის". სთხოვეთ რჩევა გონიერ მეგობრებს, გამოიყენეთ უფრო კომპეტენტური წყაროებიც - კონსულტაციისთვის მიმართეთ ფსიქოლოგს ან წაიკითხეთ წიგნი, რომელიც სქესობრივ აღზრდას ეხება.

შეიძლება, საბავშვო ენციკლოპედიაც დაიხმაროთ. ნუ მოგერიდებათ ბავშვთან სიყვარულზე საუბრის; მოძებნეთ ისეთი სიტყვები, რომ ამ თემამ აკრძალული ხილისადმი არაჯანსაღი ინტერესი არ გამოიწვიოს.