სტრესის საუკეთესო წამალი ფიზიკური აქტივობაა - პანდემიის ზეგავლენა ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტრესის საუკეთესო წამალი ფიზიკური აქტივობაა - პანდემიის ზეგავლენა ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე

როგორ აისახა იზოლაცია ადამიანთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?

ადამიანები ვვითარდებოდით, როგორც სოციალური არსებები. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას, მათი აზრის მოსმენას და აშ.

ყველა სტრესის საუკეთესო წამალი არის ფიზიკური აქტივობა, გარეთ სეირნობა, მზესთან სიახლოვე. მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ნებისმიერი საშუალებით სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაც.

ეს პერიოდი პრაქტიკულად გავიარეთ, ახლა იწყება მეორე ეტაპი.

ძალიან ბევრი ადამიანი ადაპტირდა უკვე იზოლირებულ/შეზღუდულ კონტაქტებში ყოფნასთან, ახლა მნიშვნელოვანი იქნება რეადაპტაცია, ანუ დაბრუნება ძველებურ ყოფასთან, რასთანაც ძალიან ბევრს ექნება სირთულეები, რომელთა გადასალახადაც საჭიროა ფსიქოლოგთან კონსულტაცია.

ზოგს ნაკლებად სტრესულად გადააქვს ეს პერიოდი, ზოგი უფრო სუსტია და უფრო რთულად აღიქვამს, ამაზე რას გვეტყოდით?

არიან ადამიანები, რომლებსაც ერთი სტრესის მიმართ მედეგობა გააჩნიათ. შეიძლება ადამიანმა ათ სტრესს გაუძლო, მაგრამ ერთმა კონკრეტულმა დაგანგრიოს.

გადარჩება არა ძლიერი, არამედ ადაპტირებადი. შეიძლება ადამიანი ძლიერი არ იყოს, თუმცა კარგი უნარი ჰქონდეს ადაპტირების.

ხშირია ასეთი შემთხვევები, რომ ადამიანები, რომლებიც უფრო აქტიურები, წარმატებულები, ძლიერები არიან, უფრო რთულად ადაპტირდებიან და პირიქით.

რამდენად გაზრდილია ფსიქოლოგიური პრობლემებით მომართვიანობა და ვისზე იმოქმედა ყველაზე მეტად პანდემიამ?

სტრესის კლასიკური განმარტება ასეთია: როდესაც ორგანიზმს უწევს შეცვლილ საარსებო პირობებში ახალი ადაპტაციური მექანიზმების გამომუშავება - ეს არის სტრესი.

პანდემიამ და მისმა შედეგებმა აბსოლუტურად შეცვალა ადამიანების ცხოვრების სტილი. მან ყველა ქვეყნის ყველა სოციალურ ფენაზე მოახდინა ზეგავლენა. მომართვიანობა, რა თქმა უნდა, გახშირდა.

გარდა სტრესული გარემოსი, თავად კორონავირუსსაც ახასიათებს ფსიქოემოციურ სისტემაზე ზეგავლენა, რამაც ასევე თავისი როლი შეასრულა.

ბევრმა ადამიანმა ცხოვრების სტილზე თქვა უარი, მოხდა ჩაკეტვა, მოხდა გარკვეული ჯგუფების დაშორება ერთმანეთთან.

პანდემიამ ყველაზე დიდი ზეგავლენა გარდამავალი ასაკის, ანუ თინეიჯერების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მოახდინა.

მათთვის ცხოვრებისეული პრიორიტეტი სოციალური კონტაქტები და სოციალური ურთიერთობაა, როდესაც ისინი ამ ყველაფრის გარეშე დარჩნენ, ამან მკვეთრი ნეგატიური ზეგავლენა იქონია.

საშუალო სასკოლო ჯგუფიდან მნიშვნელოვანია 9 წლიდან ასაკი, ეს არის ძირითადი შიშის შემოსვლის ასაკი, იწყება სიკვდილის შიში. სწორედ ამ ასაკის ბავშვებზე ძლიერი ზემოქმედება იქონია პანდემიამ.

აღსანიშნავია, დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებიც. სკოლას არ აქვს მხოლოდ განათლების ფუნქცია, ეს არის საწყისი სოციალიზაცია, საწყისი სოციალური ურთეირთობები, ერთმანეთთან კონკურენცია, ერთმანეთთან დაახლოება და აშ.

ამასთანავე, მშობლების ფსიქოემოციური მდგომარეობა გართულდა. როდესაც ერთ სივრცეში იკეტებებიან ადამიანები, კონფლიქტებიც ძლიერდება, რაც ბავშვებზეც მოქედებს, განსაკუთრებით სკოლამდელი და ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვებზე.

მშობლების შიშები, დიდი ნეგატიური ინფორმაციები - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბავშვებზეც აისახება.

რამდნად ხშირია კოვიდის შემდგომ ფსიქოლოგიური დარღვევები?

პოსტსტრესული მდგომარეობები საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს, რაც იწვევს ძილის დარღვევას, ზოგად რეაქტიულობას, ანუ პატარა მიზეზზეც „აფეთქებას“,კონფლიქტურ დამოკიდებულებას და აშ.

პოსტკოვიდურ პაციენტებში ხშირია მეხსიერების და კონცენტრაციის პრობლემებიც.