იდუმალი მეექვსე გრძნობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იდუმალი მეექვსე გრძნობა

ეს თანდაყოლილი უნარია, ისევე როგორც ენების შესწავლის, აზროვნების ან მუსიკის აღქმის ნიჭი. ინტუიცია არ არის ტალანტი, რომლითაც ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილია დაჯილდოებული; ეს ნებისმიერი გონებრივი, ემოციური თუ ფსიქიკური პროცესის განუყოფელი ნაწილია. ადამიანი ყოველ წუთს ინტუიციურად იღებს ინფორმაციას, თუმცა ვერ აცნობიერებს ამას.

ჩვენ ვიყენებთ ინტუიციას ყველა პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღებისას, დაწყებული ყველაზე მარტივით, მაგალითად, რა მივირთვათ სადილად, დამთავრებული ყველაზე რთულით – რა პროფესია ავირჩიოთ, ვის დავუკავშიროთ ჩვენი ცხოვრება. დავუშვათ, დღეს ვახშმობას ჩვეულებრივზე გვიან აპირებთ. ცდილობთ, ერთმანეთს შეუთავსოთ ოჯახის ყველა წევრის გემოვნება და ჯასაღი კვების პრინციპები. მოულოდნელად თქვენი თვალთახედვის არეში ხვდება კომბოსტო, თუმცა მისი მომზადება მაინცდამაინც არ გიყვართ. მიუხედავად ამისა, სწორედ მისგან ამზადებთ კერძს, ვახშმად კი კმაყოფილი დედისგან გესმით: „როგორ მიხვდი, რომ დღეს სწორედ ეს კერძი მესიამოვნებოდა?“ ინტუიციის გავარჯიშება და განვითარება შესაძლებელია, ისევე როგორც სხვა უნარებისა. ინტუიციის ეფექტური გამოყენება ნიშნავს, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენმა ცნობიერებამ ჩვენთვის გასაგებ ენაზე თარგმნოს. იმისთვის, რომ ეს არაცნობიერი პროცესი კონტროლს დავუქვემდებაროთ, საჭიროა ვიმუშაოთ ჩვენს თავზე.

მოვუსმინოთ საკუთარ თავს

აი, რატომ არ გვესმის ინტუიციის ნაკარნახევი – ის სხვა ენაზე ლაპარაკობს. ხატები და წარმოდგენები, რომლებსაც ის ქმნის, ხშირად სიმბოლური და ფრაგმენტულია. ინტუიცია დასრულებული წინადადებებით იშვიათად გვესაუბრება. ადამიანი ხშირად იყენებს „მეექვსე გრძნობას“ ემოციური კონტაქტების სფეროში. მაგალითად, როცა შიშობთ, რომ შესაძლოა, შემცირების გამო სამუშაო ადგილი დაკარგოთ, თქვენ თითქოს „უშვებთ ინტუიციურ ანძებს“, რომლებიც მიმართულია საფრთხის ნიშნების აღმოსაჩენად. ექიმები გაუცნობიერებლად იყენებენ ინტუიციას დიაგნოზის დასმისას, ხოლო ბიზნესმენები – ინვესტიციებიდან მოსალოდნელი მოგების შეფასებისას.

ყველაფერს აქვს მნიშვნელობა

ცნობილია შემთხვევა, როცა ერთმა მსახიობმა ქალმა გადაღების დროს უარი თქვა ფინჯან ყავაზე. მან იგრძნო, რომ ყავის ხსენებისას რაღაც უცნაური განცდა დაეუფლა, ამიტომ არ დალია ის, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღეს ყოველთვის ტკბილი რძიანი ყავით იწყებდა. მალე მთელი გადამღები ჯგუფი დიზენტერიით დაავადდა – როგორც ჩანს, რძე, რომელიც ყავას დაამატეს, ავადმყოფი ძროხისა იყო. მსახიობი ქალი კი ავადმყოფობას გადაურჩა, რადგან ინტუიციას ენდო, თუმცა ყავაზე უარის სათქმელად „ობიექტური“ მიზეზი არ ჰქონდა. ცხოვრებაში ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით მომავალს სწორედ ახლა, ამ წუთს.

ვარჯიში „მომავლის გათვლისთვის“

შეეცადეთ განმარტოვდეთ. დახატეთ თქვენს წარმოსახვაში სცენარი, რომელიც თქვენს მიზანს ან ოცნებას გამოხატავს. გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი შეგრძნება. აარჩიეთ მოგონება, რომელიც თქვენს ოცნებას აქცევს იმის ლოგიკურ განვითარებად, რაც უკვე იყო. მაგალითად, თუ რომანის გამოქვეყნებაზე ოცნებობთ, გაიხსენეთ, როგორ წერდით ლექსებს ბავშვობაში. თუ გსურთ, გქონდეთ თქვენი ბიზნესი, წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ხართ და მაღაზიობანას თამაშობთ, მერე კი წარმოიდგინეთ, როგორი იქნებით მიზნის მიღწევიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ. დაფიქრდით, შეცვლის თუ არა ახდენილი ოცნება თქვენს ცხოვრებას, იგრძნობთ თუ არა თავს კომფორტულად. დაუკვირდით შეგრძნებებს, რომლებიც ამ წუთებში გაგიჩნდათ.