იდუმალი მეექვსე გრძნობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

იდუმალი მეექვსე გრძნობა

იდუმალი მეექვსე გრძნობა
ადამიანის გრძნობებს შორის ყველაზე იდუმალი ერთია, რომელსაც მეექვსე გრძნობას უწოდებენ – ინტუიცია. ეს თანდაყოლილი უნარია, ისევე როგორც ენების შესწავლის, აზროვნების ან მუსიკის აღქმის ნიჭი. ინტუიცია არ არის ტალანტი, რომლითაც ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილია დაჯილდოებული; ეს ნებისმიერი გონებრივი, ემოციური თუ ფსიქიკური პროცესის განუყოფელი ნაწილია. ადამიანი ყოველ წუთს ინტუიციურად იღებს ინფორმაციას, თუმცა ვერ აცნობიერებს ამას.

ჩვენ ვიყენებთ ინტუიციას ყველა პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღებისას, დაწყებული ყველაზე მარტივით, მაგალითად, რა მივირთვათ სადილად, დამთავრებული ყველაზე რთულით – რა პროფესია ავირჩიოთ, ვის დავუკავშიროთ ჩვენი ცხოვრება. დავუშვათ, დღეს ვახშმობას
ჩვეულებრივზე გვიან აპირებთ. ცდილობთ, ერთმანეთს შეუთავსოთ ოჯახის ყველა წევრის გემოვნება და ჯასაღი კვების პრინციპები. მოულოდნელად თქვენი თვალთახედვის არეში ხვდება კომბოსტო, თუმცა მისი მომზადება მაინცდამაინც არ გიყვართ. მიუხედავად ამისა, სწორედ მისგან ამზადებთ კერძს, ვახშმად კი კმაყოფილი დედისგან გესმით: „როგორ მიხვდი, რომ დღეს სწორედ ეს კერძი მესიამოვნებოდა?“
ინტუიციის გავარჯიშება და განვითარება შესაძლებელია, ისევე როგორც სხვა უნარებისა. ინტუიციის ეფექტური გამოყენება ნიშნავს, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენმა ცნობიერებამ ჩვენთვის გასაგებ ენაზე თარგმნოს. იმისთვის, რომ ეს არაცნობიერი პროცესი კონტროლს დავუქვემდებაროთ, საჭიროა ვიმუშაოთ ჩვენს თავზე.


მოვუსმინოთ საკუთარ თავს

აი, რატომ არ გვესმის ინტუიციის ნაკარნახევი – ის სხვა ენაზე ლაპარაკობს. ხატები და წარმოდგენები, რომლებსაც ის ქმნის, ხშირად სიმბოლური და ფრაგმენტულია. ინტუიცია დასრულებული წი­ნა­დადებებით იშვიათად გვესაუბრება. ადამიანი ხშირად იყენებს „მეექვსე გრძნობას“ ემოციური კონტაქტების სფეროში. მაგალითად, როცა შიშობთ, რომ შესაძლოა, შემცირების გამო სამუშაო ადგილი დაკარგოთ, თქვენ თითქოს „უშვებთ ინტუიციურ ანძებს“, რომლებიც მიმართულია საფრთხის ნიშნების აღმოსაჩენად. ექიმები გაუცნობიერებლად იყენებენ ინტუიციას დიაგნოზის დასმისას, ხოლო ბიზნესმენები – ინვესტიციებიდან მოსალოდნელი მოგების შეფასებისას.


ყველაფერს აქვს მნიშვნელობა


ცნობილია შემთხვევა, როცა ერთმა მსახიობმა ქალმა გადაღების დროს უარი თქვა ფინჯან ყავაზე. მან იგრძნო, რომ ყავის ხსენებისას რაღაც უცნაური განცდა დაეუფლა, ამიტომ არ დალია ის, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღეს ყოველთვის ტკბილი რძიანი ყავით იწყებდა. მალე მთელი გადამღები ჯგუფი დიზენტერიით დაავადდა – როგორც ჩანს, რძე, რომელიც ყავას დაამატეს, ავადმყოფი ძროხისა იყო. მსახიობი ქალი კი ავადმყოფობას გადაურჩა, რადგან ინტუიციას ენდო, თუმცა ყავაზე უარის სათქმელად „ობიექტური“ მიზეზი არ ჰქონდა. ცხოვრებაში ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით მომავალს სწორედ ახლა, ამ წუთს.


ვარჯიში „მომავლის გათვლისთვის“

შეეცადეთ განმარტოვდეთ. დახატეთ თქვენს წარმოსახვაში სცენარი, რომელიც თქვენს მიზანს ან ოცნებას გამოხატავს. გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი შეგრძნება. აარჩიეთ მოგონება, რომელიც თქვენს ოცნებას აქცევს იმის ლოგიკურ განვითარებად, რაც უკვე იყო. მაგალითად, თუ რომანის გამოქვეყნებაზე ოცნებობთ, გაიხსენეთ, როგორ წერდით ლექსებს ბავშვობაში. თუ გსურთ, გქონდეთ თქვენი ბიზნესი, წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ხართ და მაღაზიობანას თამაშობთ, მერე კი წარმოიდგინეთ, როგორი იქნებით მიზნის მიღწევიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ. დაფიქრდით, შეცვლის თუ არა ახდენილი ოცნება თქვენს ცხოვრებას, იგრძნობთ თუ არა თავს კომფორტულად. დაუკვირდით შეგრძნებებს, რომლებიც ამ წუთებში გაგიჩნდათ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვს ზუსტად იმდენი ინფორმაცია უნდა მიეცეს, რამდენიც სჭირდება ამ ასაკში. მაგალითად, ორი წლის ბავშვის შეკითხვაზე "საიდან გავჩნდი?" - უპასუხეთ მარტივად: "მუცლიდან".
სახლში მუდმივი უწესრიგობა მოქმედებს იქ მცხოვრები ადამიანების ფსიქიკაზე.
ძალიან ხშირად ქალებისგან ფსიქოლოგებს ესმით ჩივილი: „ორი წელია, გათხოვილი ვარ. შვილიც მყავს. ჩემი ქმარი მუშაობს და შინ ძალზე დაღლილი ბრუნდება.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად