ჩემი მოზარდი ბიჭუნა თავისი გარემომცველი წრის გავლენის ქვეშ მოექცა. ახლახან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დაბრუნდა შინ... მერე ამაყად გამოაცხადა, რომ მეგობრებთან ერთად ლუდი მიირთვა. როგორც ჩანს, სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ უკვე დიდია. მაგრამ ალკოჰოლი ხომ საშიშია? როგორ ვესაუბრო მას ამ თემაზე? ნინო, 37 წლის
- მოზარდს ლექციები მხოლოდ აღიზიანებს. უბიძგებს, რომ დაარღვიოს უფროსების მიერ მიღებული წესები. სწორედ იმიტომ, რომ დაამტკიცოს - ისიც მოზრდილია. საკითხი სხვაგვარად დასვით: რატომ დასჭირდა მას, რომ ეს ვინმეს დაუმტკიცოს? იქნებ ოჯახში მას ისევ პატარად მიიჩნევენ?! დააკვირდით თქვენს ქცევას და
- ძალიან ვბრაზდები იმის გამო, რომ ბებიაჩემი ძალიან ძველმოდურად იცვამს. ის ტანსაცმელი, რომელიც აცვია, საერთოდ არ უხდება. როგორ ვასწავლო, რომ რაღაც სტილი დაიცვას?
ეკა, 12 წლის
- ვფიქრობ, გაღიზიანება, რომლის შესახებაც
- ჩემი შეყვარებული იშვიათად მანებივრებს საჩუქრებით. დაბადების დღეზეც კი არაფერი უჩუქებია. ძალიან მწყინს! მაგრამ თუ ამის შესახებ ვეტყვი, იფიქრებს, რომ ანგარებიანი ვარ...
ელენე, 15 წლის
- ორი გამოსავალი გაქვთ: ან უნდა მოითმინოთ ან შეეცადოთ, აუხსნათ თქვენი განცდები. თუ გაჩუმებას გადაწყვეტთ, გირჩევთ მოემზადოთ განშორებისთვის (ადრე თუ გვიან). ის, ვინც ჩუმად აგროვებს წყენას, ბოლოს და ბოლოს ”აფეთქდება”. გსურთ შეცვალოთ სიტუაცია? შეწყვიტეთ განცდა ”ანგარებიანობის” გამო. რა არის იმაში ცუდი, რომ სიურპრიზები გინდოდეთ? თუ თვითონ ვერ ხვდება, უთხარით: ”საყვარელო, იცი, როგორ მიყვარს საჩუქრების მიღება. აი, ასეთი ანგარებიანი ვარ! გთხოვ, ხანდახან მაჩუქე რაიმე”.
- ცხოვრება თითქოს ჩემ გვერდით მიედინება: არც საყვარელი ადამიანია გვერდით, არც მეგობრები, ხოლო სულში - სრული სიცარიელეა. განაწყენებული ვარ გარშემო მყოფებზე, თუმცა ვიცი, რომ ისინი დამნაშავენი არ არიან. მაინც როდის მოვძებნი საკუთარ ნიშას ცხოვრებაში?
ლიკა, 32 წლის
- ვიღაც თქვენთან მიმართებაში ისე არ მოიქცა, როგორც თქვენ ისურვებდით და თქვენ აქამდე განიცდით ამას. ტკივილი საშუალებას არ გაძლევთ, ურთიერთობა დაამყაროთ სხვა ადამიანებთან... როგორმე ყურადღება მოიკრიბეთ! მოუხმეთ ფანტაზიას, როგორი შეიძლება ყოფილიყო თქვენი ”ნიშა ცხოვრებაში”? როგორ მოაწყობდით თქვენ მას და ვის მოიწვევდით სიამოვნებით იქ. ყველაფერი მოიფიქრეთ დეტალურად და ცვლილებები აუცილებლად დაიწყება. ამას ძალიან მალე იგრძნობთ.