დეპრესიული ადამიანის ფსიქოტიპი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დეპრესიული ადამიანის ფსიქოტიპი

რადგან ავადმყოფობა, გარკვეული აზრით, არის თვითდასჯა. ხშირად მოჰკრავთ ყურს, როგორ შესჩივის ერთი ადამიანი მეორეს, რომ მას დეპრესია ტანჯავს. სამწუხაროდ, ეს პრობლემა მართლაც საყოველთაოდ გავრცელდა. ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჩვენი საზოგადოება ფსიქიკურად ნაკლებად მტკიცეა. თუ დასავლეთის ქვეყნებში დეპრესიულია მოსახლეობის მხოლოდ 15-17%, ჩვენში ეს მაჩვენებელი თითქმის 100%-ს უტოლდება. დიახ, ჩვენთვის დეპრესია თითქმის ნორმალური მდგომარეობაა. განსაკუთრებით გაღრმავებულია დღევანდელ დღეს კორონავირუსის გამო, რომელიც მოითხოვს დისტანციური რეჟიმით ცხოვრებას, უსაფრთხოების ნორმების დაცვა ადამიანთა ძლიერ გაღიზიანებას იწვევს, რადგან ქართულ ხასიათში არასდროს ჯდებოდა კანონმორჩილება და ნორმებისადმი პედანტური მორჩილება. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს დეპრესიულ მდგომარეობას.

დეპრესიის გამო ბევრი ვარდება ცხოვრების ნორმალური რიტმიდან, სიცოცხლით ტკბობის უნარს, უფრო მეტიც – სიცოცხლის აზრს კარგავს. დეპრესია – ეს არის ავადმყოფური მდგომარეობა, როცა ადამიანი განიცდის სევდასა და ნაღველს, ყველაფერს მუქ ფერებში აღიქვამს, სასოწარკვეთილია. დეპრესია თითქმის ყველას გამოუცდია, მაგალითად, საყვარელი ადამიანის სიკვდილის ან სიყვარულში იმედგაცრუების შემდეგ. ასეთ დროს ადამიანს გუნება-განწყობა უქვეითდება, ძილი ერღვევა, იპყრობს აზრი, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს, განიცდის უსაგნო, უსაფუძვლო შფოთვას, გულგრილი ხდება ყველასა და ყველაფრის მიმართ. დეპრესიის წყაროა სტრესი, სამსახურის დაკარგვა, ზედმეტად მძიმე და დამღლელი სამუშაო, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, სასიყვარულო სამკუთხედი, ქრონიკული დაავადებები... დეპრესიის სიმპტომებია: უძილობა, მოუსვენარი ძილი, უმადობა, დაღლილობა, დაბნეულობა, ინტერესთა სფეროს შევიწროება, სექსუალური აქტივობის დაქვეითება, მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ. დეპრესიის ამოცნობა ზოგჯერ ძნელია, ვინაიდან ადამიანებს სჩვევიათ, ავადმყოფური სიმპტომები ყოფით სირთულეებს მიაწერონ. ხშირად გაიგონებთ, რომ ამა და ამ კაცს აქვს უფლება, დეპრესია ჰქონდეს, რადგან მან მძიმე განსაცდელი გადაიტანა. ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ბევრი დიდ უბედურებას დეპრესიის გარეშე უძლებს და ვინც ამას ვერ შეძლებს, მას სპეციალისტის დახმარება დასჭირდება. ადამიანის ფიზიოლოგიური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ორივე კი იმაზე, როგორია, რამდენად ჯანსაღია მათი ოჯახური ცხოვრების წესი. დეპრესიულ ადამიანს იერით ადვილად გამოარჩევთ: ის შებოჭილია, საუბრობს ხმადაბლა, თავი დახრილი აქვს, გამომეტყველება – მგლოვიარე, სევდის გამომხატველი, უმეტესად მხრებში მოხრილია, დაბნეული გამოხედვა აქვს და საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენს. მისი ფიქრები ერთადერთ საგანს დასტრიალებს – რომ ვერასოდეს მომჯობინდება, რომ მისი მდგომარეობა უიმედოა, რომ ის სხვას ტვირთად აწევს და რომ გამოსავალი მხოლოდ მის სიკვდილშია. ასეთი განწყობა, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ახლობლებსა და მეგობრებთან ურთიერთობაზე.

ქალების დეპრესია ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებისა. მისგან არც ბავშვები არიან დაზღვეულნი. ასე რომ, დეპრესია ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს. ზოგს მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთი შეტევა აქვს, ზოგს რამდენჯერმე უმეორდება. დეპრესიის ეპიზოდებს შორის ადამიანი სავსებით ჯანმრთელად გრძნობს თავს და არც გარეგნულად ეტყობა რამე, თუმცა ავადმყოფთა დაახლოებით მეოთხედს დაავადება გაუხანგრძლივდება ხოლმე და ქრონიკულ მდგომარეობაში გადაეზრდება. მამაკაცები ხშირად საკუთარ თავსაც არ უმხელენ, რომ დეპრესია მოერიათ, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას კი აგრესიით, აზარტული თამაშებითა და ალკოჰოლით ებრძვიან. ასეთი მამაკაცების ამოცნობა მათთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნებით არის შესაძლებელი: აღგზნებული გამომეტყველებით, მოუსვენარი ქცევით, ზოგჯერ – არაადეკვატური განცდებით.

ბავშვების დეპრესია ხშირად გამოიხატება ქცევის აშლილობით – გამომწვევი ქცევით, კონფლიქტურობით, ხეტიალისადმი მიდრეკილებით. ბავშვებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მშობლების სულიერი მდგომარეობა. თუ რომელიმე პესიმისტია და მელანქოლიისკენ მიდრეკილი, მაშინ არც ბავშვისგანაა გასაკვირი მსგავსი განწყობა. დეპრესიისგან დამცავი ფსიქიკური იმუნიტეტი შეიძლება დაქვეითებული აღმოაჩნდეს. თუმცა, „ოპტიმიზმით აღსავსე“ მშობლებსაც შეიძლება ჰყავდეთ დეპრესიული შვილი. გენეტიკური მიდრეკილება კი დაავადებას არ ნიშნავს; მისი გამოსწორება შესაძლებელია. დეპრესიული ბავშვი იერითაც განსხვავდება თანატოლებისგან. ის სევდიანი თვალებით, მოდუნებული სხეულით, პასიურობით, შენელებული მოძრაობით იპყრობს ყურადღებას. მის ამ მდგომარეობას ამჩნევენ მეგობრები, მასწავლებლები... ასეთ ბავშვს ყველამ უნდა აგრძნობინოს, რომ ყოველი ახალი დღე სიხარულის მომტანია, რომ ცხოვრება ლამაზი სიურპრიზებით არის სავსე. ჯანმრთელობა, უპირველესად, ფსიქოლოგიური კომფორტია.

ჯანმრთელობა რომ შევინარჩუნოთ, საჭიროა: არ მოვიქცეთ ცუდად, არ ჩავიდინოთ ისეთი რამ, რისთვისაც შემდგომ ჩვენივე ფსიქიკა ავადმყოფობით დაგვსჯის, და არც სხვას მივცეთ საშუალება, ცუდად მოგვექცეს, რათა მის მიმართ აგრესია არ გაგვიჩნდეს. გვიყვარდეს ადამიანები, სამუშაო, სამშობლო, საკუთარი თავი, რადგან სამყარო ძალზე მგრძნობიარეა – რაც უფრო მეტ სითბოს გავცემთ, მით მეტ სითბოსა და ენერგიას მივიღებთ პასუხად.