ორმაგი დეპრესია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორმაგი დეპრესია

ზამთარში დაბალი ტემპერატურა, ჭარბი ტენიანობა, ცვალებადი ამინდი, არასრულფასოვანი კვება, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი ორგანიზმს რამდენადმე აუძლურებს. შეცვლილი გარემოპირობები გავლენას ახდენს ადამიანზე, მისი ორგანიზმი, ფსიქიკა გარკვეული ძვრებით პასუხობს სეზონურ ცვლილებებს. ადამიანი სამყაროს განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მისი ცხოვრების ყოველი მონაკვეთი გარემოს ცვლილებებთანაა დაკავშირებული.

თუმცა ერთი წელია, ადამიანების დეპრესიული მდგომარეობა ძალიან გააღრმავა პანდემიამ, ცხოვრების დისტანციურმა რეჟიმმა და შეზღუდვების გახანგრძლივებამ. ასე რომ, ორმაგი დეპრესიის გადალახვა მოგვიწევს გაზაფხულისა და პანდემიური მდგომარეობის გამო.

გაზაფხულის დადგომისას დღე იმატებს, ტემპერატურა მაღლა იწევს, სახლში მეტი სინათლე შემოდის, სითბო ხალისს გვმატებს, კომფორტს გვაგრძნობინებს. განწყობილება მაღლდება, ადამიანი აქტიურდება; ზამთარში თუ მოდუნებულია, გაზაფხულის დადგომისთანავე ენერგიით ივსება. გარემოს ცვლილებებზე ფსიქიკაც რეაგირებს, ადამიანის ცნობიერებაში ჩნდება სხვადასხვა განცდა. გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, გარემოში თანდათან იმატებს მწვანე ფერი, სითბო, მზის სინათლე, გაზაფხულის სურნელი სიამოვნებას გვგვრის. განწყობილებასთან ერთად იცვლება მოთხოვნილებებიც. გაზაფხული დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, ფსიქიკაზე. მას უჩნდება მოთხოვნილება, დილით ადრე ადგეს. გაღვიძებული ბუნება, მცენარეები ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, გულის მუშაობას, ხსნის სტრესს. ზამთრის დეპრესია თანდათან ქრება. აღდგება შინაგანი წონასწორობა, გაივლის დაძაბულობა.

ზამთარში ბევრი ადამიანიმოდუნებული და დათრგუნულია, გაზაფხულზე კი ფსიქიკური დაძაბულობა იფანტება, თითქოს ბუნებასთან კავშირს აღიდგენს. უმეტესობა შეჰხარის გაზაფხულს, ბუნებას. მზის ენერგიას ადამიანის ქცევის მართვაც კი შეუძლია. თუმცა გაზაფხულზე ყველა კარგად როდი გრძნობს თავს. არის ხალხი, ვისზეც გარდამავალი პერიოდი ცუდად მოქმედებს. გაზაფხული ამინდის ჭირვეულობით გამოირჩევა, წვიმები, მაგნიტური ქარები ზოგს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს. ბევრს სისუსტის შეგრძნება ეუფლება, ეშვება, სიზარმაცე ერევა, ზოგი თავბრუხვევას უჩივის. გაზაფხულზე რომ ამინდი იცვლება და ჩვენ ამაზე ვრეაგირებთ, ეს ნორმალურია, თუმცა ბევრი ამას ვერც კი ამჩნევს. ზოგი მართლაც ავადაა მეტეოდამოკიდებულებით. ასეთი ადამიანები ნამდვილ დისკომფორტს განიცდიან. მარტივი მოძრაობების შესრულებაც კი უჭირთ, ამის გამო საკუთარი თავის ზიზღი და უკმაყოფილება, დანაშაულის განცდა და თვითგვემის სურვილი ეუფლებათ. უმეტესობა კი დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდება, ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც გაზაფხულის დეპრესია აქვთ.

დეპრესიასთან ბრძოლა

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევცვლით ბუნებას, თავიდან ვერ ავიცილებთ მაგნიტურ ქარიშხლებს და ვერ ჩავაქრობთ აფეთქებებს მზეზე, მაგრამ შეგვიძლია, ბუნებასა და საკუთარ თავთან თანხმობით ვიცხოვროთ. უმჯობესია, გავიხაროთ როგორც მზის, ისე წვიმის დანახვისას, ვიდრე შინ ჩავიკეტოთ. არ უნდა დაგვიმორჩილოს დეპრესიამ, მოდუნებამ, უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და სამყარო ჩვენ ირგვლივ, ვისწავლოთ თავის კონტროლი, დადებითი თუ უარყოფითი ემოციების მართვა. გთავაზობთ რამდენიმე წესს:

1. ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, მიუწერეთ მიზეზები. დაფიქრდით, საფუძვლიანია თუ არა თქვენი მღელვარება, რამდენად სწორად იქცევით, მოძებნეთ არგუმენტები.

2. დაისახეთ ახალი მიზანი, ჩამოწერეთ ყველა საფეხური, რომელიც კი საჭიროა მის მისაღწევად.

3. დაიწყეთ ყველაფერი თავიდან, შეიცვალეთ დღის რეჟიმი, იარეთ აუზზე, საღამოობით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

4. ეცადეთ, საკუთარ თავს, ახლობლებს სიხარული მიანიჭოთ. ეს სიამოვნებას მოგგვრით.

5. უქმე დღეებში მოდუნდით, ადექით გვიან, მიიღეთ აბაზანა, მოიწესრიგეთ თავი.

6. საღამოს დაგეგმეთ მომავალი დღე, ეცადეთ, არ დაგრჩეთ თავისუფალი დრო.

7. განაახლეთ თქვენი გარემო, შეცვალეთ ავეჯის განლაგება, ფარდები და ა.შ.

8. ყურადღება მიაქციეთ რაციონს, ერიდეთ მაგარ ჩაის, ყავას, მიირთვით იოდით მდიდარი საკვები, ყვავილოვანი და ზღვის კომბოსტო, თევზი, ფეიხოა.

9. ხშირად შეხვდით მეგობრებს, გულახდილად ესაუბრეთ, შეგიძლიათ, იტიროთ კიდეც. ეს განტვირთვას უწყობს ხელს.

ნებისმიერ შემთხვევაში, კორონავირუსისაგან თავის დასაცავად საჭიროა ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება, ზომიერების დაცვა ყველგან და ყველაფერში, ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა იმით, რომ მაქსიმალური სიმშვიდით დავიცვათ უსაფრთხოების ნებისმიერი ზომა და ნორმა, დაძაბულობის ან შფოთვის მომატებისას მაქსიმალურად შევეცადოთ გადავანაცვლოთ ყურადღება, გამოვიგონოთ რაიმე საქმიანობა, რათა განვიტვირთოთ ფსიქოლოგიურად და ნაკლებად ვიფიქროთ საფრთხეებზე. ამით ორმაგად განვამტკიცებთ ჩვენს თავს როგორც ფსიქიკურად, ისე ფიზიოლოგიურად, ნაკლებ ზიანს მივაყენებთ იმუნიტეტს და უფრო მდგრადი გავხდებით კორონა ვირუსისა თუ სხვა დაავადების მიმართ.

გახსოვდეთ, ყველაფერი იცვლება: ცუდს კარგი მოჰყვება, ცხოვრება საოცრად საინტერესო და მშვენიერია.