წყლულით დაავადებულის ფსიქოლოგიური პორტრეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წყლულით დაავადებულის ფსიქოლოგიური პორტრეტი

სხვა ფაქტორებთან ერთად, გარკვეულ როლს ასრულებს ფსიქოემოციური მდგომარეობა, ფსიქიკური გადაძაბვა, კონფლიქტური სიტუაციები, ფსიქოტრავმები, საზოგადოდ, სტრესი (სწორედ აქედან წარმოდგება ტერმინი სტრესული წყლული). ამის საფუძველზე, წყლულის პროფილაქტიკის

ერთ-ერთი გზა ისიც არის, ვერიდოთ ნერვულ-ფსიქიკურ გადაძაბვას, მღელვარებას, უმიზეზო შფოთვას, ხოლო მკურნალობისას სასურველია, სიმშვიდე და სასიამოვნო განწყობა შევინარჩუნოთ.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სავარაუდო დიაგნოზის დასმა არა მხოლოდ ექიმს, ფსიქოლოგსაც შეუძლია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფსიქიკის თავისებურებებს არცთუ უმნიშვნელო წვლილი მიუძღვის ამა თუ იმ პათოლოგიის განვითარებაში. საფუძვლიან გამოკვლევათა შედეგად ფსიქოლოგებმა წყლულოვანი დაავადების ე.წ. რისკის ტრიადა აღმოაჩინეს:

  • დაბალი თვითშეფასება;
  • პრეტენზიულობა;
  • ძლიერი შფოთვა.

თუ ადამიანს სამივე თვისება ახასიათებს, ის მუდამ დაძაბული იქნება. ბუნებრივია: თუ ძლიერი ამბიცია გაქვს და მაღალი მიზნისაკენ მიისწრაფვი, მაგრამ თვითშეფასება გღალატობს, გაგიჭირდება საკუთარ თავთან შეთანხმებას მიაღწიო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკუთარ მესთან მუდამ კონფლიქტი გექნება.

სულიერი დისკომფორტი, საკუთარი თავით უკმაყოფილება, შფოთვა და დაძაბულობა – ასეთი ემოციური მდგომარეობა შეიძლება ქრონიკულიც გახდეს, რაც, თავის მხრივ, მრავალრიცხოვან ფიზიოლოგიურ ცვილებას გამოიწვევს და საბოლოოდ, წყლულოვან დაავადებამდე მიგვიყვანს.

ერთი საინტერესო ფაქტი: ფსიქოლოგებმა წყლულოვანი დაავადების მქონე პირებს შესთავაზეს, შეეფასებინათ საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები, ხასიათი, განწყობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება. პაციენტები თავის გონებრივ შესაძლებლობებზე არც ისე კარგი აზრის აღმოჩნდნენ, ჯანმრთელობა კი მაღალი მაჩვენებლით შეაფასეს, თუმცა სინამდვილეში მძიმე ავადმყოფები იყვნენ. ასეთი ადამიანები დიდი სიამაყით საუბრობენ თავიანთ თავმდაბლობაზე, ლმობიერ ხასიათზე და ითრგუნებიან, ვინაიდან მათ სათანადოდ არავინ აფასებს. ამავე დროს, არ სურთ ყველას აჩვენონ, რაოდენ უკმაყოფილონი არიან საკუთარი თავით, ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარ თავში იკეტებიან და ახლო ურთიერთობას ვერავისთან ამყარებენ.

ფსიქოლოგებმა წყლულით დაავადებულებს სხვადასხვა სირთულის რამდენიმე ტესტი შესთავაზეს. მათმა უმრავლესობამ საკმაოდ რთული ამოცანები აირჩია, თუმცა თავი ვერ გაართვა. ექსპერიმენტატორებმა ტესტის შეცვლა შესთავაზეს. პასუხად ცდისპირებმა კიდევ უფრო რთული ტესტები მოითხოვეს... ისინი გამუდმებით ცდილობდნენ რაღაცის დამტკიცებას და ამით აჩვენებდნენ, რომ პრეტენზიის საკმაოდ მაღალი დონე აქვთ.

როცა ადამიანი შეუპოვრად მიისწრაფვის მიუღწეველი მიზნისაკენ, დაღს ასვამს ხასიათს, უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკაზე, იზრდება აგრესია, რომლის ჩახშობასაც ადამიანი გულწრფელად ცდილობს. ეს აძლიერებს შფოთვას, ზრდის დაძაბულობას, კონფორმიზმს (ერთფეროვნებას, უმოქმედობას) ქცევაში.

ასე რომ, ქრონიკულ ემოციურ დაძაბულობას მძიმე დაავადებებამდე მივყავართ, ამიტომ, უმჯობესია, დროულად მივმართოთ ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს, რათა შემდგომ გასტროენტეროლოგი, უარეს შემთხვევაში კი, ქირურგი არ დაგჭირდეთ.