პიტერ პენის სინდრომი - რატომ არ მოჰყავხართ მამაკაცს ცოლად, რას ამბობენ ფსიქოლოგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პიტერ პენის სინდრომი - რატომ არ მოჰყავხართ მამაკაცს ცოლად, რას ამბობენ ფსიქოლოგები

რატომ იზიდავს მამაკაცების დიდ ნაწილს მარტოხელას სტატუსი?

საინტერესოა, ეს მატერიალური მდგომარეობის, არასრულფასოვნების კომპლექსის თუ აღზრდისას დაშვებული შეცდომის ბრალია.

ფსიქოლოგები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:

პიტერ პენის სინდრომი

“მოდი, ბავშვობის ქვეყანაში გავფრინდეთ! იქ მხიარულება და უზრუნველი ცხოვრებაა!” - ასე მოუწოდებს პიტერ პენი თავის ახალ მეგობარ გოგონას.

ამ ბიჭუნას არ სურდა გაზრდილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ვენდი, მისი მეგობარი გოგონა, ყოველმხრივ ცდილობდა მასში პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას. თქვენ გგონიათ, ასეთი გმირები მხოლოდ ზღაპრებში გვხვდებიან?

ისინი ჩვენ შორისაც მრავლად არიან - მაგალითად, მამაკაცები, რომელთა არსებაშიც ბავშვი ცხოვრობს.

ისინი უარს როდი ამბობენ გაზრდაზე; უბრალოდ, მოწიფულობისასაც სულის სიღრმეში კვლავ ბიჭუნებად რჩებიან - უპასუხისმგებლო ყმაწვილებად, რომელთაც არ შესწევთ სერიოზული ურთიერთობების აგების უნარი. ფსიქოლოგები მათ სწორედ ასე უწოდებენ - მამაკაცები პიტერ პენის სინდრომით.

არსებობს თუ არა შანსი? ასეთი მამაკაცებისთვის ქორწინება თავისუფლების დაკარგვასა და უზრუნველი ცხოვრების შეწყვეტას უკავშირდება. “პიტერ პენის” ტიპისთვის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა დინების მიმართულებით, ზედმეტი ძალების დაუხარჯავად ცურვა. ღუზის ჩაშვება წყნარ ნაპირზე სახელწოდებით “ქორწინება” მათთვის წარმოუდგენელია.

ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხე დაემუქროს მის უმარტივეს ბიჭურ სიამოვნებებს.

ასეთი მამაკაცები შესაძლოა ძალიან დიდხანს დარჩნენ მარტოხელებად, ბერბიჭებად, სანამ, ბოლოს და ბოლოს, ფსიქოლოგიურად არ მომწიფდებიან სრულფასოვანი ურთიერთობისთვის, რომელიც ურთიერთპასუხისმგებლობას დაეფუძნება.

საქმე უპირველეს ყოვლისა!

დღეს მოდურია, იყო საქმიანი მამაკაცი, მუყაითი და გამრჯე. არც ერთ ჩვენგანს არ სურს, რომ 30-40 წლის ასაკში წარუმატებელ ადამიანად იგრძნოს თავი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა მუშაობა... შესვენების დროს კი შეიძლება, წინასწარი შეთანხმებით, ხანმოკლე ფლირტი გააბან, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობისა და მიჯაჭვულობისთვის დრო არ ჰყოფნით.

სათუთი ბუნება

ზოგიერთ მამაკაცს უჭირს არჩევანის ერთ ქალზე შეჩერება. რადგან ქორწინება საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია, ამიტომაც ისინი ცდილობენ, წინასწარ გათვალონ მოსალოდნელი შედეგები. ის ხვდება ერთ ქალს, შემდეგ - მეორეს, მესამეს, იმ იმედით, “იქნებ მომდევნო იყოს იდეალური?..”

ბევრს შეცდომის დაშვებისა ეშინია. ისინი თვალს ადევნებენ დაქორწინებულ მეგობრებს, აკვირდებიან ერთობლივი ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებს. ღალატი, ოჯახური უსიამოვნებები - ეს პრობლემები მათ აფრთხობს. ისინი მარტოხელებად რჩებიან მანამდე, ვიდრე არ სძლევენ შიშებს და არ მოიკრებენ გამბედაობას, მეგობარ ქალს ხელი სთხოვონ.