როგორ გავარკვიოთ, რამდენად კარგად აქვთ ჩვენს შვილებს განვითარებული სხვადასხვა ტიპის მეხსიერება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავარკვიოთ, რამდენად კარგად აქვთ ჩვენს შვილებს განვითარებული სხვადასხვა ტიპის მეხსიერება?

ნებითი მეხსიერება

ბავშვს ვთხოვთ, დააკვირდეს გარკვეული თანმიმდევრობით დაწყობილ გეომეტრიულ ფიგურებს და ვაძლევთ დავალებას, დაალაგოს ისინი ტრაფარეტის მსგავსად;

ვთხოვთ ბავშვს, დააკვირდეს დაწყობილ საგნებს, შემდეგ რამდენიმე საგანს ვუმალავთ, ის კი შეეცდება აღიდგინოს, გაიხსენოს, რა საგანი დავმალეთ;

ვაწვდით ჯერ ორ, შემდეგ მეტი რაოდენობის სურათიან ლოტოს და ვთხოვთ დააკვირდეს მათ. შემდეგ ვმალავთ ლოტოებს და ბავშვმა უნდა გაიხსენოს, რა იყო, დაასახელოს და დაალაგოს ისინი იმავე თანმიმდევრობით.

უნებლიე - მექანიკური მეხსიერება

ვაკვირდებით ბავშვს, რამდენად იოლად იმახსოვრებს მექანიკურად მიღებულ ინფორმაციას;

ვაკვირდებით, რამდენად აქვს გაუცნობიერებლად აკვიატებული ფრაზები და რამდენად ხშირად იყენებს მათ.

ხანმოკლე მეხსიერება

დავაკვირდეთ, გაკვეთილზე ახსნილი მასალა ახსოვს მხოლოდ იმ პერიოდში, თუ მალევე ავიწყდება და შინ ინფორმაციის მოტანას ვერ ახერხებს;

ახსოვს თუ არა მიცემული აქტივობა, საშინაო და საკლასო დავალება.

გრძელვადიანი მეხსიერება

ბავშვს ვთხოვთ, გაიხსენოს წინა პერიოდში განვლილი მასალა, უპასუხოს კითხვებს;

გაიხსენოს, როგორ გაატარა არდადეგები, რა იყო მნიშვნელოვანი განვლილ დღეებში და ა.შ.

ექოიტური - სმენითი მეხსიერება

ვუსახელებთ ასო-ბგერებს, სიტყვებს, წინადადებებს და ვთხოვთ, დაიმახსოვროს და ჩამოთვალოს ისინი. ჩამოთვალოს ჯერ არათანმიმდევრულად, შემდგომ კი შეეცადოს დაიცვას თანმიმდევრობა და რიგითობა;

ვუკრავთ ტაშს და ვამეორებინებთ იმდენჯერვე - როგორც რაოდენობის, ისე რიტმისა და ტემპის დაცვით.

ვიზუალური - მხედველობითი მეხსიერება

ვუწყობთ თემატურ სურათებს, აკვირდება და ვთხოვთ დაასახელოს, დაკვირვების შემდეგ ჩამოთვალოს (სურათები, ფერები, ასოები, ფიგურები).

მოტორული მეხსიერება

ხელის მტევნით ვაკეთებ მოძრაობებს, მან უნდა დაიმახსოვროს და შემდეგ გაიმეოროს ისინი შესაბამისი თანმიმდევრობით.

თუ მსგავსი დავალებების შესრულებისას, რამდენჯერმე გავარჯიშების შემდგომ, პატარა მაინც უშვებს ერთსა და იმავე შეცდომებს, უჭირს გარკვეული აქტივობების შესრულება და ვერ იცავს შესაბამის წესებს, გირჩევთ, მიმართოთ სპეციალისტს.