სახალისო, მარტივი სავარჯიშოები, რომლებიც მეხსიერების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ და თავის ტვინს მუდმივად ტონუსში ამყოფებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახალისო, მარტივი სავარჯიშოები, რომლებიც მეხსიერების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ და თავის ტვინს მუდმივად ტონუსში ამყოფებს

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბოლო პერიოდში ხშირად გავიწყდებათ, სად შეინახეთ საყვარელი ნივთი, რა უნდა გეთქვათ, ან რის გაკეთებას დაჰპირდით გასულ უქმეებზე მეგობარს.

თუ თქვენი მეხსიერება ოქროს თევზის მეხსიერებას დაემსაგავსა, რომელიც მხოლოდ 3 წამისგან შედგება, არ აღელდეთ!

გასწავლით მარტივ სავარჯიშოებს, რომელებიც მეხსიერების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

N1

წაიკითხეთ წიგნები ხმამაღლა

2017 წელს ვატერლოოს უნივერსიტეტმა ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის 95 მონაწილესაც დაავალეს:

  • წაეკითხათ წიგნი ხმადაბლა;
  • მოესმინათ, თუ როგორ კითხულობდა სხვა;
  • მოესმინათ საკუთარი წაკითხულის ჩანაწერისათვის;
  • წაეკითხათ ხმამაღლა.

მოგვიანებით მათ წაკითხული სიტყვების გახსენება მოსთხოვეს. როგორც აღმოჩნდა. სიტყვების გახსენება არ უჭირდათ და ყველაზე კარგად ახსოვდათ მათ, ვინც ხმამაღლა კითხულობდა.

როდესაც ვსაუბრობთ და ერთდროულად ვუსმენთ საკუთარ ხმას, ეს თავის ტვინს ინფორმაციის დამახსოვრებაში ეხმარება.

თქვენ შეგიძლიათ ეს სავარჯიშო მეგობართან ან ბავშვთან ერთად გააკეთოთ.

ასევე, სასარგებლოა აუდიოწიგნების მოსმენაც. ასე წარმოსახვის უნარი და ტვინის სხვადასხვა უბანი მეტად აქტიურდება, ვიდრე ჩუმად კითხვისას.

N2

ყოველდღიური საქმიანობისას, ნაცვლად მარჯვენა ხელისა, გამოიყენეთ მარცხენა და თუ ცაცია ბრძანდებით, პირიქით.

მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტს არ აქვს დომინანტური ხელი, ანუ ისინი 100%-ით არ არიან არც მემარცხენეები და არც მემარჯვენეები.

თუ თქვენ გადაანაცვლებთ დღის განმავლობაში ხელებს, ეს ნეიროკავშირს გააძლიერებს თავის ტვინში, რაც უფრო მკაფიო გონებასა და მეხსიერებას გპირდებათ.

გამოიყენეთ საპირისპირო ხელი, როდესაც იხეხავთ კბილებს, რეცხავთ ჭურჭელს, ან უბრალოდ რაიმეს წერთ.

თავდაპირველად, შესაძლოა, რთულად მოგეჩვენოთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, ეს სავარჯიშო თავის ტვინის სტიმულაციის საუკეთესო მეთოდია.

N3

ჩხირებით ჭამა

საჭმლის ჩხირების გამოყენება ახალ დენდრიტებს ზრდის, რომლებიც ნერვული უჯრედების გაგრძელებაა.

ისინი უჯრედიდან უჯრედში იმპულსების გადაცემაში გვეხმარებიან. ჩხირებით ჭამისას დენდრიტების რაოდენობა ნერვულ უჯრედებში შეიძლება გაიაზარდოს, რაც თავის ტვინის ნეიროცირკულაციას აუმჯობესებს.

ჩხირები ასევე მონელების პროცესს უწყობს ხელს და გვეხმარება კალორიების კონტროლში.

N4

4 დეტალის დაკვირვება.

შეგიძლიათ გააკეთოთ მაშინ, როდესაც ქუჩაში იქნებით. უნდა დააკვირდეთ შემთხვევით შემხვედრს, დააფიქსიროთ რაიმე 4 დეტალი, რომელსაც მოგვიანებით გაიხსენებთ.

მაგალითისთვის, ტრანსპორტში თქვენ წინ მჯდომ გოგონას აქვს გრძელი შავი თმა, უკეთია მარგალიტის ყელსაბამი, აცვია წითლი კაბა და ხელში უჭირავს შავი ჩანთა.

იმახსოვრებთ მათ და მოგვიანებით იხსენებთ ოთხივე დეტალს.

შეიძლება გაგეცინოთ, თუმცა თქვენს ტვინს არ ეცინება და ის ასე ვარჯიშობს.

N5

რეგულარული აერობული ვარჯიშები ჰიპოკამპუსის ზომას ზრდის, ეს არის თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც მოკლევადიანი მეხსიერებისა და გრძელვადიანი მეხსიერების ინფორმაციას აერთიანებს.

2011 წლის კვლევის თანახმად, აერობული ვარჯიშები, რომლებიც გულისცემის სიხშირეს ზრდის, თავის ტვინს გრძელვადიან მეხსიერებაში ეხმარება.

თუ ვერ ახერხებთ აერობიკის ვარჯიშების გაკეთებას, შეგიძლიათ კვირაში 3-ჯერ 20 წუთით სწრაფად ისეირნოთ, რაც იგივე შედეგს მოგიტანთ.

N6

შემდეგი სავარჯიშო შეგიძლიათ ნებისმიერ დროსა თუ ადგილას გააკეთოთ - ტრანსპორტში ან მაღაზიის რიგში.

აირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა, მაგალითად ატამი, წარმოიდგინეთ და მოახდინეთ მისი ვიზუალიზაცია, შემდეგ კი გონებაში დამარცვლეთ.

მსგავსი სავარჯიშო გონებას მუდმივ ტონუსში ყოფნას აიძულებს.

N7

მუსიკის ფონზე სწავლა დამახსოვრებაში გვეხმარება, ასევე მონტე-კარლოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წელს ჩაატარეს კვლევა და აღმოჩნდა, რომ 90 წამით მარჯვენა მუჭის შეკვრა გვეხმარება დამახსოვრებაში. თუ მარცხენა მუჭას შეკრავთ 90 წამით, ეს დაგეხმარებათ გახსენებაში.

ექსპერიმენტში 50 ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათ სთხოვეს საკმაოდ გრძელი სიიდან დაემახსოვრებინათ სიტყვები, გამოკითხვისას, მათ, ვისაც მუჭის მოძრაობა ჰქონდათ გაკეთებული, უფრო მეტი სიტყვა ახსოვდათ, ვიდრე მათ, ვინც ეს ფსიქოლოგიური ხერხი არ გამოიყენა.