პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

mkurnali.geცოტა ხნის წინ თანაკლასელები შევიკრიბეთ. სიამოვნებით წავედი მათთან შესახვედრად, მაგრამ ახლა ძალიან ვნანობ, რადგან თავს არარეალიზებულ და წარუმატებელ პიროვნებად მივიჩნევ. ყველას აწყობილი აქვს კარიერაც და პირადი ცხოვრებაც, მე კი არც ერთი გამაჩნია და არც მეორე. როცა ჩემი ცხოვრების შესახებ მკითხეს, იძულებული გავხდი, რამე მომეგონა, რომ თეთრ ყვავად არ გამოვჩენილიყავი... თავს საშინლად ვგრძნობ, დეპრესიაში ჩავვარდი. როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან? ელენე, 31 წლის

 

თქვენთვის, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია არა ის, როგორია თქვენი ცხოვრება თავისთავად, არამედ ის, როგორ ხედავენ მას სხვები. სწორედ ამ პრინციპმა მიგიყვანათ

ჩიხურ მდგომარეობამდე. ეძებეთ პასუხები მთავარ კითხვებზე: "რა მიყვარს მე?" "რა მიტაცებს ყველაზე მეტად?" - და აუცილებლად შეძლებთ, უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. როგორც უნდა განვითარდეს ის, თანაკლასელებთან მომდევნო შეხვედრისას რამე აუცილებლად გექნებათ სათქმელი.


ჩემი კოლეგა არასასიამოვნოდ გამოიყურება, ცუდად იცვამს, არ უვლის თავს. ის სასიამოვნო ადამიანი და

კარგი სპეციალისტია, მაგრამ ზოგჯერ მასთან ერთად ოთახში გაჩერება შეუძლებელია - ისეთი ოფლის სუნი დგას!.. როგორ გადავუკრა სიტყვა ამის შესახებ? იქნებ უფროსს დაველაპარაკო? არ ვიცი, როგორ მოვიქცე, როცა საქმე ასეთ დელიკატურ თემას ეხება... ირინა, 30 წლის

უმჯობესია, პირდაპირ გაესაუბროთ.  მთავარია, ეს ტაქტიანად გააკეთოთ, არ გაანაწყენოთ და არ დაამციროთ კოლეგა. საუბრისას არ არის საჭირო მისი როგორც ადამიანის შეფასება. აქცენტი გადაიტანეთ ოფისში ქცევის წესებზე, თანამშრომლების მიმართ იმ მოთხოვნების ჩამოთვლისას, როგორიც არის სუფთა ტანსაცმელი, აკურატული ვარცხნილობა, მოწესრიგებული ფეხსაცმელი, შეიძლება ახსენოთ ისიც, რომ ოთახში ყოველთვის სასიამოვნო სურნელი უნდა იდგეს. რა თქმა უნდა, ეს საუბარი სხვათა თანდასწრების გარეშე უნდა მიმდინარეობდეს.

 

ჩემი ვაჟი გარდატეხის ასაკშია. ამ ცოტა ხნის წინ მას თავს დაესხნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მობილური ტელეფონი წაართვეს, თუმცა თავად ამაყად ჰყვება, რომ რამდენიმე მასზე უფროს ბიჭს არ შეუშინდა. ძალიან ვღელავ მის გამო, როცა შინ არ არის, ადგილს ვერ ვპოულობ. სულ მგონია, რომ ისევ რაღაც ხიფათს გადაეყრება. როგორ მოვიქცე? ეკა, 37 წლის

იზრუნეთ სრულფასოვან ძილსა და კვებაზე, ნუ გადაიღლებით, ნუ დალევთ კოფეინიან და ალკოჰოლიან სასმელებს. როცა ცოტათი დამშვიდდებით, დაფიქრდით - საიდან ჩნდება ეს შიში, როდის იჩენს თავს შფოთვა და მოუსვენრობა? რატომ გეჩვენებათ, რომ უსიამოვნებებთან გამკლავება შეუძლებელია? საიდან მოდის აზრი, რომ სამყარო ასეთი სახიფათოა? როცა მიხვდებით, სინამდვილეში რისი გეშინიათ, იმასაც დაინახავთ, როგორ უნდა ებრძოლოთ შიშს. რაც შეეხება თქვენს ვაჟს, ტრაგიკული არაფერი მომხდარა, გარდატეხის ასაკში მსგავსი თავგადასავლები ხშირია, ეს ასაკი გაივლის და ყველაფერი რიგზე იქნება.

 

ჩემი მეგობარი გამინაწყენდა იმის გამო, რომ მისმა თაყვანისმცემელმა ჩემთან დაიწყო რეკვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან ჩემი მობილური ტელეფონიდან აკრიფა ამ ბიჭის ნომერი. ეს თაყვანისმცემელი მისი შემთხვევითი ნაცნობია, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გაიცნო. როცა ბიჭმა ჩემთან რეკვა დაიწყო, საკმაოდ გულგრილად ვუპასუხე, მაგრამ ჩემი მეგობარი მაინც მე მადანაშაულებს, თითქოს მე განზრახ ჩავერთე მათ ურთიერთობაში. როგორ დავაღწიო თავი ამ არასასიამოვნო სიტუაციას? ლენუკა, 21 წლის

როგორც ჩანს, თქვენი მეგობრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდა კაცთან ურთიერთობა. ახლა ის ვერ შეძლებს, საღად შეაფასოს ყველა წვრილმანი. ალბათ უმჯობესი იქნება, თუ დროებით შეწყვეტთ ურთიერთობას, რათა ერთმანეთისგან დაისვენოთ. ამ ხნის განმავლობაში ორივეს მოგენატრებათ ერთმანეთი და მეტად დააფასებთ თქვენს მეგობრობას, თანაც შეძლებთ, მშვიდად დაფიქრდეთ იმაზე, რატომ იქცა თქვენი მეგობრის რომანი თქვენი ურთიერთობისთვის დაბრკოლებად. ჩხუბი ზოგჯერ კარგი საბაბია საიმისოდ, რომ კრიტიკული თვალით შეხედოთ თქვენს ურთიერთობას, გაიგოთ, რა უშლის მას ხელს. იქნებ იმაზეც დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
რეკომენდებული პროდუქტები
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
კატეგორიის სხვა სტატიები
პირველ ხანებში ერთად ცხოვრება ბედნიერებას გვანიჭებს.
როცა ახლობლის შესახებ რაღაც ვიცით, რაც მისთვის უცნობია, ამ ინფორმაციას ხშირად საიდუმლოდ ვინახავთ,
ზაფხულის დასაწყისი ბევრი ადამიანისათვის გამოცდების ციებ-ცხელებას უკავშირდება.
სო­ფელ აღა­ი­ან­ში 16 წლის ბავ­შვი, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად დედა იყო, სა­კუ­თა­რი 7 თვის შვი­ლის მკვლე­ლი გახ­და. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან
სასიყვარულო სამკუთხედების უნივერსალური „თეორემა“, რომელიც ცხოვრების ყველა შემთხვევას მიესადაგება, არ არსებობს.
ემოციურ მგრძნობელობაზე (რომელიც ხსნის ფსიქოლოგიურ ასაკობრივ ცვლილებებს) კვლევა ჩატარდა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად