სამყარო, რომელიც შეფერილია მიტოვების შიშით - რატომ და რისი გვეშინია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამყარო, რომელიც შეფერილია მიტოვების შიშით - რატომ და რისი გვეშინია

-  რა ფენომენია შიში და რა იმალება მის მიღმა?

- შიში ეს არის ემოცია და მან შესაძლოა ღრმად გაიდგას ფესვები ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ რა ამძაფრებს შიშს და რა პატერნები შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს, რომ ეს შიში კვებონ/აცოცხლონ? პირველ რიგში, როგორც კი ღრმად გამოვიკვლევთ ამ ემოციას, ალბათ უარყოფის ძლიერ შიშს აღმოვაჩენთ.

მრავალი ადამიანი, ვისაც ძლიერი შიშის განცდა აქვს, ხედავს სამყაროს, რომელიც მხოლოდ იმაზეა მიმართული უარყოფენ და გარიყავენ თუ არა მას.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი ,,მიტოვების სათვალეებით’’ დადიან. ისინი ხედავენ არა სუფთა სინამდვილეს, არამედ სამყაროს, რომელიც შეფერილია მიტოვების შიშით.

სწორედ ამ ფენომენს შეუძლია მოახდინოს ღრმა გავლენა მათ ჯანმრთელობაზე - ასე შეიძლება ჩაეჭიდოს მიტოვების შიში ადამიანს და გააკონტროლოს ის.

ჩვენ სამყაროში ვარსებობთ იმის წარმოსახვით, თუ რას ფიქრობენ სხვა ადამიანები ჩვენ შესახებ, ძნელია იმის გარკვევა, რას ფიქრობენ ისინი ან რა განზრახვები აქვთ და ჩვენ ამა თუ იმ ფორმით ვაკეთებთ პირველად დაშვებას/ვარაუდს.

ზოგიერთი ჩვენგანის პირველადი ვარაუდი იქნება ,,ოჰ, ისინი სავარაუდოდ სხვა რამით არიან დაკავებული - თუ ოდნავ დისტანციურად არიან’’, სხვების პირველი დაშვება იქნება ,,ოჰ, მათ არ მოვწონვარ, არ სურთ ჩემთან ყოფნა’’. მნიშვნელოვანია ამ წინასწარი დაშვების/ვარაუდის შემჩნევა, ამოცნობა და გააზრება, რათა შიშმა არ წაგვლეკოს.

-  რამდენად ხშირია ჩვენთან აღნიშნული პრობლემით მომართვიანობა?

- ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა რომ საკმაოდ მაღალია მომართვიანობა უარყოფის შიშისა და მიტოვებულობის განცდით.

- შიშს ბევრი სერიოზულად არც კი უყურებს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აწუხებთ აღნიშნული პრობლემა. რა გართულებები შეიძლება ამან გამოიწვიოს?

-  ძალიან ხშირად ისე ხდება ხოლმე რომ ადამიანები ხედავენ უარყოფას, მაშინაც კი, როცა ეს არ ხდება. (ამის დამატასტურებელი ფაქტები და არგუმენტები არ აქვთ) და სწორედ ამის გამო შეიძლება ჰქონდეთ ზოგადი შფოთვა სოციალურ გარემოში, მათ არ აქვთ საკუთარი თავის სტაბილურობის განცდა და ეს უბიძგებთ თვითჩაკეტილობისკენ.

მიზეზი, რის გამოც უარყოფის შიში შეიძლება ადამიანებისთვის ასეთი რთული საკითხი იყოს, არის ის, რომ ადამიანი მას სხეულში ძალიან მტკივნეულად გრძნობს, შეგრძნებებში ვლინდება და რაც უფრო წინააღმდეგობას უწევენ სხეულებრივ შეგრძნებებს (მაგ: ტკვილს სხეულის სხვადასხვა არეში) ის უფრო უარესდება.

ამ პროცესში ისინი იჭედებიან და იწყებენ ფიქრს სხვადასხვა სომატურ დაავადებებზე, გამოთქვამენ იპოქონდრიულ ჩივილებს/შიშებს, სინამდვილეში რისიც ეშინიათ, ეს არის გარკვეული სხეულებრივი შეგრძნებები.

ამ შეგრძნებებს თუ მისცემენ საშუალებას, რომ უბრალოდ იყოს, ის აღმოცენდება და გაივლის.

უმნიშვნელოვანესია, შევძლოთ პანიკის ფესვების დამორჩილება, მოთვინიერება და დარეგულირება, რომელიც ჩვენი სხეულებრივი შეგრძნებებია, რათა არ მივიდეთ პანიკურ მდგომარეობამდე.

- რისი ეშინია ადამიანების უმეტესობას ყველაზე მეტად?

-  ადამიანების უმეტესობას ეშინიათ მიტოვების/უარყოფის/უგულებელყოფის/ და შედეგად მარტო დარჩენის.

ეს ვლინდება შემდეგი ფორმით: ადამიანი, რომელსაც მიტოვების ეშინია, იწყებს ეჭვიანობას, ნერვიულობას - ოჯახის წევრების, პარტნიორის ან მეგობრების მიმართ, ან იწყებენ მიწებებას კონკრეტულ ადამიანთან, ვისთანაც დაცულად გრძნობენ თავს.

სასურველია, მივწვდეთ პიროვნების იმ ნაწილს, რომელიც შიშს ინახავს, გავარკვიოთ, რა სჭირდება ამ ნაწილს და ვაღიაროთ, რომ ეს გრძნობები ნორმალურია ასეთი შიშის ფონზე.

-  კორონავირუსის ფონზე ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა მოიმატა, რას ურჩევდით ადამიანებს, როგორ უნდა გადალახონ მათ ავადობის შიში?

-  პანდემიის ფონზე დაახლოებით 40% მდე გაიზარდა შფოთვითი/ფობიური აშლილობების რიცხვი, მკვეთრად გამოხატული იყო ცუდად გახდომის შიში და თუ კარგად ჩავუღრმავდებით, აქაც უარყოფის ძლიერ შიშს აღმოვაჩენთ.

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, თუ რა არის ჩვენი საჭიროებები, რომ თავი უსაფრთხოდ/დაცულად ვიგრძნოთ? როდესაც ამის გაკეთება შეგვეძლება, უკეთესად მოვახერხებთ თვითრეგულირებას.

საკუთარ გრძნობებსა და შეგრძნებებზე დაკვირვებით შეგვიძლია უსაფრთხოდ განვავითაროთ პიროვების ტოლერანტობა სხეულებრივი ტკივილისა თუ შიშის მიმართ, ეს კეთდება თანმიმდევრულად, იწყება სხეულში, გადადის ემოციებზე და შემდეგ - აზრებზე.

ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ მოგონებების სიღრმისეულ დამუშავებაზე, რათა შევიდეთ იმის შიგნით, რაც უღვივებს ადამიანს შიშს.

მეტი დაკვირვება და გაცნობიერებულობა არის ის რეკომენდაცია, რაც გააძლიერებს ადამიანს შიშის ეფექტურად გადალახვაში.

mkurnali.ge

-   რჩევა მკითხველს, როგორ უნდა დავძლიოთ შიშები, რა არის მათთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა?

  • დაიწყეთ საუბარი პრობლემის ირგვლივ;

  • მცდარი დაშვებების/ვარაუდების გააზრება დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ ჭარბი შიში;

  • მეტი პირადი საზღვრების დაცვა (საკუთარ საჭიროებებზე კონცენტრაცია და განხორციელება) ნაკლები შიში და ბრაზი;

  • მეტი გახსნილობა (სიყვარულისა და ზრუნვის გამოხატვა საკუთარი თავის მიმართ) და ნაკლები თვითჩაკეტილობა;

  • დაფიქრდით, რისი შეცვლა შეგიძლიათ;

  • გულით მოუსმინეთ თქვენს სხეულებრივ შეგრძნებებს და გახდით ლმობიერი მათ მიმართ.