რჩევები ჯანსაღი სისხლძარღვების შესანარჩუნებლად და სავარჯიშოები, რომლებიც თავის ტვინს მოდუნების საშუალებას არ მისცემს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები ჯანსაღი სისხლძარღვების შესანარჩუნებლად და სავარჯიშოები, რომლებიც თავის ტვინს მოდუნების საშუალებას არ მისცემს

საბედნიეროდ, დადგენილია, რა გზით არის შესაძლებელი ამ იდუმალი ორგანოს აქტივობის შენარჩუნება და ფუნქციათა მაქსიმალური გახანგრძლივება.

როგორ მოვიქცეთ?

მიაქციეთ ყურადღება: დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ არანაკლებ 2,5 ლიტრი სითხე, ეს შეიძლება იყოს წყალი, წვენები, ჩაი, კომპოტი. სითხის ნაკლებობისას ტვინი შრება, იფიტება და კარგავს ნორმალურად მოქმედების უნარს.

სადილის წინ სასარგებლოა ვაშლის, კომბოსტოს ან სტაფილოს წვენის დალევა.

ეცადეთ, სადილად და ვახშმად კვირაში რამდენჯერმე მაინც მიირთვათ ხახვი, ნიორი, სტაფილო, კომბოსტოს სალათი, უხვად შენელებული ოხრახუშით და წიწიბურას ფაფა. ეს პროდუქტები ტვინში ერთგვარი "ცოცხის" როლს ასრულებს.

სასარგებლოა ხახვი, ნიორი. ისინი შლიან ათეროსკლეროზულ ფოლაქებს, რომლებიც ართულებენ ტვინში სისხლის მოძრაობას.

ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ გირჩევთ დილით, უზმოზე, მიიღოთ ჭიქა წყალში გაზავებული მცირე რაოდენობით საჭმელი სოდა და ლიმონის წვენი - ეს ნაზავი ქოლესტერინულ წარმონაქმნებს ხსნის. მეორე დღეს შეგიძლიათ ლიმონის ნაყენი ცაცხვის ყვავილების, კრაზანას, მარწყვის ან მოცხარის ნაყენით შეცვალოთ.

ავარჯიშეთ ტვინი

ტვინის ფუნქციების შენარჩუნებას მნიშვნელოვანწილად მისი რეგულარული ვარჯიში განსაზღვრავს. გთავაზობთ ტვინის სტიმულაციისა და თქვენი აქტუალიზაციის გასაუმჯობესებელ ვარჯიშებს:

1. ახალი გარემო - წადით იქ, სადაც ადრე არასდროს ყოფილხართ ან ის ადგილები მოინახულეთ, სადაც იშვიათად გიწევთ გავლა. ეს შესაძლოა იყოს დიდი ახალი პარკი, სავაჭრო ცენტრი და სხვა.

2. ახალი არომატები - შეიძინეთ ფლაკონები ეთერზეთებით ან სხვა არომატული საგნები, ყოველ დილას, როგორც კი გაიღვიძებთ, შეისუნთქეთ ახალი სურნელი - ეს ტვინს გამოფხიზლებაში დაეხმარება.

3. დახუჭეთ თვალები - საღამოს ბინაში ნუ აანთებთ სინათლეს, ოთახში მეხსიერებით იარეთ. ეს სავარჯიშო ზრდის ყურადღებასა და კონცენტრაციას, ეცადეთ, შხაპის მიღებისას თვალები დახუჭოთ - როდესაც ვერაფერს ხედავთ, სხვა გრძნობის ორგანოები აქტიურდება.

4. მუშა ხელის შეცვლა - ეცადეთ, კბილები გაიხეხოთ არასამუშაო ხელით, მარცხენით, თუ ცაცია ბრძანდებით - მარჯვენით.

5. ატარეთ სხვადასხვა სამოსი, დადასტურებულია, რომ ტანსაცმლის ცვლა ადამიანს არა მხოლოდ შეგრძნებებს, არამედ აზრთა ფორმირებასაც უცვლის.

6. ეცადეთ, სამსახურში, მაღაზიაში, მეგობრებთან სხვა, უჩვევი გზით მიხვიდეთ, შესაძლოა იგი გაცილებით გრძელი აღმოჩნდეს; სამაგიეროდ, პოზიტიურად აისახება ტვინის მუშაობაზე.

7. გწამდეთ საკუთარი თავის, მაშინაც კი, როცა იმ საქმის კეთება გიწევთ, რომელიც კარგად არ გაქვთ ათვისებული - ტვინი ყველაზე უკეთ მაშინ აქტიურდება, როდესაც ზუსტად არ იცის, რა და როგორ უნდა აკეთოს.

8. ეცადეთ, სტანდარტულ კითხვებზე პასუხი არასტანდარტული ფრაზებით გასცეთ, სტერეოტიპულ პასუხებს ერიდეთ.

9. დროდადრო შეიძინეთ ახალი ჟურნალები იმ სფეროს შესახებ ინფორმაციით, რომელიც არ გაინტერესებთ; საგულდაგულოდ წაიკითხეთ თქვენთვის უცხო ინფორმაცია და კარგად გაიაზრეთ.

10. კვირაში 2-3-ჯერ ბოლომდე დაუწიეთ ტელევიზორს ხმა და ეცადეთ, პერსონაჟების დიალოგი თავად "გაახმოვანოთ".

11. გაამრავალფეროვნეთ დასვენება. თუ ამ დღეების ქალაქში გატარება გიყვართ, ზოგჯერ გადით ქალაქგარეთ, შესაძლოა არ გიტაცებდეთ კლასიკური მუსიკა, მაგრამ მაინც წაბრძანდით კონცერტზე, მიიღებთ განსხვავებულ შეგრძნებებს, შესაძლოა ყოველივე ეს სულაც არ მოგეწონოთ, მაგრამ ტვინს ჩვეული რუტინისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემთ, ეს კი მეორე დღეს აუცილებლად აისახება სამუშაო პროცესზე.

12. ხშირად იხუმრეთ, მოყევით სასაცილო ისტორიებს, ეს მხოლოდ გონებრივ შესაძლებლობებს კი არ ააქტიურებს, არამედ კრეატიულ აზროვნებასაც ავითარებს.

წაიკითხეთ სრულად