რჩევები ჯანსაღი სისხლძარღვების შესანარჩუნებლად და სავარჯიშოები, რომლებიც თავის ტვინს მოდუნების საშუალებას არ მისცემს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

რჩევები ჯანსაღი სისხლძარღვების შესანარჩუნებლად და სავარჯიშოები, რომლებიც თავის ტვინს მოდუნების საშუალებას არ მისცემს

რჩევები ჯანსაღი სისხლძარღვების შესანარჩუნებლად და სავარჯიშოები, რომლებიც თავის ტვინს მოდუნების საშუალებას არ მისცემს
ადამიანის ტვინთან დაკავშირებული მრავალი საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია. საბედნიეროდ, დადგენილია, რა გზით არის შესაძლებელი ამ იდუმალი ორგანოს აქტივობის შენარჩუნება და ფუნქციათა მაქსიმალური გახანგრძლივება.


როგორ მოვიქცეთ?

მიაქციეთ ყურადღება: დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ არანაკლებ 2,5 ლიტრი სითხე, ეს შეიძლება იყოს წყალი, წვენები, ჩაი, კომპოტი. სითხის ნაკლებობისას ტვინი შრება, იფიტება და კარგავს ნორმალურად მოქმედების უნარს.

სადილის წინ სასარგებლოა ვაშლის, კომბოსტოს ან სტაფილოს წვენის დალევა.

ეცადეთ, სადილად და ვახშმად კვირაში რამდენჯერმე მაინც მიირთვათ ხახვი, ნიორი, სტაფილო, კომბოსტოს სალათი, უხვად შენელებული ოხრახუშით და წიწიბურას ფაფა. ეს პროდუქტები
ტვინში ერთგვარი "ცოცხის" როლს ასრულებს.


სასარგებლოა ხახვი, ნიორი. ისინი შლიან ათეროსკლეროზულ ფოლაქებს, რომლებიც ართულებენ ტვინში სისხლის მოძრაობას.


ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ გირჩევთ დილით, უზმოზე, მიიღოთ ჭიქა წყალში გაზავებული მცირე რაოდენობით საჭმელი სოდა და ლიმონის წვენი - ეს ნაზავი ქოლესტერინულ წარმონაქმნებს ხსნის. მეორე დღეს შეგიძლიათ ლიმონის ნაყენი ცაცხვის
ყვავილების, კრაზანას, მარწყვის ან მოცხარის ნაყენით შეცვალოთ.


ავარჯიშეთ ტვინი     

ტვინის ფუნქციების შენარჩუნებას მნიშვნელოვანწილად მისი რეგულარული ვარჯიში განსაზღვრავს. გთავაზობთ ტვინის სტიმულაციისა და თქვენი აქტუალიზაციის გასაუმჯობესებელ ვარჯიშებს:

1. ახალი გარემო - წადით იქ, სადაც ადრე არასდროს ყოფილხართ ან ის ადგილები მოინახულეთ, სადაც იშვიათად გიწევთ გავლა. ეს შესაძლოა იყოს დიდი ახალი პარკი, სავაჭრო ცენტრი და სხვა.


2. ახალი არომატები - შეიძინეთ ფლაკონები ეთერზეთებით ან სხვა არომატული საგნები, ყოველ დილას, როგორც კი გაიღვიძებთ, შეისუნთქეთ ახალი სურნელი - ეს ტვინს გამოფხიზლებაში დაეხმარება.


3. დახუჭეთ თვალები - საღამოს ბინაში ნუ აანთებთ სინათლეს, ოთახში მეხსიერებით იარეთ. ეს სავარჯიშო ზრდის ყურადღებასა და კონცენტრაციას, ეცადეთ, შხაპის მიღებისას თვალები დახუჭოთ - როდესაც ვერაფერს ხედავთ, სხვა გრძნობის ორგანოები აქტიურდება.


4. მუშა ხელის შეცვლა - ეცადეთ, კბილები გაიხეხოთ არასამუშაო ხელით, მარცხენით, თუ ცაცია ბრძანდებით - მარჯვენით.


5. ატარეთ სხვადასხვა სამოსი, დადასტურებულია, რომ ტანსაცმლის ცვლა ადამიანს არა მხოლოდ შეგრძნებებს, არამედ აზრთა ფორმირებასაც უცვლის.


6. ეცადეთ, სამსახურში, მაღაზიაში, მეგობრებთან სხვა, უჩვევი გზით მიხვიდეთ, შესაძლოა იგი გაცილებით გრძელი აღმოჩნდეს; სამაგიეროდ, პოზიტიურად აისახება ტვინის მუშაობაზე.


7. გწამდეთ საკუთარი თავის, მაშინაც კი, როცა იმ საქმის კეთება გიწევთ, რომელიც კარგად არ გაქვთ ათვისებული - ტვინი ყველაზე უკეთ მაშინ აქტიურდება, როდესაც ზუსტად არ იცის, რა და როგორ უნდა აკეთოს.


8. ეცადეთ, სტანდარტულ კითხვებზე პასუხი არასტანდარტული ფრაზებით გასცეთ, სტერეოტიპულ პასუხებს ერიდეთ.

9. დროდადრო შეიძინეთ ახალი ჟურნალები იმ სფეროს შესახებ ინფორმაციით, რომელიც არ გაინტერესებთ; საგულდაგულოდ წაიკითხეთ თქვენთვის უცხო ინფორმაცია და კარგად გაიაზრეთ.

10. კვირაში 2-3-ჯერ ბოლომდე დაუწიეთ ტელევიზორს ხმა და ეცადეთ, პერსონაჟების დიალოგი თავად "გაახმოვანოთ".

11. გაამრავალფეროვნეთ დასვენება. თუ ამ დღეების ქალაქში გატარება გიყვართ, ზოგჯერ გადით ქალაქგარეთ, შესაძლოა არ გიტაცებდეთ კლასიკური მუსიკა, მაგრამ მაინც წაბრძანდით კონცერტზე, მიიღებთ განსხვავებულ შეგრძნებებს, შესაძლოა ყოველივე ეს სულაც არ მოგეწონოთ, მაგრამ ტვინს ჩვეული რუტინისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემთ, ეს კი მეორე დღეს აუცილებლად აისახება სამუშაო პროცესზე.

12. ხშირად იხუმრეთ, მოყევით სასაცილო ისტორიებს, ეს მხოლოდ გონებრივ შესაძლებლობებს კი არ ააქტიურებს, არამედ კრეატიულ აზროვნებასაც ავითარებს.

წაიკითხეთ სრულად
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ხანდაზმულობასა და დაბერებასთან ბრძოლაში დიდი როლის შესრულება შეუძლია ტვინს.
მოგეხსენებათ, რომ უარყოფითი ემოციები ნეგატიურად ისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე,
უარყოფითი გამოცდილება, ბედნიერი ცხოვრების აგებაში გვეხმარება.
ვიდეოთამაშებით მოთამაშე ადამიანების საშუალო ასაკი იზრდება. ჯერ კიდევ 2016 წლის მონაცემებით აღნიშნული ციფრი 35 წელს შეადგენდა.
თუ საყვარელი ადამიანის დაკარგვის პარანოიდულად გეშინიათ და ეს შიში თანდათან უფრო გიმძაფრდებათ,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად