ჯანმრთელობის რეცეპტი #2 - რატომ უარესდება ჩვენი მხედველობა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელობის რეცეპტი #2 - რატომ უარესდება ჩვენი მხედველობა?

კერძოდ კი, ყველა დაავადებას აქვს წარმოშობის სავარაუდო ფსიქოლოგიური მიზეზი.

დღეს მინდა მხედველობაზე გესაუბროთ, რომლის გაუარესებაც ადამიანთა უმრავლესობას ასაკობრივი ცნება გონია, თუმცა ეს ასე არ არის.

რა საკვირველია არსებობს გენეტიკური და ტრავმული ფაქტორი, რომელიც შესაძლოა გახდეს მაპროვოცირებელი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მხედველობა დამოკიდებულია ისეთ დეტალებზე, რომელთა მნიშვნელობაც სიღრმისეულად გაცნობიერებული არ გვაქვს;

1. რაც ჩვენს გარშემო ხდება იმის დანახვა არ გვინდა.

გასაგებია, რომ უსიამოვნო ფაქტებისა თუ მოპყრობის ხილვა, შესაძლოა არავისთვის იყოს სასიამოვნო, თუმცა როცა არც სიტუაციას ვცვლით, არც დამოკიდებულებას და ვერც ვიღებთ არსებულ სიტუაციას, ეს შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ჩვენს მხედველობაზე.

2. როცა საკუთარი გამოსახულება არ მოგვწონს სარკეში - ეს უმნიშვნელოვანესი დეტალია. ან უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება, ან მეტი დრო უნდა დავუთმოთ საკუთარი სახის და სხეულის მოვლას.

3. როცა არ გვაქვს ჩამოყალიბებული მომავლის ხედვა, ან რა გვინდა ვიცით, თუმცა იქამდე როგორ უნდა მივიდეთ, ვერ წარმოგვიდგენია - ამ ფიქრების მატარებელი ადამიანები ძირითადად არიან მოწუწუნე კრიტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ დაინახონ სულ პატარა ნაკლიც კი, მაგრამ ვერ შეამჩნიონ ვეებერთელა სიკეთე და სილამაზე. მათი აღქმა "მინუსებზეა" ორიენტირებული და ძირითადად ასეთი მიდგომები ახლომხედველობის ფსიქოლოგიური მიზეზი ხდება.

4. როცა ადამიანს ყველაზე მეტად იმის მიუღებლობა აწუხებს, რაც მის უახლოეს გარემოცვაში

( გარემოში) ხდება. ოჯახში, სამსახურში, ყოველდღიურობაში...ასეთი ადამიანები, ორიენტირებულები არიან იმ დადებითის დანახვაზე, რომელიც რეალურად არ არსებობს. ზედმეტად მიმნდობები და გახსნილები, უგუნურებაში გადასული სიკეთით...ასეთი ხასიათი წინაპირობაა შორსმხედველობისა. როცა შორს კარგად ხედავ და ახლოს იმღვრევა საგნები.

ხშირია, როცა ადამიანებს ასაკში უვითარდებათ შორსმხედველობა. საინტერესო ის არის, რომ მსგავსი ტიპის მხედველობის გაუარესება ემუქრება მხოლოდ მათ, ვისი ხასიათის განიცდის ცვლილებას იმ თვისებებისკენ, რომელიც შორსმხედველობის წინაპირობაა.

ნორბეკოვის სასწავლო გამაჯანსაღებელ სისტემაში 16 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა მხედველობის გაუარესება გენეტიკური ფაქტორით იყო განპირობებული და მისი აღდგენა ვერ მოხერხდა.

ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საკუთარ თავზე, ცვლიან თავის ხასიათს და დამოკიდებულებებს, მათი ცხოვრება იცვლება. მხედველობის გაუმჯობესება კი თავისით დგება - როგორც საკუთარ თავზე მუშაობის დადებითი გვერდითი მოვლენა.

mkurnali.ge

ადრე, როდესაც სათვალეს ვატარებდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. დღეს ზუსტად ვიცი, რომ მხედველობის აღდგენა მარტივად არის შესაძლებელი. ამისათვის შეგიძლიათ შეიძინოთ აკადემიკოს მ.ს. ნორბეკოვის წიგნი სულელის გამოცდილება და მიყჰვეთ მასში არსებულ ინსტრუქციას. გისურვებთ წარმატებას.

წიგნის შეძენა დარეგისტრირდით: docs.google.com