ჯანმრთელობის რეცეპტები ხათუნა მუზაშვილისგან - როგორ დავძლიოთ ქრონიკული დაავადებები ანუ დაიწყე აქ და ახლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელობის რეცეპტები ხათუნა მუზაშვილისგან - როგორ დავძლიოთ ქრონიკული დაავადებები ანუ დაიწყე აქ და ახლა

თქვენი ან თქვენი ახლობელი ადამიანების ცხოვრებაში, არსებობს იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელსაც ქრონიკულს უწოდებენ. ქრონიკული ნიშნავს, რომ ესა თუ ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა და ხან გამწვავდება, ხან მიიძინებს, მაგრამ თქვენ სულ იცით, რომ ის არსებობს!

როგორც ვიცით, ქრონიკული დაავადება ბოლომდე იშვიათად იკურნება.

იშვიათად კი, ნიშნავს, რომ თქვენი უშუალო გააზრებული ჩართულობის გარეშე ამ დაავადებისაგან ბოლომდე განთავისუფლება შეუძლებელიაSmile

ალბათ არა ერთხელ გსმენიათ, რომ სტრესი, ნერვიულობა, ნეგატიური ფიქრები, არა სწორი ცხოვრების წესი და ეკოლოგია ძალიან ხშირად ხდება მიზეზი და საფუძველი დაავადებების წარმოქმნისა.

ზუსტად ვიცი, ავადმყოფობის მიზეზად შესაძლოა დედამთილის არსებობა, მეუღლის ქცევა, უფროსის ტონი, მეგობრების უმადურება თუ ზოგადად სამყაროს უსამართლობაც კი დავასახელოთ. მაგრამ "გვანგრევს" არა კონკრეტული ადამიანის საქციელი ან ფაქტი, არამედ თქვენი რეაქცია და დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი.

მაგ.- ერთისთვის სამსახურიდან განთავისუფლება ხდება ბიძგი საკუთარი საქმის დასაწყებად და მეორისთვის წუწუნის და დეპრესიის მიზეზი. მეტსაც გეტყვით:- შეიძლება თქვენ ერთი და იგივე მოვლენაზე განსხვავებული რეაქცია გქონდეთ სხვა და სხვა დროს და ეს გამომდინარეობს იქიდან, თუ იმ მომენტში როგორია თქვენი ემოციონალური ტონი - ანუ რომელი განცდის ხანგრძლივი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებით.

კერძოდ კი, ჩვენი დღევანდელი თემის გარშემო რომ ვიტრიალოთ, მინდა გაგაცნოთ ადამიანის შინაგანი მდგომარეობების ის ჩამონათვალი, რომლის ფონზეც დაავადებები ღვივდებიან და იფურჩქნებიან. თქვენი ამოცანა იქნება ამოიცნოთ საკუთარი მდგომარეობა და სასწრაფოდ შეცვალოთ იგი, რათა დაავადებასთან ბრძოლა კი არა, სამუდამოდ დამშვიდობება მოგიწიოთ უახლოვეს მომავალში.

სასოწარკვეთა - ეს არის, როდესაც ადამიანისთვის ყველაფერი კარგავს აზრს და სამყარო სულერთი ხდება, როდესაც მას გონია, რომ ყველა იმედი გადაწურული აქვს ეს შესაძლოა დიდი სტრესის ზემოქმედებამაც გამოიწვიოს, თუმცა ამ მდგომარეობაში ყოფნა საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ამ დროს თუ რაიმე სასიხარულოს ვერ ვპოულობთ, ტირილი ან გაბრაზებაც უკვე ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.

დარდი, სევდა - ეს ძალზე გავრცელებული მდგომარეობა. მას ახასიათებს გამუდმებით წარსულ სიტუაციებზე საუბარი, ფიქრი იმაზე, რაც უკვე აღარ შეიცვლება, წუწუნი, მოვლენების ნეგატიური ხედვა, ხშირი წყენა და ტირილი ყოველ წვრილმანზე. ამ განცდის პატრონს მოუწევს ისწავლოს წარსულის წარსულში დატოვება, მომავლის მიზნებზე კონცენტრირება, პატიება და მსხვერპლის მდგომარეობიდან გამოსვლა. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია წუწუნის და პესიმისტური საუბრის ჩვევა, შეიცვალოს საპირისპიროთი.

შიში - ამ მდგომარეობაში შეიძლება ბევრი მიზეზით მოვხვდეთ, რადგან შიში ბევრი სახის არსებობს, თუმცა ყოველი მათგანი სათავეს სიკვდილის შიშისგან იღებს. შესაძლოა გვეშინოდეს ფრენის, თაგვის, წარმატების, საჯარო გამოსვლის, ბედნიერების, სტომატოლოგთან ვიზიტის და ეს ყოველივე ყოველდღიურ ცხოვრებაში სასიცოცხლო ენერგიას გვაცლის. შიში, როგორც ასეთი გარკვეული დოზით საჭიროა, თუმცა ჩვენ მას მძაფრად მაშინ ვგრძნობთ, როდესაც დაკარგული გვაქვს დაცულობის შეგრძნება, რწმენა და სიყვარული. ამ სამი განცდის გაძლიერება შიშის დაძლევის პირდაპირ პროპორციულიაSmile

ფარული მტრობა - ეს ერთ ერთი ძალზე საინტერესო მდგომარეობაა, რომელშიც შესაძლოა ადამიანი იმყოფებოდეს და მისი მფლობელები, ყველაზე იშვიათად აღიარებენ მას - ანუ, ამ მდგომარეობის აღიარება უჭირთ საკუთარ თავში. ფარული მტრობის დროს, ადამიანი ხდება სარკასტული, ენამწარე, შინაგანად უხარია, როცა სხვები მარცხს განიცდიან. თავად მიდრეკილია ღალატისკენ და ორგულობისკენ. მოსწონს სხვების დაცინვა და მათი წარუმატებლობის განსჯა. ნებისმიერი კრიმინალური საქციელის ჩამდენი ადამიანი, ( გარდა ღია აგრესიისა, როგორიცაა ძალადობა, მკვლელობა) რომელიც დანაშაულს ჩადის ფარულად, იმყოფება ფარული მტრობის მდგომარეობაში. აქედან ამოსვლა უნდა დავიწყოთ ამ მდგომარეობის აღიარებით და "ბოღმა-შურის" სწორი ტრანსფორმირებით, რომელიც იდეალურად შეიძლება გარდაიქმნას მოტივაციად და მიზან დასახულობად.

აგრესია - ეს განცდა ყველაზე ნაკლებად საჭიროებს ახსნა-განმარტებას, რადგან ყველაფერი სახეზეა - ადამიანი გამუდმებით ყვირის, გამოხატავს აგრესიას, უხეშობს... მას გარშემო ყველა დამნაშავე გონია და საკუთარი თავი კი, მართალი. ამ დროს ემოციების მართვის სწავლა უებარი წამალია და ვფიქრობ აგრეთვე იდეალური იქნებოდა განმარტოება საკუთარ თავთან, ფიქრი, მედიტაცია, ლოცვა.... ანტაგონიზმი - ეს არის, როცა ადამიანის პირველი რეაქცია ნებისმიერ შემთხვევაში არის უარყოფა.

იგი ჯერ ამბობს "არა!" და მერე აანალიზებს, ან არც კი აანალიზებს რაზე თქვა უარი. როცა იგი უარყოფს სიახლეებს, ახალ ნაცნობობას, ახალ შანსებს და წინადადებებს - თითქოს ყველგან მახეს ან საფრთხეს ელოდება. ამის უკან დგას ბავშვობიდან წამოსული პროტესტი და უნდობლობა საკუთარი თავისადმი და სამყაროსადმი. "არავისი არაფერი არ მინდა" - ეს ამ მდგომარეობის გამოძახილია და ანტაგონიზმის საუკეთესო ნიადაგია ქრონიკული დაავადებების გაფურჩქვნა - განვითარებისათვის ჩვენს ორგანიამში.

mkurnali.geმოწყენილობა - სიზარმაცე - ეს განცდა ალბათ ბევრს გეცნობათSmile უმიზნო, უსიხარულო, უემოციო, ინერტული, მოდუნებული მდგომარეობა, როცა არ გაქვს მოტივაცია რაიმე ახალი შექმნა, მთები გადადგა, რეკორდები მოხსნა და ცხოვრება სასიკეთოდ ამოატრიალო. გაგეცინებათ და არც ეს პატივცემული მშვიდი მდგომარეობა ქრება უკვალოდ...ჯანმრთელ ადამიანს უნდა გააჩნდეს ჟინიც, მისწრაფებებიც, ძლიერი ინტერესიც, ენთუზიაზმიც და ლტოლვაც, რაც ამ შემთხვევაში მიძინებულია და პატრონის აქტიურ ჩართულობას ითხოვს. ამ დროს სუფთა ჰაერზე სეირნობა, სპორტ დარბაზი, მთაში პიკნიკი, ცეცხლის გარშემო შეკრებილი მხიარული ადამიანების გარემოცვა და კომედიური ფილმები არის წამალი.

კონსერვატიულობა - მდგომარეობა, რომელშიც არაფრის შეცვლის სურვილი არ გვაქვს და რაც ვიცით და გვისწავლია, ის მიგვაჩნია ჭეშმარიტებად. ამ დროს სტერეოტიპების, ჩარჩოების და დოგმების ტყვეობაში ექცევა ადამიანი და თვლის, რომ "მისი დრო წავიდა".

კომფორტის ზონიდან გამოსვლა და მიზნისაკენ განსხვავებული გზებით სიარული - საუკეთესო გამოსავალია იმ თავისუფლების მოსაპოვებლად, რომელიც ამ შემთხვევაში გაუაზრებლად ჩვენივე შეზღუდულია ჩვენს ცხოვრებაში.

დაკვირვებების შედეგად დადგენილია, რომ სწორედ ზემოთ ხსენებული მდგომარეობების პატრონები ყველაზე ხშირად ავადმყოფობენ და ეს ავადმყოფობა ქრონიკულ ფორმაში მალევე გადადის. სამყაროში ყველაფერი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ერთიან სისტემას წარმოადგენს. ამ სისტემის ჰარმონიაში მოყვანა არის გზა გამოჯანმრთელებისაკენ.

ეს ყოველივე არ გამორიცხავს იმ დანიშნულებას თუ პროცედურებს, რომელიც მკურნალობის ძირითად ხაზს წარმოადგენს, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს - მედიცინა გვეხმარება გამოჯანმრთელებაში, თუმცა ზოგადად იყოთ ჯანმრთელი, ეს მხოლოდ თავად თქვენ შეგიძლიათ - დაიწყეთ ჯანმრთელობის შექმნა აქ და ახლავე!

პატივისცემით - ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი