ვიდეოთამაშების უცნობი მხარეები - რა გავლენას ახდენს ის ადამიანის თავის ტვინსა და მის უნარ-ჩვევებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიდეოთამაშების უცნობი მხარეები - რა გავლენას ახდენს ის ადამიანის თავის ტვინსა და მის უნარ-ჩვევებზე

უფრო და უფრო მეტი ადამიანის დესკტოპზე ჩნდება სხვადასხვა თამაშის აპლიკაცია.

აღსანიშნავია ადამიანთა ის კატეგორია, რომელიც სმარტფონებსა და პლანშეტებში, დღის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში, განსაკუთრებით მგზავრობისას, თამაშობს.

ისმის კითხვა, როგორ გავლენას ახდენს ის ჩვენს ტვინსა და ქცევაზე? და, რაც მთავარია, რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს „უწყინარი თამაში“ ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

სპეციალისტების განმარტებით, თამაშს აქვს როგორც დადებითი, ასევე ნეგატიური ეფექტები.

ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ ვიდეოთამაშებს შეუძლია ჩვენი ქცევის შეცვლა.

ის თავის ტვინის ფუნქციონირებაზე ახდენს ზეგავლენას.

ნეირომეცნიერებმა შეისწავლეს 116 სამეცნიერო კვლევა, 22 მათგანში ადამიანებს თავის ტვინის სტრუქტურული ცვლილებები აღენიშნებოდათ, 100 შემთხვევაში კი - ტვინის ფუნქციონირებასთან, ან ქცევასთან დაკავშირებული ცვლილებები.

შესაბამისად, ვიდეოთამაშებს შეუძლია, როგორც ჩვენი ტვინის მოქმედება, ასევე მისი სტურქტურაც შეცვალოს.

კომპიუტერული თამაშები ტვინის იმ უბნებს ააქტიურებს, რომელიც ყურადღებაზე არის პასუხისმგებელი. როგორც აღმოჩნდა, თამაში დადებითად აისახება ადამიანის კონცენტრაციის უნარზე.

მოთამაშეები განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევიან, მათ განვითარებული აქვთ როგორც მდგრადი, ასევე შერჩევითი ყურადღება.

არსებობს ასევე ერთ-ერთი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც ვიდეოთამაშები ტვინის იმ უბანს ზრდის და ავითარებს, უფრო ეფექტურს ხდის, რომელიც ვიზუალურ-სივრცით აღქმაზეა პასუხისმგებელი.

ზოგადად, ადამიანის სივრცულ მეხსიერებასა და ნავიგაციის უნარში ჰიპოკამპუსი ეხმარება. ეს არის თავის ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დიდი ნახევარსფეროს ქერქის ქვეშ მდებარეობს. ადამიანებს ორი ჰიპოკამპუსი გვაქვს თითოეულ ნახევარსფეროში, თითო-თითო. სწორედ, მარჯვენა ჰიპოკამპუსის მოცულობის ზრდა აღენიშნებათ მოთამაშეებს.

ვიდეოთამაშები ხელისა და თვალის კოორდინაციის უნარს, კოგნიტურ უნარ-ჩვევს ავითარებს. ასევე, ადამიანს დროულ რეაგირებასა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში ეხმარება.

რაც შეეხება მის უარყოფით მხარეებს, მთავარი არის ის, რომ თამაში დამოკიდებულებას იწვევს. რამდენიმე საათის განმავლობაში ეკრანთან ყოფნა ასუსტებს მხედველობას.

აღსანიშნავია მოთამაშეებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები.

ესენია: თითების, მაჯის, იდაყვის, მხრის, კისრის, ასევე, ცერა თითის დაჭიმულობა და ტკივილი, ამ მიდამოებში ხშირად ტენდინიტი ვითარდება, რაც მყესის ქსოვილის ანთებაა. ამასთანავე, დიდი ხნის განმავლობაში ერთ პოზიციაში ჯდომა და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება.

განსაკუთრებულ ყურადღებას კი პატარები საჭიროებენ.

მოზარდებს, რომლებსაც მშობლები ვიდეო თამაშებს უკრძალავენ, საშინელი აგრესია და ემოციური ფონი აღენიშნებათ, რა არის ამის რეალური მიზეზი?

მათ შუბლისწინა კორტექსი სრულად არ აქვთ განვითარებული.

ეს თავის ტვინის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ემოციური იმპულსების კონტროლზე.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი მათი აგრესიისა.

მეორე ფაქტორი არის დოფამინი - ქიმიური ნივთიერება, რომელიც სიამოვნებასთან ასოცირდება. ეიფორია, კონცენტრაცია, მოტივაცია - ეს დოფამინის განცდებია.

როდესაც ბავშვს უეცრად უთიშავთ თამაშის დროს კომპიუტერს, მისი რეაქცია დოფამინის შეწყვეტით არის გამოწვეული.

იმისათვის, რომ მოზარდების ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება მართოთ, კომბინაციური მიდგომაა საჭირო.

სპეციალისტები მშობლებს ორ მნიშვნელოვან რეკომენდაციას უზიარებენ.

პირველი - წინასწარ შეთანხმდით და გამოაუყავით განსაზღვრული დრო თამაშისთვის და მეორე - მკაცრად აკონტროლეთ ბავშვის ძილის რეჟიმი, დაუშვებელია, მათ მთელი ღამის განმავლობაში ვიდეოთამაშებს დაუთმონ დრო და არასაკმარისად ეძინოთ.

mkurnali.ge