შეყვარებული ხარ თუ მასზე დამოკიდებული? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეყვარებული ხარ თუ მასზე დამოკიდებული?

თქვენ სავარაუდოდ ვერ შეძლებთ, რომ ერთად ბედნიერები იყოთ...

ემოციურად დამოკიდებულ ადამიანებს უჭირთ იმის აღიარება, რომ ემოციურად არიან დამოკიდებულები.

ისინი ჩარჩენილები არიან ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე და შესაბამისად იქცევიან სხვებთანაც.

მათ არ შეუძლიათ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც. უჭირთ იმის მოხერხება, რომ ადამიანისთვის თანაბარ პარტნიორად იქცნენ. ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე, სრულად სხვაზე არიან დამოკიდებულები.

აქ მოცემულია რამდენიმე ნიშანი, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ თქვენ ემოციურად ხართ დამოკიდებული:

1. თუ პარტნიორს არ აძლევ უფლებას, იცხოვროს თავისი ცხოვრებით

ეს იმიტომ ხდება, რომ მისი ყურადღების მოპოვების მუდმივი წყურვილი გკლავს. არ აძლევ მას საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების უფლებას - ბოლოს და ბოლოს, ის იძულებულია მთელი თავისუფალი დრო, მთლიანად, მხოლოდ შენ დაგითმოს.

2. მას ადანაშაულებ შენს ყველა პრობლემასა და გასაჭირში

ემოციურად დამოკიდებული ადამიანები თავიანთ პრობლემებში ყოველთვის ყველას ადანაშაულებენ, საკუთარი თავის გარდა. განსაკუთრებით, თავიანთ ახლობელ ადამიანებს. უნდა გესმოდეს, რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე. სხვების დადანაშაულებით მხოლოდ სიტუაციას ამძაფრებ.

3. პანიკა გეწყება ყოველ ჯერზე, როდესაც პარტნიორს აგვიანდება

როდესაც ის აგვიანებს, პანიკა გეწყება და ამ მდგომარეობაში რჩები, ვიდრე ის დაბრუნდება. ნერვიულობ, თუ ცოტა ხნით არ დაურეკავს. ასეთ დროს გიჩნდება გრძნობა, რომ მიგატოვეს.

4. პათოლოგიური დამოკიდებულება

შენ გეჩვენება, რომ უბრალოდ ვერ გადარჩები, თუ ეს ადამიანი შენს ცხოვრებაში არ იქნება.

5. მხოლოდ შენ და ის

შენ არსებობ საკუთარ მიკროსამყაროში, სადაც მხოლოდ შენ და შენი პარტნიორი ცხოვრობთ. შენ გამოხატავ ემოციურ განადგურებას ყველას მიმართ, თუნდაც მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიმართ. მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ პარტნიორთან ურთიერთობა შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

6. პარტნიორის გარეშე შენ თავს ისე გრძნობ, თითქოს არავინ და არაფერი ხარ...

მხოლოდ მის გვერდით გრძნობ, რომ რაღაცის ღირსი ხარ. ამის გარეშე შენ თითქოს არ არსებობ. დაიბრუნე ნდობა და შეეცადე, მოიცილო ეს შიში, რომელიც შენი მუდმივი თანამგზავრია.

7. შენ "აკოპირებ" შენს პარტნიორს

საუბარია იმაზე, რომ შენ სპეციალურად აკეთებ იმას, რაც მიგაჩნია, რომ მას აუცილებლად მოეწონება. გემოვნება და მანერები - შენ აქედანაც ყველაფერს იღებ და გადმოგაქვს. ეს, როგორც წესი, გაგაღიზიანებს, რადგან შენ ტყუილში ცხოვრობ.

განაგრძეთ კითხვა