ქალს მამაკაცზე უკეთესი შეფასებისა და კომუნიკაციის უნარი აქვს - სხეულის ენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალს მამაკაცზე უკეთესი შეფასებისა და კომუნიკაციის უნარი აქვს - სხეულის ენა

თუ გიფიქრიათ, რამდნად კარგად იცნობთ საკუთარი, ან სხვის სხეულის ენას?! სხეულის ენა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ემოციების, მისი ემოციური მდგომარეობის გარეგნული ასახვა. შესაბამისად, თითოეული ჟესტი გარკვეულწილად ნერვული სისტემიდან იმართება.

ადამიანები ხშირად იმართლებენ თავს, რომ მათი კონკრეტული ჟესტი სულაც არ ნიშნავს, არც სიმორცხვეს, არც შიშსა და მითუმეტეს ტყუილს, მაგრამ მათ არ იციან კვლევებით დადასტურებული ფაქტის შესახებ, რომ ნებისმიერი ჟესტი მაშინ არის ადამიანისთვის ბუნებრივი და კომფორტული, როდესაც მის შესატყვის განწყობას განიცდის.

მაგალითად, მკერდზე გადაჯვარედინებული ხელები ნეგატიურ ჟესტად აღიქმება, რომლის საფუძველიც თავდაცვითი ან ნერვიული განწყობაა.

ამას ბევრი უარყოფს, ფაქტი კი ის არის, რომ როცა თქვენ მხიარულობთ მეგობრებთან ერთად, ან ბედნიერი და აღფრთოვანებული ხართ რაიმე ფაქტით, მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით პოზიციაში არასდროს იმყოფებით.

ადამიანის სხეულის ენა მამაკაცებზე უკეთ ქალებს ესმით, სწორედ აქედან მოდის ქალური ინტუიციის ცნებაც. მაგნიტურ-რეზონანსული სკანირებით დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ სხვა ადამიანის ქცევის შეფასებისას, ქალს თავის ტვინის 14-16 უბანი უაქტიურდება, მამაკაცს კი მხოლოდ 4-დან-6-მდე.

როცა, თქვენს მეგობარს ან ნაცნობს ესაუბრებით და ის გაგიღიმებთ, თქვენც ავტომატურად იღიმით, ასევეა სიცილის დროსაც, რატომ? მეცნიერები ამ ფაქტს, სარკისებური რეაქციების არსებობით ხსნიან.

თავის ტვინში არსებობს სარკის ნეირონი, რომელიც ტვინის იმ ნაწილს ამუშავებს, სადაც სახის და გამომეტყველების ამოცნობა ხდება და სარკისებურ რეაქციას იწვევს.

თქვენ იღიმით, რადგან დანახულ გამომეტყველებას ავტომატურად, სარკისებური რეაქციის გავლენით იმეორებთ.

რაც შეეხება ტყუილს, ზოგადად, ადამიანი ღია ხელისგულებს თუ აჩვენებს სიმართლეს საუბრობს, ხელების დამალვა კი რაღაცის დამალვის მანიშნებელია, უბრალოდ ჯიბეებში ხელების ჩაწყობა უკვე ნიშანია, რომ ადამიანს თქვენთან საუბარი არ სურს.

ტყუილის მომასწავლებელია, მაგალითად.

• პირის დაფარვა

ხელის მტევნით ადამიანი პირს ფარავს, რადგან თავის ტვინი ქვეცნობიერად კარნახობს, რომ არ წარმოთქვას სიტყვები, რომელიც რეალობას არ შეეფერება.

• თვალის მოსრესა

თვალის მოსრესა არის ტვინის მცდელობა, შეზღუდოს სიცრუე, ეჭვი, ან უსიამოვნო მოვლენა.

• ცხვირზე შეხება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ადამიანი ცრუობს, გამოიყოფა ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც კატექოლამინების სახელით არის ცნობილი.

ისინი ცხვირის შიდა გარსის გაღიზიანებას იწვევს. ამასთანავე, სიცრუის დროს, სისხლში წნევა იზრდება.

სისხლის წნევის მომატების შედეგად ცხვირი გაფართოებულია და ნერვული დაბოლოებები ჩხვლეტის შეგრძნებას აჩენს, ამიტომ ადამიანს ცხვირის ქავილის შეგრძნება ეუფლება და ხელი მიაქვს ცხვირთან.

საინტერესოა თავად ყალბი და გულახდილი ღიმილის განსხვავებაც. ამისთვის მოძრაობის კოდირების სისტემა არსებობს.

ნამდვილ ღიმილს თავის ტვინის არაცნობიერი ნაწილი ავტომატურად წარმოქმნის. გულახდილი ღიმილისას, თვალზედა კუნთი, რომელიც წარბსა და ქუთუთოს შორის მდებარეობს, დაბლა ეშვება და წარბის კუთხე ოდნავ დაბლა ეწევა. ტყუილი ღიმილისას, ღიმილი სახის მარცხენა მხარეს მეტად გამოკვეთილია.

თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფერო აკონტროლებს სახის გამომეტყველებას, სიგნალებს კი მარცხენა ნაწილს უგზავნის, ამიტომ სახის ყალბი ემოციები მკვეთრად მარცხენა მხარესაა, ნამდვილი ღიმილის დროს კი თავის ტვინის ორივე ჰემისფერო სახის ორივე ნაწილის სიმეტრიულ მოქმედებას განაპირობებს.

შესაძლოა, თქვენ ნამდვილად არ აკვირდებით ირგვლივ ადამიანებს, მაგრამ მათი მიმიკები უფრო მეტს გეტყვით, ვიდრე მათი სიტყვები.

გასაკვირია, რომ ფოტოსურათზე საკუთარი ხელის ცნობა მხოლოდ ადამიანების 5%-ზე ნაკლებს შეუძლია.