პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

რას ეტყვით, როცა თქვენი საყვედურის პასუხად შეგახსენებთ, რომ სათამაშოები სხვებსაც უნდა გაუყოს? ბავშვში საკუთრებისადმი სწორი დამოკიდებულება უნდა აღზარდოთ. გოგონას უნდა ჰქონდეს ნივთები, რომლებსაც ის თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს, მაგრამ ნუ შთააგონებთ, თავისი სათამაშოები დაუნანებლად აჩუქოს ყველა მთხოვნელს. უმჯობესია აუხსნათ, რომ სრული უფლება აქვს, თავისი სათამაშო თავისთვის დაიტოვოს, თუ ჯერ არ მობეზრებია. ასე გოგონა უფრო ადვილად მიხვდება, რატომ იქცევიან სხვა ბავშვები ასე. მოგვიანებით ის გააზრებულად დაიწყებს განაწილებას, უფრო გვიან კი იმასაც გაიგებს, რომ ადამიანები ზოგჯერ ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან და საჩუქრის მთავარი თვისება ის არის, რომ მისი უკან დაბრუნება არ შეიძლება.

 

ვიცი, რომ ჩემს ქმარს ჩემთვის არასოდეს უღალატია, მაგრამ საკმარისია, სხვა ქალს შეხედოს ან დაელაპარაკოს, რომ მზად ვარ, შუაზე გავგლიჯო. არ ვიცი, რა მემართება. ზოგჯერ მეჩვენება, რომ გავიღვიძებ და ჩემს გვერდით აღარ იქნება... ჩემი ეჭვიანობა ანგრევს ჩვენს ბედნიერებას, არ გვაძლევს მშვიდი და ნორმალური ცხოვრების საშუალებას. იქნებ ჯობს, ვიმკურნალო?

ყოველ შემთხვევაში, კარგ ფსიქოთერაპევტთან გასაუბრება ნამდვილად არ გაწყენდათ. თქვენს სენს მამაკაცზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ჰქვია. ეს იმით არის გამოწვეული, რომ გაკლიათ საკუთარი თავის რწმენა და არც გარესამყაროსთან ხართ სათანადოდ ადაპტირებული. ამ დამოკიდებულებას თავი რომ დააღწიოთ, უპირველეს ყოვლისა, კონცენტრირებული უნდა იყოთ საკუთარ ინტერესებზე, ისე უნდა მოიქცეთ, თითქოს ამქვეყნად ვერავის ენდობით, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვთ. თანდათან გაქრება აუცილებლობა, აკონტროლოთ ქმრის ყოველი ნაბიჯი და ეჭვიანობაც დაცხრება.

 

რამდენიმე თვის წინ მუცელი მომეშალა. ამის შემდეგ დავკარგე რწმენა, რომ კვლავ შევძლებ ბავშვის გაჩენას. გამიჩნდა შიში, რომ იგივე განმეორდება. არავისთან ურთიერთობის სურვილი არ მაქვს, ქმართანაც კი. როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან?

თქვენი მდგომარეობა სავსებით კანონზომიერია. რამდენიმე თვე არ არის საკმარისი ტკივილის გასანელებლად. ამას დრო სჭირდება. ეცადეთ, ნუგეში ქმართან იპოვოთ. ტკივილისა და მწუხარების გადატანა ერთად უფრო გაგიადვილდებათ. შესაძლოა თქვენი მეუღლე ფიზიკური სიახლოვისკენ ისწრაფვის, რადგან ქვეცნობიერად დაკარგული შვილის "დაბრუნებას" ითხოვს. ნუ ჰკრავთ ხელს. თქვენ ძალიან დაგეხმარებათ იმის გაცნობიერება, რომ მისთვის უწინდებურად საყვარელი და სასურველი ხართ. გარდა ამისა, პრობლემას სხვა მხრიდანაც შეხედეთ: თუ სტატისტიკას მივმართავთ, ორსულობის თვითნებური შეწყვეტა ათიდან 2 შემთხვევაში ნაყოფის პათოლოგიით არის გამოწვეული, მომდევნო ორსულობა კი უმეტესად წარმატებულია. უთხარით საკუთარ თავს: "მართალია, ახლა ბავშვი ვერ გავაჩინე, მაგრამ მომავალში აუცილებლად გავაჩენ. აუცილებლად გამიმართლებს!" ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს: "ყველას ჰყავს ბავშვი, მე კი არა". ზოგს საამისოდ მეტი დრო სჭირდება, ზოგი კი მოკლე ხანში აღწევს მიზანს. სამაგიეროდ გავა დრო და თქვენ უფრო მეტს მისცემთ შვილს, ვიდრე ის ქალები, რომლებიც "შემთხვევით" ორსულდებიან.


 

ჩემი მეუღლე ნამდვილი აზიატია. მაგალითად, ძალიან ბრაზობს, როცა ჩვენი ბიჭუნა საოჯახო საქმეებში მეხმარება - მიაჩნია, რომ ეს კაცის საქმე არ არის. ბრაზობს, როცა ჯინსის შარვალი ან მინი ქვედაკაბა მაცვია. როგორ ვებრძოლო ამ ტერორს?

ეძებეთ კომპრომისი. უთხარით, რომ პატივს სცემთ მის შეხედულებებს, გემოვნებას და სთხოვეთ, რომ თქვენს სურვილებსაც სცეს პატივი და თქვენი აზრიც გაითვალისწინოს. პრაქტიკულად ეს შეიძლება ასე განახორციელოთ: დავუშვათ, მიდიხართ დედამთილის დაბადების დღეზე; ნუ ჩაიცვამთ ექსტრავაგანტულად, გამომწვევად, ჩაიცვით მკაცრი გრძელი კაბა, იმიტომ, რომ ამ მომენტში თქვენ ხართ ოჯახის წევრი, რომელმაც არ უნდა დაარღვიოს ამ ოჯახში მიღებული ნორმები. მაგრამ თუ სტუმრად მიდიხართ თქვენს ახლობლებთან ან მეგობრებთან, შეგიძლიათ ჩაიცვათ ისე, როგორც გსურთ. ისაუბრეთ იმ საკითხზეც, როგორ უნდა განაწილდეს ოჯახში ქალისა და მამაკაცის საქმეები. აქაც კომპრომისი ეძებეთ.

 

ორი წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა სილამაზის სალონი გავხსენით. მადლობა ღმერთს, იქ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ჩემი მეგობარი აცხადებს, რომ ჩემზე მეტს შრომობს, ამიტომ მოგების უდიდესი ნაწილიც მას ეკუთვნის. მე მას არ ვეთანხმები, მაგრამ არც ის მინდა, ურთიერთობა გავწყვიტოთ. როგორ მოვიქცე?

მცირე საწარმოს განვითარება, წესისამებრ, ოჯახური ბიზნესის პრინციპით ხდება - ოჯახის წევრები და მეგობრები ერთად მუშაობენ თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, ეს უნარები და შესაძლებლობები კი ყველას სხვადასხვანაირი აქვს, ამიტომ როგორც კი ბიზნესი ფეხზე დადგება, თითქმის ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე მოგების განაწილების საკითხი. გარდა პრობლემის იურიდიული ასპექტებისა, წარმოიშობა ფსიქოლოგიური კონფლიქტებიც. თითოეულ პარტნიორს უჩნდება განცდა, რომ მან ამ საქმეში ჩადო არა მხოლოდ თანხა, არამედ მორალური ძალისხმევაც და ახლა უფლება აქვს, მიიღოს თავისი შრომისთვის განსაზღვრული კომპენსაცია. როგორ მოვაგვაროთ პრობლემა? აუცილებელია, ბიზნესპარტნიორებმა გულახდილად ისაუბრონ და განსაზღვრონ თითოეული წევრის ფუნქციები, მოვალეობები, პასუხისმგებლობის ხარისხი და კომპენსაციის ოდენობა. შეთანხმება ყოველთვის შესაძლებელია, მით უმეტეს ახლობლებს შორის.

 

მყავს უმცროსი და. ჩვენს შორის ასაკობრივი განსხვავება 14 წელია. მე დიდი მონაწილეობა მივიღე მის აღზრდაში და დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის ბევრ რამეს მიყვება თავისი ცხოვრების შესახებ და პერიოდულად მთხოვს რჩევას, ვინ აირჩიოს თაყვანისმცემლებიდან, ვის მიანიჭოს უპირატესობა. მე კი ასეთი პასუხისმგებლობის მეშინია. როგორ მოვიქცე?

მართალი ბრძანდებით, როცა არ გსურთ, იკისროთ პასუხისმგებლობა დის ცხოვრებაზე, - საკუთარ არჩევანზე ყველამ თვითონ უნდა აგოს პასუხი, - მაგრამ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება გოგონას უდავოდ გამოადგება. ნუ მისცემთ პირდაპირ მითითებებს, უბრალოდ, ყურადღებით მოუსმინეთ და ეცადეთ გაიგოთ, რას ფიქრობს თვითონ. თუ დაეხმარებით, გაერკვეს საკუთარ თავში, ესეც ძალიან კარგი იქნება.

 

mkurnali.geამბობენ, რომ ქალისა და მამაკაცის ინტიმურ ცხოვრებაში ინიციატივა მამაკაცს უნდა ეკუთვნოდეს, მან უნდა "დაიპყროს" ქალი. ჩემი და ჩემი ქმრის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა: მე "მონადირე" ვარ, ჩემი ქმარი კი "მსხვერპლი". ძალიან მომბეზრდა ამ როლში ყოფნა. როგორ მოვიქცე?

ოჯახებში, სადაც ცოლიც და ქმარიც ახალგაზრდები არიან, სექსის ინიციატორი, როგორც წესი, მამაკაცია, ხოლო 30-35 წლის ასაკში ეს როლი ქალზე გადადის. რაკი თქვენ ამ ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნით, ეს ნორმალურია. ასე რომ, ნუ განიცდით. მაგრამ თუ ქმარზე "ნადირობა" არ მოგწონთ, გაესაუბრეთ მას. ჰკითხეთ, რატომ უფრთხის სექსში ინიციატორობას. იქნებ თქვენი შესაძლო უარი ან სექსუალური წარუმატებლობა აშინებს? იქნებ საამისო მიზეზიც აქვს? თუ მიზეზს არ აღიარებს, მოგიწევთ, მიმართოთ სპეციალისტს. ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.