გულწრფელობა ურთიერთობაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულწრფელობა ურთიერთობაში

რომ იძულებული ვხდებით, „ვისიმე ან რისამე გადასარჩენად“ ტყუილი ვთქვათ, რაღაც გავაზვიადოთ ან დავმალოთ. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძლიერ იტაცებთ ფანტაზიორობა. როგორ მოვახერხოთ, რომ ცრუპენტელას ტაქტიანად მივუჩინოთ თავისი ადგილი, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი ჩვენი უახლოესი გარემოცვიდანაა?

ვნებათაღელვა

მეგობარი ჩქარობს, ახალი ამბები შეგატყობინოთ, სურს, მონათხრობით თქვენი ინტერესი გამოიწვიოს და ცდილობს, ამბავი არარსებული დეტალებით შეალამაზოს. თქვენი საერთო ნაცნობის ქორწილში, თურმე, ნამდვილი სკანდალი მომხდარა, რის გამოც მისი ნათესავები გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვედრილან, ხოლო გამწარებულ პატარძალს საქორწინო თაიგული ცხრა მთას იქით გადაუსვრია... არ ღირს ასეთი ამბების მოსმენისას ზრდილობის გამო თავის ქნევა და თანამოსაუბრის პატივისცემის ნიშნად გაჩუმება. ეცადეთ, დაწვრილებით გამოჰკითხოთ მომხდარის შესახებ, გამოხატოთ გაოცება მის მონათხრობში პატარ-პატარა დეტალების შეუსაბამობის გამო. ამასთან, ისე, რომ თქვენი კითხვები სიცრუეში მხილების მცდელობას კი არ ჰგავდეს, არამედ სიტუაციის ღრმად წვდომის სურვილს. როცა თქვენი მეგობარი თქვენს ასეთ ინტერესს დაინახავს, ახალი დეტალების გამოგონებას ვეღარ გაბედავს. თქვენს თანამოსაუბრეზე გამაფრთხილებელ ზემოქმედებას მოახდენს თქვენი გადაწყვეტილება, ამ ამბის სხვა თვითმხილველებსაც გაესაუბროთ.

ქებაზე მეტი

ყველაზე ღირსეული რაინდიც კი ცდილობს, თავისი გულისსწორის თვალში უფრო უკეთესი და ჭკვიანი გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია. როდესაც საყვარელი მამაკაცი უფროსთან თავისი საუბრის შესახებ გიყვებათ, ცდილობს, არ გამორჩეს ის საქებარი სიტყვები, რომლებითაც შეფმა მოიხსენია; როცა თავის სპორტულ მიღწევებზე ლაპარაკობს, არარსებულ გამარჯვებებს მიიწერს. მას იმედი აქვს, რომ თქვენს თვალებში დაინახავს აღფრთოვანებას, რომელიც მას ეკუთვნის. ის მეთოდები, რომლებიც თქვენს მეგობარზე ჭრის, აქ უკუნაჩვენებია. უმჯობესია, საყვარელ მამაკაცს თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმაროთ, აგრძნობინოთ, რომ ის ნაკლოვანებებითაც გიყვართ. მოიქეცით ისე, რომ არ ეგონოს, თითქოს მისგან გმირობას ელით.

გააანალიზეთ!

როგორ მოვიქცეთ, როცა დეზინფორმაციის წყარო კოლეგაა, რომელიც ჩვენ გვერდით მუშაობს? გიხაროდეთ, რომ იცით მისი ჩვევა – თქვენი მოტყუება ძნელი იქნება. მიიღეთ ისეთი სახე, თითქოს მისი ყოველი სიტყვის გჯერათ, დაუსვით გულუბრყვილო კითხვები, ზოგჯერ კი მისდიეთ პრინციპს: „მოუსმინე და მოიქეცი პირიქით“. მაგალითად, თუ კოლეგა გამცნობთ, რომ თათბირი მეორე დღისთვის გადაიტანეს, საღამოს ოფისიდან წასვლას ნუ იჩქარებთ.

დონ ჟუანის სინდრომი

მამაკაცი, რომელიც შემთხვევას არ უშვებს, თავისი სასიყვარულო მიღწევებით რომ იტრაბახოს, წესისამებრ, თავისი პრობლემების შენიღბვას ცდილობს და ამას უმეტესად ისე აკეთებს, რომ ვერც აცნობიერებს. ამგვარ ქცევას ფსიქოლოგები დონ ჟუანის სინდრომს უწოდებენ. უსასრულო საუბრები პიკანტურ თემებზე, ორაზროვანი მინიშნებები, მუდმივი ფლირტი მშვენიერ სქესთან იმაზე მეტყველებს, რომ მამაკაცს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება.

მოწყენილობისგან თავის დასაღწევად

ბევრი მიმართავს მხატვრულ გაზვიადებას თავისი მოსაწყენი და უფერული ცხოვრების საკომპენსაციოდ. ეცადეთ, გაუხალისოთ ცხოვრება მეგობარს და გაათავისუფლოთ მისი შელამაზების აუცილებლობისგან.