პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

ასეთი "დაზვერვა" ორიენტირებაში დაგეხმარებათ, უკეთ შეისწავლით სიტუაციას და შეძლებთ ისეთი სავაჭრო წერტილების პოვნას, სადაც უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს. თუ რომელიმე მაღაზიის ხშირი სტუმარი გახდებით, გამყიდველის სიმპათიასაც მოიპოვებთ. როგორც "შინაურს", ის ალბათ სიხარულით დაგეხმარებათ ხელმისაწვდომ ფასად ხარისხიანი საქონლის არჩევაში. თანდათან თქვენი შებოჭილობაც გაქრება.

 

ჩემმა მეგობარმა კომპიუტერზე გამცვალა... შეუძლია, მთელი დღეები იჯდეს კომპიუტერთან და ითამაშოს. ამის გამო იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს. საქმეებს იმიზეზებს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რა არის ნამდვილი მიზეზი - ის, რომ ვერ სწყდება კომპიუტერს. როგორ ვებრძოლო ამ დამოკიდებულებას?

სამწუხაროდ, კომპიუტერული თუ სხვა დამოკიდებულების მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი თვითონვე გააცნობიერებს, რომ ამა თუ იმ გატაცებამ დაიმორჩილა. ეცადეთ, გაქრეთ თქვენი მეგობრის ცხოვრებიდან, ვიდრე თვითონვე არ შეამჩნევს თქვენს არყოფნას. შესაძლოა, ასეთმა ქცევამ ურთიერთობის გაწყვეტამდეც კი მიგიყვანოთ, მაგრამ ის ხომ ისედაც არ არის ორმხრივი... დამოკიდებულების მოსახსნელად საჭიროა ძლიერი ბიძგი, სტრესი. შესაძლოა, ასეთ სტიმულად თქვენი დაკარგვის შიში იქცეს.

 

ჩემი შეყვარებული ხშირად იტყუება, წვრილმანებშიც კი. შეუძლია, ერთი ისტორიის რამდენიმე ვარიანტი შეთხზას. ხან ამბობს, გამოსაშვებ საღამოზე იმიტომ ვერ წავედი, რომ ანგინა მქონდა და ვიწექიო, ხან კი იტყვის, ბანკეტზე ისე ვცეკვავდი, პირდაპირ ცეცხლი დავანთე და ყველა ავიყოლიეო. ნეტავ რაში სჭირდება ეს ტყუილები?

თქვენს შეყვარებულს არავითარი ანგარება არ ამოძრავებს. უბრალოდ, თავს იწონებს, სურს, საინტერესო ადამიანის შთაბეჭდილება მოახდინოს და გარშემო მყოფთა აღფრთოვანება დაიმსახუროს. თუ გსურთ, ამ ჩვევისგან თავის დაღწევაში დაეხმაროთ, მის მოლოდინს ნუ გაამართლებთ, ნუ გაოცდებით მისი მორიგი "ზღაპრის" მოსმენისას. როცა შეამჩნევთ, რომ იტყუება, გულგრილად მოუსმინეთ, მერე კი დაწვრილებით გამოჰკითხეთ ამ ისტორიის დეტალები. ასეთი დაკითხვა აიძულებს თქვენს მეგობარს, საუბარი ნეიტრალურ თემაზე გადაიტანოს და დააფიქრებს იმაზე, თუ როგორ მოიპოვოს თქვენი კეთილგანწყობა უფრო ღირსეული გზით.

 

ყველა ჩემი რომანი ბანალურად დასრულდა - ის ამ სიტყვებით გამომეთხოვა: "შენ მშვენიერი, საინტერესო და სასიამოვნო ქალიშვილი ხარ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ შევეფერებით". მაინც რა არის ჩემში ასეთი? ნუთუ მთელი ცხოვრება მარტო ვიქნები?

იცით, რა აფრთხობთ ყველაზე მეტად მამაკაცებს? როცა ქალს სახეზე აწერია: "მე მარტოსული ვარ, გთხოვ, მიშველე!" ასეთ გულისამაჩუყებელ ისტორიაში ჩართვას არც ერთი მამაკაცი არ ისურვებს, და თუ ვინმე მაინც მოტყუვდა ქალის გარეგნობით ან მოიხიბლა ჭკუა-გონებით, მალევე გაიქცევა იქ, სადაც მეტი მხიარულებაა, სადაც მას შველას კი არ სთხოვენ, უბრალოდ, უყვართ. აქედან დასკვნა: თქვენს პრობლემას - მარტოსულობის განცდას - თქვენ თვითონ უნდა გაუმკლავდეთ. ნუ დაელოდებით "მხსნელს", თვითონვე მიხედეთ საკუთარ ცხოვრებას: გაარკვიეთ, რა მოგწონთ, რა საქმიანობას გსურთ მოჰკიდოთ ხელი, რა შეისწავლოთ, რას დაეუფლოთ... ქალიშვილს, რომლის სახეზეც შეიძლება ამოიკითხო: "ჩემი ცხოვრება ისეთი საინტერესოა! შემომიერთდით!" - მამაკაცები გულგრილად ვერ ჩაუვლიან და ადვილად ვერ დაშორდებიან.

 

კოლეგებს ძალიან აინტერესებთ ჩემი პირადი ცხოვრება... ჩვენს ოფისში ძირითადად ქალები მუშაობენ. მათ ძალიან უყვართ ჭორაობა, მე კი მაინცდამაინც არა. მათ სწყინთ, ცდილობენ, ამიყოლიონ ("ყველა მოყვა, პირველად როდის აკოცა ბიჭს, ახლა კი შენი ჯერია! აბა, გისმენთ!") და რაკი არ გამოსდით, ბრაზობენ, პრეტენზიებს მიყენებენ...

თუ არ გსურთ პირადი ცხოვრების შესახებ საუბარი, პირდაპირ უთხარით ეს თქვენს ცნობისმოყვარე კოლეგებს. შეგიძლიათ, თქვენი პოზიცია ასე გამოხატოთ: "თავს უხერხულად ვგრძნობ, როდესაც სხვებს პირადი ცხოვრების შესახებ ვუყვები, ისევე როგორც მაშინ, როცა უნებლიეთ ვისმენ სხვისი პირადი ცხოვრების წვრილმანებს", - მაგრამ ამან შესაძლოა კოლეგებთან ურთიერთობა გაგირთულოთ. ამისთვის მზად უნდა იყოთ.

 

mkurnali.geჩემს ქმარს ჰყავს ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. მე ის მომწონს, მაგრამ შევამჩნიე, რომ ჩუმ-ჩუმად ხმარობს ჩემს კოსმეტიკურ საშუალებებს, უნებართვოდ იღებს ჩემს აქსესუარებს. მართალია, ის მხოლოდ 14 წლისაა, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ ეს ლამაზი არ არის. ვთხოვე მეუღლეს, ფრთხილად და ტაქტიანად დალაპარაკებოდა გოგონას, მაგრამ მან მიპასუხა, ეს თქვენი ქალური საქმეებია და თქვენ თვითონ მოაგვარეთო. მე რომ გოგონას ამ თემაზე დაველაპარაკო, დარწმუნებული ვარ, ნაწყენი დარჩება. მართალი ვარ თუ არა?

შესაძლოა, აქ საქმე არც ზნეობრიობაში იყოს (ლამაზია თუ არა მისი საქციელი) და არც "ქალურობაში". უბრალოდ, გოგონა განიცდიდეს, რომ მისი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ და ამის გამო ჩაიდინოს ისეთი რამ, რაც მის განცდებს გამოამჟღავნებს. შესაძლოა, მასთან კარგი ურთიერთობა დაამყაროთ, მაგრამ მისთვის მაინც ოჯახის დანგრევის მიზეზად დარჩებით, მაშინაც კი, თუ მისი მამის ცხოვრებაში მხოლოდ განქორწინების შემდეგ გამოჩნდით. ეს არაცნობიერი განცდაა, ამიტომ გოგონას ვერაფერში დაადანაშაულებთ. თქვენ, როგორც უფროს, მოწიფულ ადამიანს, შეგიძლიათ დაამშვიდოთ გოგონა, მაგრამ დიდი მოთმინება გმართებთ, რათა თვითონვე არ აღმოჩნდეთ პატარა გოგონას როლში, რომელიც გამოსარჩლებას "მამიკოს" სთხოვს. სთხოვეთ გოგონას აქსესუარების დაბრუნება ისე, რომ არც პრეტენზიული კილო გქონდეთ და არც გაბრაზებული. დაელაპარაკეთ თბილად, დაინტერესდით მისი ცხოვრებით, აგრძნობინეთ თქვენი ემოციური მხარდაჭერა. თქვენ შეგიძლიათ, მისთვის უფროს მეგობრად იქცეთ, რომელსაც მასთან გასაყოფი არაფერი აქვს და არც მამას ეცილება. ეს, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ შესაძლებელი.