პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

 

შესაძლებელია თუ არა სხვაგვარი სცენარი?

მამაკაცი, რომელთანაც დიდხანს გქონდათ კარგი ურთიერთობა, არ შეიძლება, ერთბაშად გახდეს თქვენთვის სრულიად უინტერესო, ერთბაშად გაქრეს თქვენი შინაგანი სამყაროდან. დაფიქრდით თუნდაც ყოფით ასპექტზე: თქვენი ყოფილი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ზედმეტი კითხვების გარეშე გამოეშურება თქვენკენ, რათა შეგიკეთოთ დაზიანებული მანქანა ან ბუქსირზე გამოგიბათ, დაგხვდეთ მატარებელზე ან აეროპორტში, დაგეხმაროთ ტვირთის გადაზიდვაში... ის დღისა თუ ღამის ნებისმიერ დროს მოგისმენთ და თქვენთან ერთად იფიქრებს, როგორ მოაგვაროს პრობლემა. ის თქვენ ძალიან, ძალიან კარგად გიცნობთ და შინაგანად გრძნობს, რა გჭირდებათ. მას ერთად შეიძლება გულიც გადაუშალოთ. ასეთი მაგალითი მრავლად არის ფსიქოლოგების პრაქტიკაში. სამწუხაროდ, იდილიის მიღწევაში ხშირად ხელს გვიშლის წყენა. დაიცავით მარტივი წესები და თავიდან აიცილებთ შეცდომებს. თუ განხეთქილებისა და განშორების შემდეგ გეჩვენებათ, რომ თქვენი ყოფილი მეუღლე ან შეყვარებული არარაობაა, თუ ვერ ხვდებით, როგორ გაძელით მის გვერდით ამდენ ხანს, ეს თქვენზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე მასზე. თქვენ ან თავიდანვე აირჩიეთ შეუფერებელი პარტნიორი, ან ახლა წყენა გაბრმავებთ. განშორებაში ბრალი მხოლოდ ერთს არასოდეს მიუძღვის. აჯობებს, თუ საერთოდ არ დაიწყებთ "დამნაშავეების" ძებნას, უბრალოდ, აღიარებთ, რომ ურთიერთობა ორივე მხარის შეთანხმებით დასრულდა. არსებობს საკითხები, რომლებზეც განშორების დროს მამაკაცთან საუბარი არ ღირს. კერძოდ, ნუ ეცდებით დაარწმუნოთ თქვენი ყოფილი, რომ ის არარაობაა; ნუ ეტყვით, რომ არასოდეს გყვარებიათ წრფელი გრძნობით. შესაძლოა, იმ წუთას მართლაც გქონდეთ ასეთი განცდა, მაგრამ შემდგომ აუცილებლად ინანებთ, რომ ცხელ გულზე უსიამოვნო სიტყვები წამოისროლეთ. რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ მიახალოთ, რომ ღალატობდით. ალბათ, განშორებისთანავე არ მოგინდებათ მისი ნახვა. დაგეხმარებათ დრო - ერთი თვის ან ერთი წლის შემდეგ თქვენ ისევ შეძლებთ შეხვედრას და საუბარს, ოღონდ საყვედურებზე არ უნდა გადახვიდეთ. თუ სურვილი გაგიჩნდებათ, დარჩეთ მეგობრებად, გქონდეთ ჩვეულებრივი, ნორმალური, ადამიანური ურთიერთობა, დაუნიშნეთ მას შეხვედრა რომელიმე კაფეში და სთხოვეთ პატიება ყველაფრისთვის. თუ ეყო ჭკუა და ტაქტი, წყენა გაპატიოთ და თავის მხრივაც მოგიბოდიშათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მასში არ შემცდარხართ - ის ნამდვილი მამაკაცია; მას თქვენდამი სერიოზული გრძნობა ჰქონია; მასთან სავსებით შესაძლებელია მეგობრობა. ასე რომ, განხეთქილების შემდეგ თბილი ურთიერთობების შენარჩუნება სავსებით რეალურია.

 

მეექვსე გრძნობა

გამიგონია, რომ ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ უნარი, შეეტყოთ, რა მოელოდათ მომავალში. გვაქვს თუ არა ჩვენ შესაძლებლობა, განვავითაროთ ჩვენში ეს უნარი და არავითარი ნათელმხილველი არ დაგვჭირდეს?

ინტუიცია - ეს არის უნარი, რომელიც ჩვენთან ერთად იბადება. ის ისევე თანდაყოლილია, როგორც ენების შესწავლის, აზროვნების, მუსიკის აღქმის ნიჭი. ინტუიცია არ არის ტალანტი, რომლითაც ადამიანთა მცირე ნაწილია დაჯილდოებული; ეს არის ნებისმიერი გონებრივი, ემოციური თუ ფსიქიკური პროცესის განუყოფელი ნაწილი. ყოველ წუთს, თუნდაც აი, ახლა, ჩვენ ინტენსიურად ვიღებთ ინფორმაციას, თუმცა ამას ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენ ინტუიციას ვიყენებთ ყველა პრაქტიკული გადაწყვეტილების მისაღებად, დაწყებული ყველაზე მარტივიდან - მაგალითად, რა მივირთვათ სადილად, დამთავრებული ყველაზე რთულით - რა პროფესია ავირჩიოთ ან ვის დავუკავშიროთ ჩვენი ცხოვრება. დავუშვათ, დღეს საღამოს განზრახული გაქვთ, ივახშმოთ ჩვეულებრივზე უფრო გვიან და ცდილობთ იპოვოთ გამოსავალი,  რომელიც საშუალებას მოგცემთ, ერთმანეთს შეუთავსოთ ოჯახის ყველა წევრის გემოვნება და ჯანსაღი კვების პრინციპები. მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, თქვენი თვალთახედვის არეში ხვდება კომბოსტო. საზოგადოდ, მისგან კერძების მომზადება არ გიყვართ, მაგრამ ახლა რატომღაც სწორედ მას ჰკიდებთ ხელს... ვახშამზე კი აღფრთოვანებული დედისგან გესმით: "როგორ მიხვდი, რომ დღეს სწორედ ეს მესიამოვნებოდა?" ინტუიციის განვითარება, ისევე, როგორც მრავალი სხვა უნარისა, შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის განსაზღვრული წესით უნდა ვივარჯიშოთ.

რატომ ვერ ვაცნობიერებთ ინტუიციის ნაკარნახევს? - მიზეზი მარტივია: ის სხვა ენაზე "ლაპარაკობს". ინტუიციის ეფექტური გამოყენებისთვის მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უნდა მივმართოთ ისე, რომ ჩვენმა ცნობიერებამ იგი ჩვენთვის გასაგებ ენაზე გარდაქმნას. იმისთვის, რომ ეს არაცნობიერი პროცესი კონტროლს დავუქვემდებაროთ, საჭიროა, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. ის ხატები და წარმოდგენები, რომლებიც ინტუიციის საშუალებით იქმნება, ხშირად სიმბოლური და ფრაგმენტულია. იშვიათია, როცა ინტუიცია დასრულებული წინადადებებით ლაპარაკობს. "მეექვსე გრძნობა" უმეტესად ემოციური კონტაქტების სფეროში მჟღავნდება. მაგალითად, როცა ადამიანი შიშობს, რომ შესაძლოა, შემცირებაში მოჰყვეს და სამუშაო ადგილი დაკარგოს, ის თითქოს "უშვებს ინტუიციურ ანძებს" საფრთხის ნებისმიერი ნიშნის აღმოსაჩენად; ექიმები ინტუიციას გაუცნობიერებლად იყენებენ დიაგნოზის დასასმელად, ხოლო ბიზნესმენები - მომავალი ინვესტიციიდან შესაძლო მოგების შესაფასებლად.

ამქვეყნად არაფერია მნიშვნელობას მოკლებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით მომავალს სწორედ ახლა, ამ წუთას. ცნობილია შემთხვევა, როცა ერთმა მსახიობმა ქალმა გადაღების დროს უარი თქვა ფინჯან ყავაზე. მან იგრძნო, რომ ყავის ხსენებისას რღაც უცნაური განცდა დაეუფლა და ამიტომ არ დალია, თუმცა ყოველ სამუშაო დღეს რძიანი ყავით იწყებდა. მალე მთელი გადამღები ჯგუფი დიზენტერიით დაავადდა - რძე დაავადებული ძროხისა აღმოჩნდა...

mkurnali.geვარჯიში "წინასწარმეტყველებისთვის"

განმარტოვდით, მოეშვით, დახატეთ თქვენს წარმოდგენაში სცენარი, რომელიც ასახავს თქვენს მიზანს ან ოცნებას, გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი შეგრძნება.

გაიხსენეთ შემთხვევა თქვენი წარსულიდან, თუნდაც ბავშვობიდან, რომელიც თქვენს ოცნებას მომხდარის ლოგიკურ განვითარებად აქცევს. მაგალითად, თუ წიგნის გამოცემაზე ოცნებობთ, გაიხსენეთ, როგორ წერდით ლექსებს მოზარდობისას; თუ გსურთ, საკუთარი ბიზნესი გქონდეთ, წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ხართ, რომელიც მაღაზიობანას თამაშობს... შემდეგ კი წარმოიდგინეთ და დახატეთ საკუთარი თავი მომავალში, ოცნების ასრულების შემდეგ. დაფიქრდით, შეცვლის თუ არა ოცნება თქვენს ცხოვრებას, იგრძნობთ თუ არა თავს კომფორტულად. დაუკვირდით შეგრძნებებსა და განცდებს, რომლებიც ამ მომენტში გაგიჩნდათ.