ბოდიში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბოდიში

პირველი, ოპტიმისტური ხერხი

ბევრს ძალიან უჭირს ბოდიშის მოხდა. ურჩევნიათ, თავი უმანკოებად წარმოაჩინონ. შესაძლოა, ასეთი ფრაზაც კი წარმოთქვან: "დიდი ამბავი, რა მოხდა მერე? მიდი, რა, გაიარე..."

თუ განაწყენებულ დაქალს უეცრად შეეჩეხებით ინსტიტუტის დერეფანში, შეგიძლიათ, ისე მოიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარა და უთხრათ: "გამარჯობა, რა შესანიშნავად გამოიყურები! გეხვეწები, წავიდეთ, რა, კაფეში, თორემ შიმშილით ვკვდები!" ნუთუ თქვენი მეგობარი ისეთი მუდოა, რომ ასეთი მხურვალე შეხვედრის შემდეგაც კი გააგრძელებს ბუტიაობას და გაიხსენებს წყენას? ასე რომ, ეს ხერხი ხშირად ამართლებს, მისი წყალობით თავიდან აიცილებთ ურთიერთპრეტენზიებს, ბრალდებებსა და ცრემლს. ოღონდ ამ ხერხს ყოველთვის ნუ მიმართავთ - ის საკამათო სიტუაცია ხომ მოუგვარებელი დარჩა. თუ ჩხუბის მიზეზი უმნიშვნელო რამ იყო, ის მალე მიეცემა დავიწყებას, ხოლო თუ არა, გულში უსიამოვნო სიმძიმე დარჩება. სავსებით შესაძლებელია, ოდესმე კვლავ გაიგონოთ საყვედური ძველი წყენის გამო, რომელიც თქვენმა დაქალმა ვერ დაივიწყა. "ხანდაზმულობის პრინციპი" პიროვნულ ურთიერთობებში ყოველთვის არ მუშაობს. თუნდაც მეგობარი აგყვეთ თამაშში და წყენა არ გამოამჟღავნოს, უმჯობესი იქნება, მაინც იპოვოთ მომენტი და უთხრათ: "ძალიან განვიცდი, რომ გაწყენინე. თუ შეგიძლია, მაპატიე".

 

ხერხი მეორე, პროგრესული

ახლა ახალგაზრდებს შორის მიღებულია SMS-ებით და ინტერნეტით ურთიერთობა. ეს საშუალებები მართლაც კარგია ასეთი დელიკატური შემთხვევების დროს. როცა პატიებას წერილობითი ფორმით ითხოვ, აღარ გჭირდება, თვალებში შეხედო ადამიანს, რომელსაც აწყენინე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავიდან იცილებ დანაშაულის განცდას. არავინ გაწყვეტინებს სიტყვას, არავინ გაჩერებს. ამასთან, გაქვს საშუალება, კარგად დაუფიქრდე ტექსტს. დააჭერ ღილაკს "გაგზავნა" და გულზე მოგეშვება. ახლა შეგიძლია მოეშვა და სხვა საქმეებს მიხედო, ვიდრე ადრესატი პასუხს არ მოგწერს... აი, თუ არ მოგწერა, მაშინ გაგიჩნდება თავსატეხი: ან ბოდიში არ მიიღო, ან შეტყობინება, ან პასუხის გასაცემად ვერ მოიცალა.

დაიმახსოვრეთ: ურთიერთობის ასეთი საშუალება სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად არ გამოდგება. გამოდის, მეგობარს არც ისე მნიშვნელოვან პერსონად მიიჩნევთ, რომ პირადი აუდიენციის ღირსად ჩათვალოთ, თანაც ელექტრონული გზავნილები ყოველთვის ვერ გადმოსცემენ საჭირო ინტონაციას - შესაძლოა, თქვენი თავაზიანი, ასჯერ აწონილ-დაწონილი ფრაზა ადრესატს გულგრილი მოეჩვენოს, შესაძლოა, ტექსტის ბოლოში დასმულმა სიცილაკმა გააღიზიანოს...

 

ხერხი მესამე, უნივერსალური

ეს რეცეპტი უაღრესად მარტივია: იპოვეთ საკუთარ თავში ძალა, მიდით მასთან (ან დაურეკეთ) და დაიწყეთ ეს რთული საუბარი. ყველა მიხვდება, რა ძნელია ამ ნაბიჯის გადადგმა. ეს უკვე თქვენს სასარგებლოდ მეტყველებს. თავი არიდეთ ხმამაღალ, პათეტიკურ ფრაზებს. აუხსენით, რომ არ გინდოდათ, მისთვის გული გეტკინათ. თუნდაც მიგაჩნდეთ, რომ ისევ სხვადასხვა აზრი გაქვთ კამათის საგნის თაობაზე, შერიგება შესთავაზეთ. იმან, რომ ორივე საკუთარ აზრზე რჩებით, კარგ ურთიერთობას ხელი არ უნდა შეუშალოს. თუ თქვენმა სიტყვებმა ან საქციელმა უსიამოვნო შედეგამდე მიგიყვანათ, ეცადეთ, იპოვოთ საშუალება სიტუაციის გამოსასწორებლად, დაზარალებული მხარის დანაკარგის შესამცირებლად. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ქცევა სიტყვებზე მნიშვნელოვანია - ბოდიში მიღებულია, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ძვირფას ადამიანს გული ძალიან ატკინეთ. მნიშვნელოვანია აჩვენოთ, რომ გულწრფელად გსურთ ურთიერთობის აღდგენა. საუბრის შემდეგ, პირველ ხანებში მაინც, იყავით განსაკუთრებით ყურადღებიანი, გამოუცხადეთ თანადგომა.