პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

თქვენი სიტყვები ჩემში ინტერესს არ იწვევს და მსურს, საუბარი დასრულდეს. ამაზე მიანიშნებს განზე ყურება, გაურკვეველი ან ზედმეტად ხმამაღალი მეტყველება, მოუთმენლობა, საუბარში ჩარევა. ყურადღებას იმსახურებს ისეთი ქცევა, რომელშიც იკვეთება საპირისპირო პოზიცია: "ჩემთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი". ამაზე მეტყველებს ღია პოზა (როცა კიდურები გადაჯვარედინებული არ არის), თვალებში (და არა წარბებს ქვემოდან) ყურება, თანამოსაუბრის სიტყვების ბოლომდე მოსმენა. საკამათო სიტუაციებშიც კი შესაძლებელია კონფლიქტის თავიდან აცილება - უბრალოდ, საჭიროა საკუთარი პოზიციის ნეიტრალურად გამოხატვა, თანამშრომლობის შეთავაზება: "თქვენ ასე ფიქრობთ, მაგრამ მე სხვაგვარად ვუყურებ ამ საკითხს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში?"

 

ჩემს ქალიშვილს საბავშვო ბაღში ახალი მეგობარი ჰყავს, რომელიც გამუდმებით სთხოვს რაღაცას. ეუბნება: "რა იყო, გენანება?" - და ჩემი გოგონაც მაშინვე აძლევს. ავუხსენი, რომ შეუძლია, უარი უთხრას, საბავშვო ბაღში წასვლამდე რეპეტიციასაც გავდივართ, მაგრამ "მეგობარი" ახალ-ახალ არგუმენტებს პოულობს...

პატარებს, მიუხედავად ტრენინგისა, უჭირთ წინააღმდეგობა, როცა ვინმესგან ძლიერ ზეწოლას განიცდიან. შეგიძლიათ მოსთხოვოთ პედაგოგს, დაიცვას თქვენი შვილი. და კიდევ ერთი: დააკვირდით, როგორ ეპყრობით ოჯახში საკუთრებას. აქვს თუ არა თქვენს გოგონას ნივთები, რომლებსაც უნებართვოდ ვერავინ შეეხება? იქნებ ოჯახის რომელიმე წევრი ბავშვს დათმობისა და უსუსურობის მაგალითს აძლევს? მშობელთა პრობლემები ზოგჯერ ბავშვის ქცევაზე აისახება.

 

ვყიდულობ საჭიროზე გაცილებით მეტ სურსათს, ფაქტობრივად, რაც თვალში მომხვდება, ყველაფერს, მერე კი ვნერვიულობ იმის გამო, რომ პროდუქტები გადასაყრელი ხდება. ჩემს ოჯახს არასოდეს უჭირდა, ამიტომ ჩემი ქცევის მიზეზი ვერ ამიხსნია...

სავსე სამზარეულო სტაბილურობასთან ასოცირდება. ქალებს ხშირად აქვთ განცდა, რომ ოჯახური კერიის მცველები არიან. ოჯახური კეთილდღეობა კი მაშინ არის მყარი, როცა ყველა მაძღარია და ყველა ერთად არის. მაგრამ რამდენი რამ უქმნის ამას საფრთხეს! ბავშვები იზრდებიან, შინ გვიანობამდე არ ბრუნდებიან, ქმარს სამსახურში უსიამოვნებები აქვს, მეუღლეთა ურთიერთობაც ვერ არის მთლად ჰარმონიული. ამიტომ ქალები ვცდილობთ, ჩვენი "ციხესიმაგრე" ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით შევინარჩუნოთ: ვაკეთებთ საოჯახო საქმეს, ვიმარაგებთ საკვებს...

 

ჩემს ყველა პრეტენზიას ჩემი მეუღლე ხუმრობაში ატარებს. თუ გავბრაზდი, ის თეატრალურად იხდის ბოდიშს, ჩემს წინაშე მუხლებზე ეცემა, თვალები კი უღიმის...

როგორც ჩანს, თქვენი მეუღლისთვის ურთიერთობის ასეთი სტილი რატომღაც აუცილებელია. შესაძლოა, იუმორის საშუალებით ის რაღაცისგან იცავს თავს. სცადეთ, ნათელი მოჰფინოთ სიტუაციას. გაგაღიზიანათ მისმა ხუმრობამ? ნაწყენი, დამცირებული ან აღშფოთებული ხართ? აუხსენით, რას განიცდით, მაგრამ არ გამოთქვათ პრეტენზია. მიეცით საშუალება, დასკვნები თავად გამოიტანოს.


mkurnali.geექიმებისა და აცრებისა ბავშვობიდან მეშინია. თითიდან სისხლის აღება ჩემთვის უდიდესი პრობლემაა. აცრის დროს რამდენჯერმე გულიც კი წამივიდა. ყველაზე შემზარავი კი სტომატოლოგთან ვიზიტია - ტკივილგამაყუჩებელს სამჯერ მაინც მიკეთებენ, რადგან ერთი ჩხვლეტა არ მყოფნის. დამცინიან, მარწმუნებენ, მაგრამ ჩემზე არავითარი არგუმენტი არ მოქმედებს. ყველაზე უსიამოვნო კი ის არის, რომ რაც დრო გადის, შიში კი არ მინელდება, არამედ უფრო და უფრო მიმძაფრდება.

როგორც ჩანს, მკურნალობა თქვენთვის ძალადობასთან, ფიზიკურ ზეწოლასთან ასოცირდება. თუ სამედიცინო პროცედურებს ამგვარად აღიქვამთ, ძალაუნებურად დაიძაბებით. სტრესი აქვეითებს ტკივილის ზღურბლს, ამიტომაც არის, რომ ერთის ნაცვლად სამი ულუფა საანესთეზიო საშუალება გჭირდებათ. ბავშვები შემთხვევით როდი თამაშობენ ექიმობანას - ამაში ღრმა ფსიქოლოგიური აზრი დევს. ექიმის როლში ბავშვი იკავებს აქტიურ პოზიციას და იღებს საშუალებას, გახდეს სიტუაციის წარმმართველი. ეს არის სიმბოლური გაქცევა მსხვერპლის პასიური როლიდან, რომელშიც ექიმის კაბინეტში ვხვდებით. თუ წინასწარ მოიძიებთ დაწვრილებით ინფორმაციას, ეს შეგიქმნით განცდას, რომ სიტურაციას გააკონტროლებთ. თანაც თქვენ გაქვთ უფლება, იცოდეთ და აირჩიოთ მკურნალობის სასურველი ვარიანტი. მოძებნეთ ექიმი, რომლისთვისაც თქვენ იქნებით ცოცხალი ადამიანი და არა სამედიცინო ზემოქმედების ობიექტი. რთული მომენტები უფრო ადვილი ასატანი გახდება, თუ ახლობლის მხარდაჭერას იგრძნობთ. ალბათ თქვენს ირგვლივ მოიძებნებიან გულისხმიერი ადამიანები. წაიყოლეთ სტომატოლოგთან, ეს სულაც არ არის სირცხვილი.

 

ხომ მაქვს უფლება, ვიყო ზოგჯერ უპასუხისმგებლო, დავისვენო ყოფითი პრობლემებისგან? ბავშვობიდან მეზარებოდა მიყრილ-მოყრილი ნივთების დალაგება. ბებია გამუდმებით მსაყვედურობდა: რა გჭირს? ასეთ უწესრიგობას ვერც ერთი თავმოყვარე ქალი ვერ მოითმენსო. მე კი მიმაჩნდა, რომ ეს იყო პროტესტის ჩემეული საშუალება, ხერხი, "მომენიშნა" ჩემი ტერიტორია მშობლების სახლში. ახლა საკუთარი სახლი და ოჯახი მაქვს, მაგრამ დალაგება არც ახლა მიყვარს, ჩემს საძინებელში, საწოლის ირგვლივ, ნამდვილი ქაოსია. თუ უგუნებოდ ვარ, შესაძლოა, სახლი თვეობით არ დავალაგო. ახლა საოჯახო საქმეებში დამხმარე მყავს და სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა - მისი მოსვლის წინ, თავი რომ არ მომეჭრას, რაღაც-რაღაცებს თავ-თავის ადგილას ვაწყობ, მაგრამ მე და წესრიგი მაინც შეუთავსებელნი ვართ. ვშიშობ, ჩემმა პატარა ბიჭმა მემკვიდრეობით არ მიიღოს ჩემი ეს თვისება.

მოდი ვიმსჯელოთ, რა განსხვავებაა დედისა და ცოლის როლებს შორის - ახლა ხომ თქვენ ერთიც ხართ და მეორეც. იყო დედა - ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ნებისმიერ წიგნში, რომელიც ბავშვის აღზრდას ეხება, ამოიკითხავთ, რომ ბავშვისთვის განსაკუთრებულად სასარგებლოა მშობლების თანამიმდევრული და გონივრული მოქცევა. ასე რომ, ცხოვრების ამ სფეროში წესრიგი აუცილებელია, სხვა წესები კი ცოლქმრულ ურთიერთობებში არსებობს. ბებია გეუბნებოდათ, ასეთ უწესრიგობას ვერც ერთი ქალი ვერ აიტანდაო, თქვენ კი, როგორც ჩანს, ქალურობის შესახებ სხვაგვარი წარმოდგენა გაქვთ. შესაძლოა, ახლაც, ისევე როგორც უწინ, მიყრილ-მოყრილი ნივთები თქვენს სათქმელს ამბობენ: "მე მაქვს უფლება, ზოგჯერ უპასუხისმგებლოდ მოვიქცე და ყოველდღიური ერთფეროვნებისგან დავისვენო", "აქ ჩემი ადგილია, ჩემი ტერიტორიაა. მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ". დაფიქრდით, კიდევ რით შეიძლება მიანიშნოთ ქმარს, რომ გსურთ, თავი დამოუკიდებლად იგრძნოთ.

 

ჩემი საყვარელი მამაკაცი რამდენიმე თვის წინ გაშორდა ცოლს, მაგრამ ჩვენს დაქორწინებაზე საუბარს რატომღაც არ ჩქარობს. ვერ ვხვდები, რატომ - ჩვენ ხომ უკვე რამდენიმე წელია გვიყვარს ერთმანეთი...

როგორც ჩანს, განქორწინების მიზეზად ცოლთან განხეთქილება იქცა და არა თქვენი რომანი. თქვენმა მეგობარმა წერტილი დაუსვა წარუმატებელ ქორწინებას. ის ჯერ არ არის მზად, კვლავ ოჯახურ პრობლემებში ჩაიძიროს. ალბათ ნახევარი წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ მან შეძლოს მომხდარის გადახარშვა. მოთმინება მოიკრიბეთ და დაელოდეთ. მხოლოდ შემდეგ შეძლებთ მის მომავალ გეგმებზე საუბარს.