პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც შევუღლდით, მაგრამ გამუდმებით ჩხუბი და უსიამოვნება გვაქვს. კონფლიქტი თითქმის არაფრისგან, წვრილმანი მიზეზის გამო აღმოცენდება... გვიყვარს ერთმანეთი და დარწმუნებულნი ვართ, რომ ერთად ყოფნა გვინდა, მაგრამ მუდმივი დავა ცხოვრებას გვირთულებს. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ ყველაფერი საკმაოდ მშვიდობიანად იწყება, ისე, რომ თვითონაც ვერ ვხვდებით, როგორ სცდება ჩვენი კამათი კონტროლის ფარგლებს. მე ყვირილს ვიწყებ და ჩემი მეუღლეც ამყვება ხოლმე. გაბრაზებულები საშინელი სიტყვებით ვამკობთ ერთმანეთს. ყველაფერი კი სტანდარტულად მთავრდება: მე ვტირი, ის მამშვიდებს, შემდეგ კი დიდხანს ვთხოვთ ერთმანეთს პატიებას და ვცდილობთ, გვერდი ავუაროთ კამათის მიზეზს, რადგან გვეშინია, ისევ არ წავიკიდოთ. როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობები ჩხუბის გარეშე?

იმ ოჯახისთვის, სადაც სიყვარული სუფევს, ჩხუბი საშიში არ არის. შევამჩნიე უცნაური რამ: ყოველი დავის შემდეგ თითქოს ახალი თაფლობის თვე დგება. ერთი-ორი საათი ვყვირით, ზოგჯერ ჭურჭელსაც ვამსხვრევთ, სამაგიეროდ, შემდეგ ერთი-ორი თვე საოცრად ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს, სრულ სიამტკბილობაში ვართ, ვიდრე კვლავ არ წავიჩხუბებთ, მერე კი ისევ მშვიდობა და კეთილდღეობა ისადგურებს... ვცდილობ გავერკვე, რატომ ვიჩხუბეთ და ვხვდები,  მიზეზი ის იყო, რომ მარცხენა ფეხზე ავდექი ან თავი მტკიოდა. ერთადერთი, რაც მართლა საწყენია, ის არის, რომ ძალიან ბევრ ჭურჭელს ვამსხვრევთ, თუმცა ახალი ნივთების შეძენაც სასიამოვნოა.

ყოველთვის მშურდა იმ ოჯახებისა, რომლებიც ერთად სადილობენ ან ვახშმობენ... ჩემი ქმარი, როგორც კი სუფრას გავაწყობდი, იღებდა თავის თეფშს და საწოლ ოთახში მიდიოდა, რომ იქ ტელევიზორთან ეჭამა. რატომღაც ვერ გავბედე, ამაზე გავსაუბრებოდი, მაგრამ მეჩვენება, რომ მას ტელევიზორი უფრო საინტერესოდ მიაჩნია, ვიდრე ჩემთან და ბავშვებთან ურთიერთობა. ერთხელ ვეღარ მოვითმინე და დავიყვირე: "ნორმალურ ოჯახებში ასე არ იქცევიან!" "მაინც როგორ?" - მკითხა გაოგნებულმა ქმარმა. "დღედაღამ ტელევიზორს უყურებ, მეტი არაფერი გაინტერესებს!" "რას ამბობ, მე ხომ მხოლოდ საინფორმაციო გადაცემებს ვუყურებ!" - მიპასუხა მეუღლემ და მივხვდი, რომ პრობლემა ჩემსა და ბავშვებში კი არ იყო, არამედ იმ წყეულ საინფორმაციოში. ახლა ნახევარი საათით ადრე ვვახშმობთ, ასე რომ, პრობლემა მოგვარდა. კიდევ ერთ რამეს მივხვდი: ნებისმიერ პრობლემაზე საჭიროა საუბარი დაუყოვნებლივ და რაც შეიძლება კონკრეტულად. მართალი ვარ თუ არა?

ოჯახური ურთიერთობის დროს კონფლიქტებს თავიდან ვერ ავიცილებთ, ჩხუბს კი ოჯახში ორი ფუნქცია აკისრია: დაახლოება და დაშორება. მჭიდრო ურთიერთობის შემდეგ ცოლ-ქმარს პირადი სივრცეების აღდგენა სჭირდება. კონფლიქტი საამისო ინსტრუმენტია. მეორე მხრივ, ჩხუბის დროს, რა პარადოქსულიც უნდა მოგეჩვენოთ, ადამიანები უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს. მიჩნეულია, რომ სერიოზული ჩხუბი ძლიერი გრძნობების ატრიბუტს წარმოადგენს. კონფლიქტის დროს მეუღლეები თითქოს ეუბნებიან ერთმანეთს: "მე ჯერ კიდევ ძალიან მიყვარხარ". თუმცა, ცხადია, სადავო საკითხის უფრო კონსტრუქციული ფორმით მოგვარებაც შესაძლებელია და გრძნობების სხვაგვარად გამოხატვაც.

თუ ჩხუბი ერთობლივი ცხოვრების მუდმივ ატრიბუტად იქცა, დანერგეთ (მცირე ხნით მაინც!) ასეთი რიტუალი: ყოველ საღამოს 5-5 წუთი მორიგეობით ილაპარაკეთ თქვენს სურვილებსა და გრძნობებზე, შემდეგ კი ნათქვამის შესახებ იმსჯელეთ. თუ მოცემული დრო ვერ აითვისეთ, უბრალოდ ჩუმად იყავით. ეს რიტუალი საშუალებას მოგცემთ, გამოხატოთ უარყოფითი ემოციები და პრობლემის კონსტრუქციულ განხილვაზე გადახვიდეთ.

ჩემი უბედურება ის არის, რომ გამუდმებით ვაგვიანებ. არ ვიცი, როგორ მოვერიო საკუთარ თავს. ვნერვიულობ, ვიტანჯები, კიბეზე სამ-სამ საფეხურს ვახტები, ბოდიშებს ვიხდი, ათას რამეს ვიგონებ თავის გასამართლებლად, მაგრამ მეორე დღეს სახლიდან კვლავ გვიან გამოვდივარ, მგონია, რომ გზას, რომლის გავლასაც ნახევარი საათი სჭირდება, ათ წუთში გავივლი...

თქვენ გსურთ, დროულად მიხვიდეთ დანიშნულების ადგილზე, მაგრამ შინიდან იმაზე გვიან გადიხართ, ვიდრე საჭიროა, თითქოს გსურთ შეამოწმოთ, ვინ უფრო ძლიერია - თქვენ თუ დროისა და სივრცის კანონები. მარცხდებით და მრავალ უხერხულობას განიცდით, მაგრამ ბრძოლას თავიდან იწყებთ. გარდა ამისა, გამუდმებით იმაზე ფიქრობთ, დაგელოდებიან თუ არა ისინი, ვისთან შესახვედრადაც მიიჩქარით, ან გაახარებთ თუ არა თქვენთან შეხვედრა - თქვენ ხომ ასეთი არაპუნქტუალური ხართ. მოდი, სცადეთ და ერთხელ თავის დროზე მიდით სამსახურში ან შეხვედრის ადგილზე, ყური მიუგდეთ შინაგან ხმას. შესაძლოა, მან პედანტიც კი გიწოდოთ, მაგრამ თქვენ უპასუხებთ: "დაგვიანება არ არის შესაფერისი საშუალება იმაში დასარწმუნებლად, რომ მაფასებენ, არც საიმისოდ, რომ ჩარჩოები დავამსხვრიო და თავისუფლება შევიგრძნო".

რთული დამოკიდებულება მაქვს მობილური ტელეფონის მიმართ. უქმეებზე სამსახურში ვტოვებ, კვირის განმავლობაში კი სახლში. როცა რეკავს, შიში მიპყრობს - მგონია, ძიძა მირეკავს, ბავშვს რაღაც შეემთხვა, სასწრაფო საქმე გამოჩნდა სამსახურში... როცა დიდხანს დუმს, მაშინაც უკმაყოფილო ვარ - მეჩვენება, რომ ყველას დავავიწყდი...

ტელეფონი, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, მაგრამ ეს არ კმარა საიმისოდ, რომ მაგიურ ნივთად იქცეს და ჩვენი ცხოვრება მართოს. ბოლოს და ბოლოს, ფიჭური მომსახურებისთვის ფულს იხდით, რასაც თქვენი ურთიერთობა მისტიკურიდან პრაქტიკულამდე დაჰყავს. ეცადეთ, ტელეფონთან საქმიანი ურთიერთობა დაამყაროთ, დროდადრო შეგნებულად გამოტოვოთ ნაკლებმნიშვნელოვანი ზარი. შესაძლოა, ასეთმა "ვარჯიშმა" თავდაპირველად ერთგვარი დისკომფორტი გამოიწვიოს: "ვაითუ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვათ? ვაითუ აღარ დარეკონ, ვაითუ ეწყინოთ?" - მაგრამ ნუ დაემორჩილებით, რადგან, ჩვეულებრივ, ამგვარი შიში შინაგანი მღელვარების შედეგია და არა რეალობის ასახვა. გარდა ამისა, შეგიძლიათ, ორნომრიანი აპარატი გამოიყენოთ: ერთი - მეგობრებისთვის, სამსახურისთვის, მეორე კი ოჯახისთვის.