ამბიცია ზოგჯერ საჭიროა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

ამბიცია ზოგჯერ საჭიროა

ამბიცია ზოგჯერ საჭიროა
ამბიცია, საზოგადოდ, გადაჭარბებულ თავმოყვარეობასა და პატივმოყვარეობას ნიშნავს. ის დადებით თვისებად არ შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, ჯანსაღი ამბიცია მიზნის მიღწევაში შეიძლება დაეხმაროს ადამიანს. ეს არის თვისება, რომელიც წარმატებისკენ უბიძგებს. ის ზოგჯერ შეიძლება ძალიან სახიფათო თამაშად გადაიქცეს, სადაც გამარჯვების მოპოვება წარმატების ტოლფასი არ იქნება. ეს ხდება მაშინ, როცა თქვენი ამბიციების გამო სხვებს აზარალებთ.

დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ქალები ბევრად მიზანსწრაფულნი არიან, ვიდრე მამაკაცები. შესაძლებელია თუ არა ქალისათვის, შეიქმნას კარიერა, იყოს წარმატებული, სიცოცხლით სავსე და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა? რა თქმა უნ
და, შესაძლებელია! უბრალოდ, სამსახურში უნდა მიდიოდეს ხალისით და დიდი სიყვარულით აკეთებდეს საქმეს.

კარიერულ საფეხურზე აღმასვლა მძლავრი ბიოსტიმულატორია. ზომიერების ფარგლებში – ის ასტიმულირებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ზღვარგადასულმა კი – შეიძლება ჯანმრთელობასაც საფრთხე შეუქმნას.


როგორ დავიცვათ ეს ფაქიზი საზღვარი

შეარჩიეთ თქვენთვის ძალზე სასურველი და საყვარელი სამუშაო. წარმატებული კარიერა ბედნიერ ქორწინებასავით მხოლოდ სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს,
მათრახის ქვეშ შრომამ კი ფიზიოლოგიური დარღვევებიც შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად – ქრონიკული სურდო და კანის ალერგიული რეაქციები.

რჩევა: მიაღწევ თუ არა დასახულ მიზანს, მაშინვე დაისახე ახალი.


შექმენი ატმოსფერო

გეცნობათ გამონათქვამი „სამსახურში – როგორც დღესასწაულზე“? მეგობრულ, გულგახსნილ და კეთილგანწყობილ კოლექტივში მოხვედრა დიდი გამართლებაა. მაგრამ თავადაც შეგიძლიათ დადებითი ატმოსფეროს შექმნა.

თუ სამუშაო გარემო საშუალებას იძლევა და წესები არ გზღუდავთ, ოთახი საყვარელი ნივთებით გააწყვეთ – სამუშაო მაგიდაზე ახლობელი ადამიანის ფოტო მოათავსეთ ან შინიდან წამოიღეთ მაგიდის ნათურა, რომელიც მოგწონთ.

დააკვირდით თანამშრომლებს – იქნებ რაიმე სურთ განსაკუთრებულად? შეიძლება მცირე საოფისე ტრადიციების შემოღებაც – მაგალითად, ყოველი სამუშაოს წინ ერთობლივად ჩაის ან ყავის სმა, სამუშაოს შემდეგ სპორტდარბაზში ან კინოში სიარული, დასვენების დღეებში ქალაქგარეთ გასვლა – ეს ყველაფერი ხელს უწყობს დაახლოებას! როგორც იტყვიან, კოლექტივი იკვრება!

სტატისტიკა გვამცნობს, რომ ყოველი მეოთხე თანამშრომელი ქალი კოლეგებთან ფლირტშია შემჩნეული.

თუ თქვენ ეს მოგწონთ, მსუბუქი ფლირტით არაფერი დაშავდება – კოლეგა მამაკაცების მომეტებული ყურადღება არა მხოლოდ თვითშეფასებას აგიმაღლებთ, შეგმატებთ ძალას და შეგიქმნით სამუშაო განწყობას.

რჩევა: დაიცავით საზღვრები – ერთია ფლირტი, მეორე კი – ცოლიან მამაკაცებთან რომანი.


ჩაიფიქრეთ სურვილი


ვერ ასწრებთ სამუშაოს დამთავრებას დათქმულ ვადაში? სამუშაო გრაფიკიდან ვარდება ევროპული ოფისების თანამშრომელთა 20%. ეს კი ხშირად არა სიზარმაცით, არამედ წარუმატებლობის შიშით აიხსნება.


როგორ უნდა შეცვალოთ ეს სიტუაცია?


ნუ გადადებთ საქმეებს ხანგრძლივად და ნუ შეინახავთ უჯრებში ღრმად. უმჯობესია საკუთარ თავს უთხრათ: „მე დღეს დავწერ ანგარიშს, სამ ფურცელს მაინც“, ვიდრე „ამ ანგარიშს სამი კვირა დასჭირდება“. „მინდას“ ნაცვლად ყოველთვის თქვით – „ვალდებული ვარ“, სურვილის მიღწევა გაცილებით იოლია.

რჩევა: არ დაივიწყოთ დასვენება. უაზროდ ჯდომას და ეკრანის ყურებას აზრი არ აქვს, როცა ტვინი უარს აცხადებს მომსახურებაზე. ამ დროს უმჯობესია გახვიდეთ ქუჩაში 15 წუთით, ჩაყლაპოთ სუფთა ჰაერი. ოფისში შეიძლება მარტივი სავარჯიშოების შესრულებაც – კისრის, მხრების, თავის დამასაჟება საკუთარი ხელით. თუ კომპიუტერთან გიწევთ მუშაობა, არ დაივიწყოთ თვალების ვარჯიშები.

გთავაზობთ ექვს ჩვევას, რომელიც ჯანსაღი ამბიციის მქონე ადამიანებს ახასიათებთ. მათი საშუალებით კონცენტრაციას წარმატების მიღწევაზე მოახდენთ:

1. ამბიციური ადამიანები ისახავენ მიზნებს, მაგრამ ამის შესახებ ღიად არ საუბრობენ – ამბიციური ადამიანები არიან მიზანზე ორიენტირებულები და ყოველთვის ცდილობენ მის მიღწევას. ჯანსაღი ამბიცია მოიცავს იმასაც, რომ თქვენი მიზნების შესახებ საჯაროდ არ ისაუბროთ. „შეინახეთ თქვენი მიზნები თქვენთვის“, – გვირჩევენ ფსიქოლოგები.

მათ აღმოაჩინეს, რომ თუ ვინმეს თქვენი მიზნების შესახებ მოუყვებით, მისი მიღწევის შანსები მცირდება. ფსიქოლოგები ამას „სოციალურ რეალობას“ უწოდებენ. როცა მიზნების შესახებ სხვებს უყვებით, გონება ტყუვდება და თვლის, რომ თქვენ უკვე ყველაფერი გაკეთებული გაქვთ. ამის გამო გრძნობთ კმაყოფილებას. ხართ ნაკლებად მოტივირებული, რომ შეასრულოთ რთული, მაგრამ აუცილებლად შესასრულებელი სამუშაო.

2. ისინი მზად არიან გარისკონ – ამბიციას თან ახლავს შიში მარცხისა და წარუმატებლობის, თუმცა, ამბიციური ადამიანები ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ეს შიში და გასწიონ რისკი. ეს ზოგჯერ აუცილებელია. ზოგჯერ ისინი თავს ექსპერიმენტების ჩატარების უფლებასაც აძლევენ. სწორედ ამბიციური ადამიანები არიან სიახლეების შემომტანნი.

3. ამბიციური ადამიანები ურთიერთობენ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებთან და თავიანთ თავს აძლევენ სხვაგვარად ფიქრის უფლებას – „ესაუბრო შენგან განსახვავებულ ადამიანებს. იყო გახსნილი დიალოგებში ნაცნობებთან და უცხო ადამიანებთან, ეს თქვენ საინტერესო შესაძლებლობებს აღმოგაჩენინებთ“, – ამბობს ნილ ბარტონი.

ბარტონის თქმით, ამბიცია ადამიანებს მარაგით ავსებს, ის გვაიძულებს გავიზარდოთ და ვიპოვოთ განსხვავებული გზები წარმატების მისაღწევად.

4. ისინი კონცენტრირებულები არიან არა თეორიებზე, არამედ აღსრულებაზე – ხშირად ადამიანები დიდ დროს ხარჯავენ მიზნის მიღწევის გეგმის შემუშავებაზე, გარკვეული უნარების გამომუშავებაზე, ეძებენ შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, სტრატეგიის შემუშავება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე დიდი დროის დაკარგვა არ შეიძლება. ამბიციური ადამიანები პირდაპირ მოქმედებაზე გადადიან.

5. ისინი არ ეჯიბრებიან სხვებს – ადამიანისთვის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე და კონკურენტი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი იყოს. ნუ დაიწყებთ მიზნების მიღწევას სხვებთან შეჯიბრების გამო, ეს ხაფანგია.

6. მათ გარშემო ამბიციური ადამიანები არიან – გამოიყენეთ „სიახლოვის ძალა“ ამბიციურ და წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობით. ემეგობრეთ მენტორებს. გაიხადეთ მეგობრებად თქვენზე ჭკვიანი ადამიანები და წარმატებულები იმ სფეროში, რომელიც თავად გაინტერესებთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჩემი მეგობარი საინტერესო, კომუნიკაბელური, მომხიბვლელი პიროვნებაა და მუდამ ყურადღების ცენტრშია, მე კი მეჩვენება, რომ მის ფონზე ვიკარგები...
ყველა ქალს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. თუმცა, ბევრს მოსწონს ტანჯულის როლში ყოფნა და უმეტეს შემთხვევაში ხელიდან უშვებს ბედნიერების შანსს.
ის, ვინც ამტკიცებს, რომ ყოველთვის მართალს ამბობს, უკვე ცრუობს – ცხოვრებაში ხომ ხშირად ხდება ისე,
თითქოს შვებულებიდან სამსაურში გასვლა არ უნდა იყოს რთული პროცესი.
მე ახლა მოვყვები ამბავს, რომელსაც თავის დროზე ტაბუ დავადე ისევ იმისთვის, რომ ჩემი შვილების ფსიქიკას გავფრთხილებოდი.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად