თუ მოახერხეთ და ზამთრის შვებულებით ისარგებლეთ, ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ მოახერხეთ და ზამთრის შვებულებით ისარგებლეთ, ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ

ადამიანები ხომ დასვენებული და ძალააღდგენილები უბრუნდებიან სამუშაო ადგილს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სწორედ შვებულების განმავლობაში შეცვლილი ცხოვრების რითმის გამო, ჩვენთვის სამსახურში გამოსვლის პირველი რამდენიმე დღე გაუსაძლისი ხდება. ფსიქოლოგებში ამ დგომარეობას თავისი სახლი აქვს - პოსტ შვებულების სინდრომი. რა ცვლელიებებს ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე პოსტ შვებულების სინდრომი, რა გამოხატულება აქვს მას და ქალებში უფრო ხშირად იჩენს თავს ეს სინდრომი თუ მამაკაცებში - mkurnali.ge-სთან პოსტ შვებულების სინდრომზე ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძე ისაუბრებს. (თემასთან პირდაპირ კავშირში არაა, თუმცა მაინც გეტყვით: როგორც ბავშვობაში ქართულის მასწავლებელმა გვითხრა - სიტყვა "შვებულება" ილია ჭავჭავაძემ მოიგონა და დაამკვირდა ქართულ ენაში, მანამდე მას ჩვენშიც "ოტპუსკს" უწოდებდნენ.)

- შვებულების შემდეგ ყველას სიხარულით არ მიეჩქარება სამსახურში. გამონაკლისნი არიან ერთეულები, დანარჩენებს კი ეზარებათ დილით ადგომა, საქმის კეთება, ზოგადად ყველაფერი ეზარებათ, სამსახურში მისვლაც კი. ყოველდღიურ, სამუშაო რუტინაში ჩაბმა მათთვის ტრაგიკულ და მძიმე მოვლენად აღიქმება. საკმაოდ ხშირად იპყრობთ ადამიანებს ასეთი განცდა შვებულების შემდგომ. ფსიქოლოგებში ეს განცდა ტერმინით პოსტ შვებულების სინდრომი სახელდება.

-რაში გამოხატება ეს სინდრომი?

- უძლურება, ქრონიკული გამოუძინებლობის შეგრძნება, უსუსურობის განცდა, თითქოს აღარც გახსოვს ის, რასაც აკეთებდი, აღარ გინდა რომ აკეთო, ვერ იგებ საერთოდ, რატომ მუშაობ, რა აზრი აქვს შენს საქმიანობას, არის თუ არა მართლა სასარგებლო ეს საქმიანობა შენთვის, თუ ურბალოდ რუტინაა - რისთვის მიდიხარ სამსახურში?...

mkurnali.ge

აღმოჩნდა, რომ პოსტ შვებულების სინდრომში დიდ როლს თამაშობს შვებულების ხანგრძლივობა. ითვლება, რომ რაც უფრო დიდია შვებულება, მით უფრო უჭირთ ადამიანებს სამუშაო გარემოში დაბრუნება. ჩვენს რეალობაში, ხშირ შემთხვევაში, საშუალოდ 2 კვირაა შვებულება, მაგრამ არის პროფესიები, სადაც შვებულება უფრო ხანგრძლივია, მაგალითად პედაგოგებში. ამ ადამიანებისთვის ორმაგად რთულია სამუშაო გარემოში დაბრუნება. აღმოჩნდა, რომ დიდ როლს თამაშობს სქესიც. ქალები ბევრად ადვილად ეგუებიან ასეთ ცვლილებებს, ვიდრე - მამაკაცები, ანუ პოსტ შვებულების სინდგომი მამაკაცებში ბევრად უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე, - ქალებში.

ხანდახან გვხვდება შემთხვეევები, თუ ადამიანი დიდ პროექტს შეეჭიდება და დიდი დატვირთვით იწყებს მუშაობას - თვითონ ვერ ხვდება, რომ არ შეიძლება ასე ერთბაშად ორგანიზმის გადატვირთვა და ავად ხდება - უქვეითდება იმუნური სისტემა და ადვილად ერევა ვირუსები. აბრალებს ათას რამეს, რეალურად კი ეს უბრალოდ ორგანიზმის რეაქციაა, რომ ის ჯერ კიდევ შვებულების მდგომარეობაშია.

- როგორ დავაღწიოთ თავი ამ სინდრომს?

- პირველ რიგში დიდი და მსხვილი საქმეები უნდა დავასრულოთ და ისე გავიდეთ შვებულებაში. ჩვენს ფსიქიკას ახასიათებს, სანამ პორცესს არ დავასრულებთ, სულ ვფიქრობთ იმაზე, არ ვარდება გონებიდან, ამიტომ გინდა-არ გინდა ფიქრობ მასზე და გღლის ეს ყველაფერი. როცა სრულდება და წერტილი ისმება, ის შვებულებაც გერგება.

გარდა ამისა, სასურველია შვებულებიდან 2 დღით ადრე მაინც დავბრუნდეთ, სამსახურში გასვლამდე. ადაპტირებისთვის დაიტოვეთ დრო. მძიმეა, სტრესია ორგანიზმისათვის, კვირას ჩამოხვიდე და ორშაბათს სამსახურში გახვიდე. კი გვგონია, რომ ჯობია სადღაც მთის კურორტზე, ციგურებით მეტხანს ისრიალოთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ 1 დღე მაინც უნდა დავიტოვოთ ამოსასუნთქად და პირდაპირ კურორტიდან სამსახურში არ უნდა მივდიოდეთ.

დიდ როლს თამაშობს რეალურად, როგორია ჩვენი სამსახური. თუ აკეთებთ საყვარელ საქმეს, თუ გიხარიათ იმ კოლექტივში მისვლა სადაც მუშაობთ, ბუნებრივია, ეს სტრესი მცირე ხანს გასტანს, ქალებისთვის კიდევ მარტივდება ამ სინდრომის დაძლევა, როდესაც ყვებიან და ემოციებს უზიარებენ კოლეგებს. თუ სამსახური რუტინაა, მხოლოდ ხელფასისთვის მუშაობთ, მხოლოდ ვალდებულებას ასრულებთ, ბუნებრივია იქ დაბრუნება, რაც არ უნდა კარგად დაისვენოთ, მაინც უსიამოვნო იქნება. სწორედ ამიტომ, აღმოჩნდა, რომ სტატისტიკის მხიედვით, სასმახურებიდან წასვლის შემთხვევების უდიდესი წილი სწორედ შვებულების შემდეგ პერიოდზე მოდის. ადამიანები იაზრებენ, რომ თავის ადგილას არ არიან. სხვა თვალით უყრუებენ უკვე ამ გარემოს დასვენების შემდეგ.

გერმანელებმა ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ შვებულების პერიოდში მზის ქვეშ დიდი დოზით ნებივრობა, ინტელექტის კოეფიციენტს საშუალოდ 2 პუნქტით აქვეითებს. მის აღგენას როგორც წესი, შვებულებიდან სამსახურში დაბრუნების შემდეგ 2 დღე მაინც სჭირდება. ეს არის ორგანიზმის რეაქცია, ფსიქიკის რეაქცია, ინტელექტიც კი ქვეითდება და მიგვანიშნებს, რომ ცოტა ხანი დაიცადო, გადაეწყო და მერე შეუდგე მუშაობას.

- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პოსტ შვებულების სინდრომი?

- 1 კვირა მაქსიმუმია. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, უფრო ადვილად და მცირე ხანში გაუმკლავდებით ამ სინდრომს. მანამდე კი გადაიხალისეთ სამუშაო მაგიდა, დადებითად განეწყვეთ, იკვებეთ ისეთი საკვებით, რომელიც დიდი რაოდენობით ბედნიერების ჰორმონს, სეროტონინს შეიცავს და თავს შეახსენეთ, რომ ეს შვებულება ბოლო არაა, წინ კიდევ ბევრი დაუვიწყარი შვეულება გელოდებათ.

ეკა სალაღაია