სკანდალური წვრილმანები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სკანდალური წვრილმანები

დაივიწყეთ და აკრძალეთ წყენა!

ალბათ, გარეთ ყველას უღიმით - კოლეგებს, ხელძღვანელობას, ხართ გაწონასწორებული და ყურადღებიანი, მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ უარყოფით ემოციებს კი საღამოს სახლში, ახლობლებთან აფრქვევთ. რა თქმა უნდა, საბაბს იოლად იპოვით - ხან დაგროვილი გასარეცხი ჭურჭელი გაგაღიზიანებთ, ხან ის, რომ პური არავის მოუტანია, ბავშვმა სკოლაში იჩხუბა ან ცუდი ნიშანი მიიღო, ძაღლმა სახლში კვლავ რაღაც გააფუჭა. ყველაფერში კი, რა თქმა უნდა, ქმარია დამნაშავე. მაგრამ თუ შინ სხვაგვარი განწყობით დაბრუნდებით, ალბათ უწესრიგობას თუ შინაურთა გამაღიზიანებელ ქცევას უფრო მშვიდად და იუმორით შეხედავთ. ნუ წამოიყოლებთ სახლში სამსახურებრივ პრობლემებს, ნურც თავად დაიმძიმებთ გულს და ნურც შინაურებს გაუფუჭებთ განწყობას - ისინი ხომ თქვენთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანები არიან. ისწავლეთ ყურადღების გადატანა. ამაში დაგეხმარებათ მარტივი ხერხი - ტანსაცმლის გამოცვლა, რომელიც რიტუალად უნდა აქციოთ: გაიხადეთ ტანსაცმელი, რომელიც ოფისში გაცვიათ, და მასთან ერთად მოიცილეთ მთელი უარყოფითი ენერგია, წყენა, გაღიზიანება, რომელიც სამსახურებრივი პრობლემებით არის გამოწვეული. თუ მძიმე დღე გქონდათ, უმჯობესი იქნება, თუ შინ შესვლისთანავე ეტყვით მეუღლეს: "დღეს ძალიან დავიღალე, მომეცით თუნდაც ნახევარი საათი, რომ დავისვენო და გონს მოვიდე". რა თქმა უნდა, ის გაგიგებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაინახავს, რომ ხანმოკლე დასვენების შემდეგ მშვიდად და სიამოვნებით გაესაუბრებით მას.

 

არავითარი გაურკვევლობა!

იქნებ მიჩვეული ხართ, ყველაფერი უკანასკნელ წვეთამდე მოითმინოთ, მიგაჩნიათ, რომ საყვარელი ადამიანი თვითონვე უნდა მიხვდეს, მისი საქციელით ნასიამოვნები ხართ თუ არა, სამაგიეროდ, როცა ნებისყოფა გიმტყუნებთ, წარმოუდგენელ სკანდალს აწყობთ... გარწმუნებთ: ამგვარ ტაქტიკას არავითარი გამართლება არ გააჩნია. ჯერ ერთი, უკანასკნელ წვეთად, ჩვეულებრივ, იქცევა ხოლმე სულელური წვრილმანი, რომელიც სინამდვილეში დავადაც არ ღირს. მეორე - მოთმინებაგამოლეული ადამიანი გამბრაზებელს უხსენებს ყველა ცოდვას, თანაც არა მარტო ძველსა თუ ახალს, არამედ მომავალსაც (!). და აი, მცირე გაუგებრობა, რომელიც ჯერ კიდევ ნახევარი საათის წინ შეიძლებოდა მშვიდად გარკვეულიყო, შესაძლოა განქორწინების მიზეზად იქცეს. ნუ დაიგროვებთ წყენას. უმჯობესია, მაშინვე გამოხატოთ. როცა ყველაფერს გაარკვევთ, გაუგებთ და აპატიებთ ერთმანეთს, შეთანხმდით, რომ სამუდამოდ დაივიწყებთ ამ სამწუხარო ინციდენტს.

 

გადადგით შემხვედრი ნაბიჯი

დარწმუნებული ხართ: საკმარისია, ერთხელ დათმოთ, რომ მეუღლე ანგარიშს აღარასოდეს გაგიწევთ. თქვენც კლდესავით იცავთ საკუთარ ინტერესებს, ზოჯერ - თქვენთვისვე საზიანოდ. ჩვეულებრივ, ასე იქცევიან ადამიანები, რომელთაც პიროვნული საზღვრები ჯერ კიდევ არ გაუვლიათ, კომპრომისი დამცირება და საკუთარი თავის ღალატი ჰგონიათ. გაარკვიეთ, რომელი საკითხებია თქვენთვის განსაკუთრებით პრინციპული და რა შემთხვევაში შეგიძლიათ დათმოთ თქვენი პოზიცია. დაინახავთ, რამდენად იოლი გახდება ქმართან შეთანხმება.

და კიდევ: რაც უნდა მოხდეს, ეცადეთ, ნეგატიურმა განწყობილებამ არ დაგიმორჩილოთ. ნებისმიერი სიტუაციიდან შესაძლებელია გამოსავლის პოვნა, თუ მას მშვიდად და გონივრულად მოძებნით.

ცნობისათვის: ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტი სიამოვნებით ასრულებს მამაკაცი საოჯახო საქმეებს, მით უფრო ბედნიერად გრძნობს თავს მისი მეუღლე. ფსიქოლოგებმა კიდევ ერთი საინტერესო კანონზომიერება აღმოაჩინეს: ასეთ მზრუნველ მამაკაცებს უფრო სრულფასოვანი და მდიდარი სექსუალური ცხოვრება აქვთ.