ვინ მოკლა ლუკა სირაძე? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

ვინ მოკლა ლუკა სირაძე?

ვინ მოკლა ლუკა სირაძე?
მე ახლა მოვყვები ამბავს, რომელსაც თავის დროზე ტაბუ დავადე ისევ იმისთვის, რომ ჩემი შვილების ფსიქიკას გავფრთხილებოდი. ახლა კი აუცილებლად უნდა მოვყვე და მოვყვები ისე, რომ იქ მყოფი ყველა ადამიანი გაიხსენებს ამ ისტორიას. მინდა, რომ მაშინდელი ამბავიც ისევე ინანოს ყველამ, როგორც ახლა ნანობენ ლუკას გარდაცვალებას, რადგან სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ლუკას ადგილას ჩვენი შვილებიც ყოფილიყვნენ:

მეშვიდე კლასში სწავლობდა ჩემი ვაჟი, როცა ერთ დღეს, მისმა უახლოესმა მეგობარმა, კარგმა მოსწავლემ, საკლასო ოთახში შესვენებაზე თამაშის დროს ჩანთა გადაუგდო თუ ესროლა თანაკლასელს. ჩანთა კლასში შემოსულ მასწავლებელს
მოხვდა და წარბი გაუხეთქა. ბავშვები, რა თქმა უნდა, შეშფოთდნენ ამ ფაქტის გამო, მაგრამ მათ ჯერ არც კი იცოდნენ, რა ელოდათ!

დაზარალებულმა მასწავლებელმა, რა თქმა უნ
და, ისტერიკა მოაწყო. მაშინ სკოლაში მანდატურები მუშაობდნენ (ვინც ახლა ხელისუფლებას ადანაშაულებს ლუკას გარდაცვალებაში, მინდა ვუთხრა, რომ ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა) და მათი მოვალეობა იყო, ისეთი ფაქტის დროს, რომელიც "დანაშაულის ნიშნებს" შეიცავდა, პოლიცია გამოეძახებინათ.

და თქვენ როგორ ფიქრობთ? განა არ შეიცავს მძიმე დანაშაულის ნიშნებს მეშვიდეკლასელი რომ ჩანთას გადაუგდებს თანაკლასელს დასვენებაზე? ჰოდა წაიყვანეს მთელი კლასი პოლიციაში - მეშვიდეკლასელი ბავშვები 5 საათის განმავლობაში აყურყუტეს დაკითხვაზე. საქმე ის გახლდათ, რომ მასწავლებელმა ვერ დაინახა, ვინ ისროლა ჩანთა და არცერთი ბავშვი არ ამბობდა, ვინ იყო დამნაშავე. ზეწოლა უნდა გენახათ იქ! 5 საათის განმავლობაში, საღამოს 7 საათამდე, ჰყავდათ  მშიერ-მწყურვალი ბავშვები პოლიციის განყოფილებაში და აიძულებდნენ ეთქვათ, ვინ იყო დამნაშავე. დიახ, არ "ჩაუშვეს" ბიჭებმა მეგობარი, რომელმაც თამაშის დროს შემთხვევით მოახვედრა ჩანთა მასწავლებელს.

ბოლოს ისევ იმ ბიჭმა ვერ გაუძლო პოლიციის ზეწოლას, ისევ მას შეეცოდა თანაკლასელები და "აღიარა ჩადენილი დანაშაული".

ბავშვი სასტიკი საყვედურით სკოლიდან გარიცხეს. სხვა სასჯელი ალბათ არ ეკუთვნოდა მეშვიდეკლასელს, თორემ არც იმას დააკლებდნენ. მე არ დამავიწყდება დაზაფრული ბავშვების სახეები. ნაწამებ ადამიანებს ჰგავდნენ ყველანი.

და როცა ჩემი შვილი დაბრუნდა პოლიციიდან, უცბად დავინახე, რომ მან იმ დღეს ბავშვობა დაასრულა! გინახავთ ერთ დღეში დაბერებული ადამიანი? აი, ასე შეიცვალა ბავშვი ერთ დღეში! ისეთი სტრესი მივიღე ამ ფაქტის გამო, რომ ახლაც ვერ ვიოკებ ემოციას. იმ დღის მერე ჩემი შვილი იმ სკოლაში აღარ წასულა. სოლიდარობის ნიშნად იმ მეგობარ ბიჭთან ერთად გადავიდა სხვა სკოლაში. თუმცა აღარც იქ მიუწევდა გული, რადგან ერთი სისტემა დაინახა ყველგან, აგრესიული და დაუნდობელი სისტემა, რომელსაც ბავშვის სიყვარულით აღზრდა არ შეუძლია. მას შემდეგ ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იმისათვის, რომ ჩემი შვილის ფსიქიკა დამემშვიდებინა.

მე დღეს არ დავასახელებ არც სკოლას და არც ბავშვების ვინაობას გავამხელ, რადგან დარწმუნებული ვარ, მათაც  გაათმაგებული ემოციები ექნებათ ლუკას გარდაცვალების გამო და არ მინდა განვუახლო ყველაფერი ამ პუბლიკაციით.  

ვინ მოკლა ლუკა სირაძე?
ლუკა სირაძე მოკლა უსიყვარულო, მომხმარებლურმა დამოკიდებულებამ სკოლის დირექციისა და პედაგოგების მხრიდან. ლუკა მოკლა პოლიციის არა აღმზრდელობითმა, არამედ თავსგასულმა, აგრესიულმა მოქმედებამ მოზრდთან მიმართებით. ლუკა მოკლა უგულო საზოგადოებამ, რომლისთვისაც სულერთია მოზარდის განცდები, ტკივილები, ემოციები. ლუკა მოვკალით ჩვენ, ყველამ!  ნუ დავიწყებთ ახლა ხელის გაშვერას ერთმანეთისკენ! უბრალოდ ყველამ ერთად ვიგლოვოთ 15 წლის ბიჭი, რომელიც უსიყვარულობის, აგრესიის, უსულგულობის მსხვერპლი გახდა.

როცა სკოლის დირექტორებისთვის, მასწავლებლებისთვის, პოლიციელებისთვის, თანასკოლელთა მშობლებისთვის და საზოგადოების სხვა წევრებისთვის სხვისი შვილი და მისი პრობლემები სულერთია, მთავარია მათი შვილები იყვნენ კარგად; როცა ბავშვის ტკივილი, თუნდაც ზოგჯერ გარკვეულწილად აგრესიულად გამოხატული, მასზე აგრესიული ზეწოლისა და ზემოქმედების მიზეზი ხდება, ეს საზოგადოება ყოველთვის მიიღებს ასეთ პასუხს, რა პასუხიც გასცა ლუკამ - აქ ყოველთვის ასე გამოხატავენ პროტესტს 15 წლის ბიჭები: ამ ცხოვრების დედაც!

თამარ მ.

mkurnali.ge


გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 21-12-2019
ანი
სანამ ეს სიბნელე ჩაშვების და ჩაცუცქვის მენტალუტეტი არ აღმოიფხვრება ამ ქვეყანაში არაფერი არ გვეშველება!!! ერი ბერი ჭორაობად არის ქცეული!!! ყველამ თქვენს შვილებს და ოჯახს მიხედეთ!!! ბოღმა და სიძულვილი ახრჩობთ ერს, აქ სხვის შვილებზე წერას თქვენებს მიხედეთ ჩაშვრბა და ჩაცუცქვას კი ნუ განიხილავთ სიყვარული და ადამიანობა ასწავლეთ!!! სხვაში კი ნუ ეძებთ პრობლენას საკუთარში ჩაიხედეთ!!!
თარიღი : 19-12-2019
მაკა
ველოდებოდი რაღაც ამდაგვარი შინაარსის თემა დაიდებოდა, და ბევრჯერ ექნებოდა ხაზი გავლებული რომ იმ მთავრობის დროს მოხდა. რამდენი წელია ეს მთავრობაა და ცუდის მეტი არაფერი შეუცვლია. დღეს მოერე შემთხვევა მოხდა კიდევ ბავშვმა თავი მოიკლა. ხვდებით მაინც საით მივდივართ.
თარიღი : 19-12-2019
ლევანი
უბედურება იმაშია, რომ მთავრობები მიდია და მოდიან, მაგრამ სამწუხაროდ მაგ სისტემაში პოლიცია და პროკურატურა მაქვს მხედვრლობაში, შავი საქმის გამკეთებელი სასტავი ძირითადი ნაწილი იგივე რჩება და შესაბამისად მიდგომებიც იგივეა.
თარიღი : 19-12-2019
mm
(ვინც ახლა ხელისუფლებას ადანაშაულებს ლუკას გარდაცვალებაში, მინდა ვუთხრა, რომ ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა)
თარიღი : 18-12-2019
თინათინ გ.
ვეთანხმები ავტორს, სწორედ ამ უგულო, ცივი დამოკიდებულებებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოა ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი დღეს ასე დეპრესიული, ერთგვარად გახევებული, სიცოცხლის ხალისს მოკლებული, მერე უკვირს უფროს თაობას, რატომ შეცვალა დროებამ ასე ეს ახალგარზდებიო? იქნებ იმიტომ, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილი მშობლების სიყვარული დააკლდათ, დანგრეული ოჯახების შვილებს სითბოსა და სიმყუდროვის განცდა ენატრებათ, გულისნადების გამზიარებელი არ ჰყავთ, იქნებ იმიტომ, რომ დღეს პედაგოგმა თავისი სახე დაკარგა და სკოლა, რომელიც უწინ მეორე ოჯახი იყო ბევრი მოზარდისათვის, დღეს საპყრობილედაა ქცეული ბევრისათვის, იქნებ იმიტომ რომ საკუთარ სამშობლოს არ უყვარს თავისი შვილები და ყველაფერი თეატრს დამსგავსებია?! განა ვინმეს აკვირვებს დღეს ფრაზა - ამ ცხოვრების დედაც!
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჩემი მეგობარი საინტერესო, კომუნიკაბელური, მომხიბვლელი პიროვნებაა და მუდამ ყურადღების ცენტრშია, მე კი მეჩვენება, რომ მის ფონზე ვიკარგები...
ყველა ქალს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. თუმცა, ბევრს მოსწონს ტანჯულის როლში ყოფნა და უმეტეს შემთხვევაში ხელიდან უშვებს ბედნიერების შანსს.
ის, ვინც ამტკიცებს, რომ ყოველთვის მართალს ამბობს, უკვე ცრუობს – ცხოვრებაში ხომ ხშირად ხდება ისე,
თითქოს შვებულებიდან სამსაურში გასვლა არ უნდა იყოს რთული პროცესი.
დედებს და მამებს შეიძლება მშობლებთან რთული ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ბებიებისა და ბაბუების შვილიშვილებთან დამოკიდებულებაზე.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად