5 მიზეზი რატომ უნდა ჩავრთოთ ბებიები და ბაბუები შვილიშვილების აღზრდაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

5 მიზეზი რატომ უნდა ჩავრთოთ ბებიები და ბაბუები შვილიშვილების აღზრდაში

5 მიზეზი რატომ უნდა ჩავრთოთ ბებიები და ბაბუები შვილიშვილების აღზრდაში
დედებს და მამებს შეიძლება მშობლებთან რთული ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ბებიებისა და ბაბუების შვილიშვილებთან დამოკიდებულებაზე. 1. თაობათა შორის კავშირი დაცულობის შეგრძნებას ქმნის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტად არიან ჩართულები ბებიები და ბაბუები შვილიშვილების ცხოვრებაში, მით უფრო მშვიდები და დალაგებულნი არიან ბავშვები, ნაკლები ემოციური და ქცევითი პრობლემები აქვთ მათ. უკეთ უმკლავდებიან ისეთ მატრავმირებელ ცხოვრებისეულ სიტუაციებს, როგორიცაა: მშობლების გაყრა ან სკოლაში არსებული პრობლემები. ბებიები და ბაბუები შვილიშვილებს აძლევენ დაცულობის შეგრძნებას, რომელიც მათ ეხმარებათ მინიმალური დანაკარგებით გადალახონ ყველა
გამოწვევა.

ბებიების და ბაბუების მონაყოლი საკუთარი ბავშვობის თავგადასავლები, ბავშვს ეხმარება თავი განიცადოს ოჯახური ისტორიის ნაწილად, თაობებს შორის რგოლად, ეს უფრო თავდაჯერებულს ხდის მას და ეხმარება სტრესის გადატანაში.

2. ოჯახური ისტორიის ცოდნა ბავშვს აკეთილშობილებს.

ოჯახის რთულ, მძიმე პერიოდებზე ისტორიები ბავშვებში ავითარებს ემპათიას, ანუ თანაგრძნობის უნარს. ამდენად,
ბებიასთან და ბაბუასთან პოზიტიური ურთიერთობა შვილიშვილებს ეხმარება კარგ და კეთილ ადამიანებად ჩამოყალიბებაში.

3. ბებიებთან და ბაბუებთან მეგობრობა ეიჯიზმზე საუკეთესო აცრაა.

ოდესღაც ყველა დავბერდებით და არავის სურს ხანდაზმულ ასაკში ეიჯიზმს (უარყოფითი დამოკიდებულება უფროსი ასაკის ადამიანებისადმი, ასაკის მიხედვით დისკრიმინაცია) წააწყდეს.

კვლევის შედეგების თანახმად, ბავშვები, რომელთაც ახლო ურთიერთობა აქვთ ბებიებთან და ბაბუებთან, უფრო ნაკლებად ექვემდებარებიან ეიჯიზმს და ხანდაზმული ადამიანების მიმართ თბილი დამოკიდებულება აქვთ.

4. მოხუცებისა და ზრდასრული შვილიშვილების ახლო ურთიერთობა იცავს დეპრესიისგან.

ემოციური სიახლოვე უფროსი თაობისა და უკვე წამოზრდილ შვილიშვილებს შორის აქვეითებს დეპრესიის რისკს როგორც ასაკოვნებში, ისე ახალგაზრდებში.

ამერიკული კვლევის მონაცემების მიხედვით, შვილიშვილებთან ურთიერთობა ემოციურად აძლიერებს მოხუცებს, ხოლო ახალგაზრდებს ბებიების და ბაბუების რჩევები ეხმარება ტონუსში ყოფნისთვის და ჩუქნის სიყვარულს.

5. შვილიშვილების აღზრდა ბებიებსა და ბაბუებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს.

ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც ბავშვების აღზრდაში აქტიურად მონაწილეობენ, უფრო დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ. შვილიშვილების აღზრდა ბებიებს და ბაბუებს ააქტიურებს, უვარჯიშებს ინტელექტს და უფრო მდგრადს ხდის სტრესისადმი. საშუალოდ, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 5 წლით იზრდება.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჩემი მეგობარი საინტერესო, კომუნიკაბელური, მომხიბვლელი პიროვნებაა და მუდამ ყურადღების ცენტრშია, მე კი მეჩვენება, რომ მის ფონზე ვიკარგები...
ყველა ქალს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. თუმცა, ბევრს მოსწონს ტანჯულის როლში ყოფნა და უმეტეს შემთხვევაში ხელიდან უშვებს ბედნიერების შანსს.
ის, ვინც ამტკიცებს, რომ ყოველთვის მართალს ამბობს, უკვე ცრუობს – ცხოვრებაში ხომ ხშირად ხდება ისე,
თითქოს შვებულებიდან სამსაურში გასვლა არ უნდა იყოს რთული პროცესი.
მე ახლა მოვყვები ამბავს, რომელსაც თავის დროზე ტაბუ დავადე ისევ იმისთვის, რომ ჩემი შვილების ფსიქიკას გავფრთხილებოდი.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად