პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

თუმცა არც ასეთი ვარიანტია გამორიცხული: ეს ყმაწვილი ან ვერ ხვდება გადაკრულ ნათქვამს, ან იმდენად მოუქნელია, რომ ვერ ახერხებს, პაემანის გადატანა შემოგთავაზოთ. თუ გსურთ, ყველაფერს ბოლომდე მოჰფინოთ ნათელი, უნდა გარისკოთ და პირდაპირ ჰკითხოთ, რას ფიქრობს თქვენზე.

 

ძალიან მიჭირს მამაკაცებთან ურთიერთობა. ამ პრობლემას განქორწინების შემდეგ შევეჯახე. მამაკაცებთან ნორმალურად საუბარიც კი არ შემიძლია - ვხდები უხეში, ენამწარე. მაშინაც კი, როცა მამაკაცი მომწონს. არადა, ძალიან მინდა ახალი ცხოვრება დავიწყო...

როდესაც სიმპათიურ მამაკაცს ხვდებით, მაშინვე იწყებს მოქმედებას თავდაცვითი რეაქცია. ენამწარობა და სარკაზმი გეხმარებათ, ახლოს არ მოუშვათ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, ტკივილი მოგაყენონ. მამაკაცებმა თქვენი ნდობა დაკარგეს. სასურველია, მიმართოთ ფსიქოლოგს, მანამდე კი თუ მომხიბვლელ მამაკაცს შეხვდებით, ეცადეთ დაივიწყოთ, რომ მოგწონთ, ისე მოიქეცით, თითქოს სრულიად გულგრილი იყოთ მის მიმართ. ყველა ქალშია მსახიობი. გააღვიძეთ საკუთარ თავში ეს ნიჭი! ასე საუბარიც და ურთიერთობაც უფრო გაგიადვილდებათ.

 

ჩემს სამსახურში დილაობით თათბირები იმართება, რაც ჩემთვის სერიოზული გამოცდაა. ეს იმიტომ, რომ ჭოტი ვარ და, ჩვეულებრივ, ნაშუაღამევს ვიძინებ, დილის ცხრაზე კი უკვე სამსახურში უნდა ვიყო. ამის გამო მუდამ გამოუძინებელი ვარ, ფერი მიმდის და თვალის უპეები ჩაშავებული მაქვს. შესაძლებელია თუ არა შინაგანი რიტმის შეცვლა?

არსებობს სამი ვარიანტი: პირველი - მიაჩვიოთ საკუთარი თავი ადრე დაწოლას და ადრე ადგომას. ეს თანდათანობით უნდა გააკეთოთ. მაგალითად, ყოველ კვირას თქვენი გრაფიკი 10 წუთით წინ წასწიოთ. მეორე - შეადგინოთ საკუთარი ცხრილი. ვთქვათ, დაბრუნდებით სამსახურიდან თუ არა, მაშინვე დაიძინებთ. ღამით გაიღვიძებთ, მიხედავთ თქვენს საქმეებს, შემდეგ ცოტა ხნით ისევ ძილს მიეცემით, შემდეგ კი სამსახურში წახვალთ. ცხოვრების ასეთი სტილი ყოველთვის მისაღები არ არის, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ასეთ რეჟიმში თავს კომფორტულად გრძნობს. და მესამე - მოძებნოთ ისეთი სამსახური, რომელიც ოფისში მუდმივად ყოფნას არ მოითხოვს. თავისუფალი გრაფიკი სწორედ სათქვენოა.

 

როდესაც ჩემი ძმა მძიმე ოპერაციის გასაკეთებლად საავადმყოფოში დაწვა, გადავწყვიტეთ, ეს ბებიისთვის დაგვემალა - ისედაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს და ზედმეტი განცდები არაფერში სჭირდებოდა. ვუთხარი, რომ ჩემი ძმა მივლინებით საზღვარგარეთ გაემგზავრა, მაგრამ ბებიამ ყველაფერი შეიტყო და ძალიან ეწყინა, რომ სიმართლე დავუმალეთ. როგორ ავუხსნა, რომ ასე კეთილი განზრახვით მოვიქეცით?

თქვენ და თქვენს ძმას ნამდვილად გაქვთ უფლება გადაწყვიტოთ, რა უთხრათ და რა დაუმალოთ ბებიას, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მოხუცი მოატყუეთ. ასე რომ, ტყუილის გამო ბოდიში უნდა მოიხადოთ. მოტივები, რომლებითაც თქვენ ხელმძღვანელობთ, სავსებით გასაგებია, მაგრამ ბებიას ალბათ ისეთი განცდა აქვს, რომ თქვენდამი ნდობა დაკარგა. ბუნებრივია, ეს საწყენია, ამიტომ თქვენ და თქვენი ძმა მას უაღრესად თბილად, ყურადღებით უნდა მოექცეთ, გამოიჩინოთ მზრუნველობა და მოთმინება, დაიბრუნოთ დაკარგული ნდობა და ურთიერთობაც ადრე თუ  გვიან მოგვარდება. მოსიყვარულე ბებია ყოველთვის მზად არის, გაგიგოთ და მოგიტევოთ.

 

ორი წლის წინ გოგონა ვიშვილეთ (მაშინ ის 5 წლისა იყო). ჩვენს შორის მაშინვე კარგი ურთიერთობა დამყარდა. ბავშვი თბილი და ალერსიანია, ხშირად გვკოცნის და გვეხვევა, მაგრამ სასკოლო ზეიმების დროს ძალიან უცნაურად იქცევა - ყოველთვის უკმაყოფილო იერი აქვს და თავი ისე უჭირავს, თითქოს ჩვენ იქ არ ვიყოთ. ვკითხე, რატომ იქცევა ასე. მიპასუხა, რომ რცხვენია, მაგრამ არ ამბობს, ვისი ან რისა. ეს ამბავი მაშფოთებს. მაინც, რა ხდება მის თავს?

ასეთი ქცევის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად, რომელიმე პედაგოგის გაუფრთხილებელი შენიშვნა ან ის, რომ პატარამ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ გამოხატოს საკუთარი გრძნობები. ბავშვები ხშირად ვერ აცნობიერებენ თავიანთი ქცევის მოტივებს, სამაგიეროდ, ისინი შეიძლება თამაშის დროს გამოხატონ, ამიტომ ეცადეთ, მოახდინოთ იმ სიტუაციის მოდელირება, რომელიც ასე გაღელვებთ: შესთავაზეთ გოგონას თოჯინებით თამაში და ფრთხილად ჩართეთ თამაშის სიუჟეტში სასკოლო ზეიმის თემა. ამასთან, თქვენმა თოჯინამ ორი როლი უნდა შეასრულოს: დედისა და თქვენი გოგონას თოჯინის მეგობრისა. როცა იმ უსიამოვნო სიტუაციას მიუახლოვდებით, ჰკითხეთ გოგონას თოჯინას მეგობრის პირით, რატომ იქცევა ზეიმზე ასე. ყურადღებით მოისმინეთ პასუხი - იქნებ გაიგოთ, რა აწუხებს ბავშვს. შეიძლება კიდევ ერთი ხერხის გამოყენება: ეცადეთ, სასკოლო ზეიმზე ისე მოიქცეთ, თითქოს ვერ ამჩნევდეთ თქვენი გოგონას შეცბუნებას. გამოამჟღავნეთ მისდამი სიყვარული, შეაქეთ კარგი გამოსვლისთვის. ვფიქრობ, ბავშვი თანდათან დაძლევს სიმორცხვეს და თქვენს პოზიტიურ განწყობას გაიზიარებს.

 

mkurnali.geჩემი 5 წლის გოგონა ძალიან მოუქნელია, თანაც არაფრის გაკეთება არ სურს - არ ალაგებს თავის სათამაშოებს, მაგიდაზე ტოვებს ჭიქასა და თეფშს, როცა იხდის, ტანსაცმელს იატაკზე ყრის. როგორ მივაჩვიო წესრიგს? იქნებ სჯობს, არ დავაძალო საშინაო საქმეების კეთება, სანამ თვითონ არ მოინდომებს?

თავდაპირველად მოიფიქრეთ, რა შეიძლება გააკეთოს სახლში თქვენმა გოგონამ. მშვიდად აუხსენით ბავშვს, რომ ძალიან იღლებით და ამიტომ სთხოვთ დახმარებას. შეადგინეთ რამდენიმეპუნქტიანი სია და შესთავაზეთ, ამ სიიდან თვითონ ამოირჩიოს ორი პუნქტი. შემდეგ მშვიდად შეახსენეთ, რის გაკეთება დაავიწყდა, აუხსენით, რა საჭიროა სათამაშოების ყუთში ჩალაგება და გასარეცხი თეფშის ნიჟარაში ჩადება. უარი უთხარით ერთად თამაშზე, ვიდრე თავის მოვალეობას არ შეასრულებს.