გამოცდები და ფსიქოფიზიოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

გამოცდები და ფსიქოფიზიოლოგიური პრობლემები

გამოცდები და ფსიქოფიზიოლოგიური პრობლემები
ზაფხულის დასაწყისი ბევრი ადამიანისათვის გამოცდების ციებ-ცხელებას უკავშირდება. იწყება მშფოთვარე პერიოდი მოსწავლეების, აბიტურიენტების, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის.

გამოცდა ერთგვარი სტრესიც არის, ადამიანთა უმეტესობა მას საკმაოდ განიცდის. იწყება გარკვეული ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური პრობლემები, მწვავდება დაავადებები. წინასაგამოცდო პერიოდში სტრესის სიმპტომები ასეთია: მომატებული შფოთვა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, დათრგუნულობის განცდა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, მადის დაკარგვა ან ზეაქტიურობა, ხელის კანკალი, ოფლიანობა, გულის აჩქარება, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, პანიკის შეგრძნება. თუ მოზარდს სტრესის სიმპტომები გამოკვეთილი აქვს, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის ნევროლოგს ან ფსიქოთერაპევტს მიმართოთ. ისინი შეაფასებენ
მის ფსიქოემოციურ მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამის მკურნალობას დაუნიშნავენ.

XXI საუკუნის დასაწყისში მეცნიერებმა აღმოაჩინეს სტრესული ეფექტი, რომელიც ძალზე უარყოფითად მოქმედებს აბიტურიენტის ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ სისტემებზე. გამოცდები, უპირველესად, ლაბილური ნერვული სისტემის მქონე ადამიანებზე ზემოქმედებს ნეგატიურად.

ამ ტიპის წარმომადგენლებს გააჩნიათ აღგზნებადობის, არამდგრადობის, გადაღლილობისა და გამოფიტულობის შეგრძნებები, რაც
ადამიანს სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში უშლის ხელს. გამოცდა ძალიან დიდ ტრავმას აყენებს მოსწავლეს, რაც იწვევს მოტორიკის აღგზნებას და ფსიქონევროზს. ასეთ დროს, ყველაზე მეტად ქცევის მექანიზმი ირღვევა და აბიტურიენტისგან დადებითი შედეგების მიღება შეუძლებელი ხდება. გამოცდების წინ საკმაოდ დიდ დარტყმას ქცევის მექანიზმი იღებს: ირღვევა ასოციაციური პროცესები, რომლებიც ფიქრისა და აზროვნების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ქვეითდება მახსოვრობის და ინტელექტუალური საქმიანობის შესაძლებლობა. კოორდინაცია ნელდება და მსგავსი სიტუაცია შესაძლებელია თვეების ან წლების მანძილზე გაგრძელდეს.

კვლევების მიხედვით დამტკიცდა, რომ გამოცდების წინ ირღვევა გულის ნორმალური ფუნქციობა, არტერიული წნევა, სისხლის მოძრაობა და სუნთქვის სიღრმე. თუმცა მეცნიერების გარკვეული კატეგორია ამტკიცებს, რომ გამოცდის წინა სტრესი ადამიანის ჯანმრთელობასა და ორგანიზმის ნორმალურ მუშაობაზე დადებითად მოქმედებს და სტრესულ სიტუაციასთან შეგუების საუკეთესო საშუალებაა.

ტერმინი „სტრესი“ ინგლისური წარმომავლობისაა და „დაძაბულობას“ ნიშნავს. მისი სიმპტომებია დეპრესია ან გუნება-განწყობილების სწრაფი ცვლა, უძილობა ან ძილიანობა, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა, გაფანტული ყურადღება, კიდურების კანკალი, შრომის უნარის დაქვეითება, ჭარბი ოფლიანობა, მადის დაკარგვა, სისუსტე, ასთმური შეტევები, მონელების სისტემის მოშლა და სხვ. დროში გახანგრძლივებული სტრესი არაადეკვატურ ქცევას იწვევს, ააქტიურებს არსებულ დაავადებებს. როგორც კი სტრესის ნიშნებს შეამჩნევთ, მაშინვე უნდა შეებრძოლოთ.

საგამოცდო სტრესს ყველაზე ხშირად ნაკლები თავდაჯერებულობა განაპირობებს.

ახალგაზრდა პანიკაშია, ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში, ცოდნის ხარისხში. ამ მომენტში მნიშვნელოვანია მასწავლებლებისა და მშობლების თანადგომა, რომლებიც ხშირად სიტუაციას უარესად ძაბავენ – ზედმეტად აქცენტირდებიან საკუთარ წარმატებულ გამოცდილებაზე, აშინებენ შვილს იმით, რომ თუ „კარგად ვერ ჩააბარებს, ცხოვრებაში არაფერი გამოუვა“.

მშობლებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ მისაღები გამოცდების პერიოდი მართლა მძიმეა. მრავლად არსებობს იმის მაგალითი, როგორ დაუზიანებია სტრესის გამო თავი ახალგაზრდას, ზოგს სუიციდის მცდელობაც ჰქონია, რადგან მშობლებს იმედი გაუცრუა. უნდა გვახსოვდეს, რომ რეალური გამოცდილება სხვაგვარია – წითელი დიპლომი და ოქროს მედალი სულაც არ არის თავბრუდამხვევი კარიერული ზრდის გარანტი.

ყველასთვის ცნობილია შიშის გრძნობა, რომელიც გამოცდის წინ გეუფლება. უდავოა, რომ გამოცდა ყოველთვის სტრესია, რომელსაც ადრენალინის ამოფრქვევა ახლავს. გარდა ამისა, გამოცდის დაწყებამდე იზრდება მღელვარება, ოფლიანობა, მუხლების კანკალი, ზოგს კი კუჭ-ნაწლავის პრობლემება ექმნება.

სასურველია, ყველამ გაითვალისწინოს, რომ შიშის დასაძლევად გამოყენებული ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატი, დამშვიდების გარდა, „დაამუხრუჭებს“ ყველა რეაქციას, მათ შორის, აზროვნების პროცესსაც. ყველაზე სწორი გამოსავალი თავის მართვაა. პირადი გამოცდილებაც ხომ გიჩვენებთ - მერხს რომ მიუჯდები და შესასრულებელ დავალებას გაეცნობი, მღელვარება, კანკალი და სხვა სახის პრობლემა გადაივლის. ჩვენ კი გირჩევთ - თუ გსურთ ამგვარი უსიამოვნო გამოვლინებების არიდება, აუცილებლად უნდა დაეუფლოთ ემოციების კონტროლის ტექნიკას.

გაითვალისწინეთ, რომ გამოცდის ჩაბარების პროცესში წარმოქმნილმა სტრესულმა მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების დაქვეითება. ამის გამო, თუ ვერ შეძლებთ სტრესების დაძლევას, მოიმატებს შიშის გრძნობა და მოგეჩვენებათ, რომ მომზადების მიუხედავად, არაფერი იცით. ეს ფაქტორი იმით აიხსნება, რომ გამოცდის შიშის გამო ადამიანი უკიდურესად დაძაბულია და მისი ემოციური სფერო ბლოკავს ყურადღების, მეხსიერებისა და აზროვნების უნარს.

რა ფაქტორები განაპირობებს გამოცდების დროს სტრესის წარმოქმნას:

  • ცუდი ნიშნის მიღების შიში.
  • ნასწავლი მასალის დავიწყება.
  • საკუთარ თავში დაურწმუნებლობა.
  • ფიზიკური დაძაბულობა.
  • არასრულყოფილი ცოდნა.

საგამოცდო სტრესთან გასამკლავებლად შეგიძლიათ მარტივი რჩევების გათვალისწინება:

  • უპირველესად - მოსწავლე უნდა განეწყოს გამარჯვებისთვის.
  • გამოცდის დროს არ იფიქროს შეცდომის დაშვებაზე.
  • საკუთარ თავს უნდა „შეუძახოს“.
  • იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაკლებად გაუმართლა და ბევრი ქულა ვერ დააგროვა, არავინ დასჯის, დედამიწა უკუღმა არ დატრიალდება, მშობლებს და მეგობრებს ნაკლებად არ ეყვარებათ. ყველაფერი გამოსწორდება.
  • გამოცდებისთვის მზადება ახალგაზრდამ რამდენიმე თვით ადრე უნდა დაიწყოს. ეს კომფორტისა და სიმშვიდის განცდას მიანიჭებს.
  • აკონტროლეთ, რომ ძალიან არ გადაიტვირთოს.
  • მეცადინეობის პირველი საათები იმ საკითხების სწავლას უნდა დაუთმოს, რომლებშიც მოიკოჭლებს.
  • სთხოვეთ, მეცადინეობის დროს ხშირად დაისვენოს, რომ ფიზიკურად არ გამოიფიტოს.
  • პატარა ხრიკი იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სუსტი მეხსიერება აქვს: დაწერეთ „შპარგალკები“, ოღონდ არა გამოცდაზე გამოსაყენებლად. უბრალოდ, წერის დროს ადამიანთა უმრავლესობა გაცილებით უკეთესად იმახსოვრებს მასალას.
  • გამოყავით მასალის მთავარი თეზისები. ეს მოგეხმარებათ გავლილი გაკვეთილის გახსენებაში.
  • აბიტურიენტმა არაფერი უნდა დაიზეპიროს. ჯობს, მასალა გაიაზროს და ისე აითვისოს. თუ რაიმე არ ესმის, დაეხმარეთ. თუ თვითონ ერიდება, თავად ჰკითხეთ მასწავლებელს.

სტრესის წარმოქმნის ერთ-ერთი ფაქტორი უარყოფითი განცდებია. სტრესი სერიოზული გამოცდაა ნერვული სისტემისათვის. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ მცირე დოზით სტრესი აუცილებელიცაა. ის პრობლემების წარმოქმნის პირველ სიგნალს იძლევა, აქვს გამაფრთხილებელი ეფექტი. მცირე სტრესის გამო ორგანიზმი ადრენალინის დოზას იღებს და „ფორმას“ ინარჩუნებს.

სტრესის ყველაზე ნეგატიური შედეგი ჟანგბადის უკმარისობაა. ამან შეიძლება გაბრუება, თავბრუხვევა გამოიწვიოს, რაც აბიტურიენტის შრომის უნარს აფერხებს. სამეცადინო გარემო ხშირად უნდა განიავდეს. სხვათა შორის, სტრესულ სიტუაციებში ექიმები მთქნარებას ურჩევენ, მეტი ჰაერის შესასუნთქად.

გამოცდების პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ჯანსაღ კვებას სჭირდება. მოერიდეთ ზედმეტად კალორიულ ან ცხარე კერძებს. სასურველია ბევრი ხილ-ბოსტნეულის ან ვიტამინების მიღება.

აბიტურიენტები ხშირად უჩივიან უძილობის პრობლემას. იდეალურ შემთხვევაში, კარგი იქნებოდა ერთსა და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება. ძილის წინ დამაშვიდებლად მოქმედებს თბილი აბაზანა, წყნარი მუსიკა, მსუბუქი წახემსება ან ჭიქა რძე.


როგორ ვისწავლოთ ემოციების გაკონტროლება?


გამოცდამდე და უშუალოდ გამოცდის წინ დადექით ხოლმე სარკესთან და ეცადეთ დაირწმუნოთ თავი: „მე ძლიერი ვარ, მზად ვარ გამოცდისთვის! ყველაფერი გამომივა!“ შეეცადეთ მიაღწიოთ სხეულის სიმშვიდეს - რამდენჯერმე მოადუნეთ, შემდეგ კი დაძაბეთ ხელის მტევნები, ტერფები და თვალები. გულში მშვიდად დაითვალეთ ათამდე, შემდეგ კვლავ დაითვალეთ, ოღონდ უკუთვლით. ეს ხერხი ქმნის სწრაფი დამშვიდების შესაძლებლობას.

დასამშვიდებლად ეფექტურია სუნთქვითი ვარჯიშიც: ჩაისუნთქეთ (დაითვალეთ ერთიდან რვამდე) - გააკეთეთ პაუზა (ოთხამდე თვლით), ამოისუნთქეთ (რვამდე დათვლით).

შიშის დაძლევის კიდევ ერთი ხერხი არსებობს და ის მეხსიერებიდან არასასიამოვნო ემოციების განდევნა და სასიამოვნო განცდებით მათი ჩანაცვლებაა. იფიქრეთ იმაზე, რომ გამოცდა არ არის ცხოვრების დასასრული, არამედ დასაწყისი და პირველი ნაბიჯია.

თქვენ ხომ გჯერათ - წინ მრავალი სიახლე და საინტერესო ამბავი გელით!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
რეკომენდებული პროდუქტები
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
დედებს და მამებს შეიძლება მშობლებთან რთული ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ბებიებისა და ბაბუების შვილიშვილებთან დამოკიდებულებაზე.
სტრესი სამსახურში XXI საუკუნის ნამდვილი ეპიდემიაა. საოფისე ტიპის სამსახურების თანამშრომელთა მესამედზე მეტი პერმანენტულ
პირველ ხანებში ერთად ცხოვრება ბედნიერებას გვანიჭებს.
როცა ახლობლის შესახებ რაღაც ვიცით, რაც მისთვის უცნობია, ამ ინფორმაციას ხშირად საიდუმლოდ ვინახავთ,
სო­ფელ აღა­ი­ან­ში 16 წლის ბავ­შვი, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად დედა იყო, სა­კუ­თა­რი 7 თვის შვი­ლის მკვლე­ლი გახ­და. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან
სასიყვარულო სამკუთხედების უნივერსალური „თეორემა“, რომელიც ცხოვრების ყველა შემთხვევას მიესადაგება, არ არსებობს.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად