ღალატი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ღალატი

ღალატი
სასიყვარულო სამკუთხედების უნივერსალური „თეორემა“, რომელიც ცხოვრების ყველა შემთხვევას მიესადაგება, არ არსებობს. თუ ასეთ უსიამოვნო სიტუაციას შეეჯახეთ, უნდა მიაგნოთ მომხდარის მიზეზს. სხვაგვარად როგორ მოაგვარებთ ურთიერთობას და სამომავლოდ აიცილებთ ღალატს?


მაინც რატომ გვატყუებენ მამაკაცები?

აი, ხუთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი:

1. კაცს სურს, აიმაღლოს თვითშეფასება

როგორ დავუმტკიცოთ მამაკაცთა ახალ კომპანიას „პროფვარგისობა“? ბევრს ამის საუკეთესო საშუალებად ღალატი მიაჩნია. რაც მეტ ქალს ჩაიწვენს ლოგინში, მით უფრო ემატება თავდაჯერება. ღალატის ეს ტიპი შეიძლება მავნე ჩვევებს მივაკუთვნოთ - ისინი ხომ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარება კაცებს: მოწევა ამშვიდებს, ალკოჰოლი
აბუნდოვანებს აღქმას. სხვა ქალთან სექსი კი მამაკაცს პირადი პრობლემების გადალახვას უადვილებს. მაგალითად, მაშინ, როცა ურთიერთსაპირისპირო გრძნობები ტანჯავს: ერთი მხრივ, სურს ყოვლისმომცველი სიახლოვე თქვენთან, მეორე მხრივ კი, უფრთხის თავისუფლების დაკარგვას. ამიტომაც დარბის აქეთ-იქით. ღალატში ეძებენ შვებას სუსტი ნებისყოფის, სხვის გავლენას დაქვემდებარებული მამაკაცები. ასეთი ქცევის მიღმა მტკიცე
ფასეულობების უქონლობა, უსუსურობა იმალება.

რა ვიღონოთ?

თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, ხანგრძლივი ერთობლივი მუშაობა მოგიწევთ: მოიკრიბეთ მოთმინება და გამჭრიახობა, რომ გაარკვიოთ, რა აწუხებს მას, მერე კი ერთად იპოვეთ გამოსავალი.


2. სად ხარ, ჩემო საყვარელო?

გაგიგონიათ ოდესმე, როგორ ყვირის იმედგაცრუებული მამაკაცი, რომელმაც ვერ შეძლო სატრფოს გულის მონადირება? ალბათ, არა. იმიტომ რომ მამაკაცები, ჩვეულებრივ, არ ყვირიან. ისინი ჩუმად აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ, რომ ქალების ყურადღება მიიპყრონ. ღალატობენ კიდეც. ლოგიკა მარტივია: მამაკაცს მიაჩნია, რომ როცა სხვა ქალთან დაინახავთ, ინანებთ, რომ მის სიყვარულს არ აფასებდით და ეგებ ჰგონია კიდეც, რომ იბრძოლებთ მის დასაბრუნებლად. ზოგჯერ ღალატი თავისებური სიგნალია, რომლითაც მამაკაცი შველას ითხოვს. ის ამგვარად ცდილობს მიგახვედროთ, რომ დროა, ურთიერთობაში რაღაც შეიცვალოს, რათა დაბრუნდეს ადრინდელი გრძნობა და ვნება. „განა არ შეიძლებოდა ამის შესახებ ადამიანურად საუბარი?“ - იკითხავთ თქვენ. რა თქმა უნდა, უმრავლესობა ასეც იქცევა, თუმცა, კაცი ხშირად თვითონაც ვერ აცნობიერებს, რა არ მოსწონს ამ ურთიერთობაში.

როგორ მოვიქცეთ?

უთხარით თქვენს საყვარელ მამაკაცს, როგორ გატკინათ გული იმით, რომ ზემოქმედების სწორედ ასეთი გზა აირჩია და შეეცადეთ გაარკვიოთ, მაინც რას ეძებდა სხვა ქალის მკლავებში. ახალ შეგრძნებებს? მაინც როგორს? თუ მოინდომებთ, ალბათ შეძლებთ, თქვენს ურთიერთობას ფერები შემატოთ, ახალი განცდებით აავსოთ.


3. შურისძიება

ზოგიერთი კაცი ადვილად ვერ ივიწყებს წყენას, ბოღმიანია, თავმოყვარე. ამასთან, კაცების საზოგადოებაში მიღებულია, სამაგიერო გადაუხადონ მას, ვინც აწყენინა, ქალსაც კი, ოღონდ ამ შემთხვევაში ურტყამენ არა სახეში, არამედ ნერვებზე. ასეთი რა შეიძლება დააშავოს ახალგაზრდა ქალმა, რომ პარტნიორს შურისძიების სურვილი აღუძრას? მაგალითად, მოატყუოს ან აფიქრებინოს, რომ თვითონვე უღალატა. ამ შემთხვევაში მამაკაცი სამაგიეროს გადახდას ეცდება, თანაც მოინდომებს, დაუმტკიცოს ყველას და საკუთარ თავსაც, რომ ქალის საქციელს სრულიადაც არ აუღელვებია - ის საკუთარი თავის ბატონ-პატრონია და თვითონვე წყვეტს, ვისთან დაწვეს და ვისთან - არა. პრინციპი, „თვალი თვალის წილ“, განსაზღვრავს მის ქცევას.

რა მოვიმოქმედოთ?

თუ მართლაც მიეცით საყვარელ მამაკაცს ეჭვიანობის საბაბი, ესაუბრეთ გულახდილად, აუხსენით თქვენი ქცევის მიზეზი. გახსოვდეთ, მისი ღალატი არ არის ახალი სიყვარულის პოვნის მცდელობა, ეს შეურაცხყოფილი ადამიანის სასოწარკვეთილი ნაბიჯია. თუ ბრალი არაფერში მიგიძღვით, კარგად დაფიქრდით - ეჭვიანი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ამავე დროს შურისმაძიებელიც არის, არც სხვა დროს მოგასვენებთ თავისი ეჭვიანობით.


4. დასანანი შემთხვევითობა

კაცი მივლინებაში წავიდა, გაიცნო სასიამოვნო ახალგაზრდა ქალი, გაჩაღდა ხანმოკლე რომანი... ან კორპორაციული წვეულების შემდეგ კოლეგასთან ერთად გაეღვიძა... ასეთი ღალატი „შემთხვევითია“, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად გულსატკენია მისთვის, ვისაც უღალატეს.

რა ვქნათ?

ზოგჯერ მამაკაცი ყველაფერში „იმ ქალს“ ადანაშაულებს. ეს ნიშნავს, რომ ის მზად არ არის, პასუხი აგოს თავის გადაწყვეტილებებზე და, სავარაუდოდ, ვერც შემდგომ ითვირთავს პასუხისმგებლობას. მას არ შესწევს უნარი, დაუფიქრდეს თავის საქციელს და მის შედეგებს. თუ მამაკაცი აღიარებს შეცდომას და სინანულს გამოხატავს, ისღა დაგრჩენიათ, აპატიოთ. აგრძნობინეთ, რა ძლიერ ხართ შეურაცხყოფილი, ოღონდ ზედმეტი ისტერიკის გარეშე. იპოვეთ საკუთარ თავში ძალა და მიიღეთ მისი საქციელი როგორც უკვე მომხდარი ფაქტი, რომელსაც თქვენს პიროვნებასთან კავშირი არ აქვს - ის ხომ გეფიცებათ, რომ მხოლოდ თქვენ უყვარხართ.


5. კულმინაცია და კვანძის გახსნა

დაშორება ყოველთვის ადვილი არ არის. სიბრალულის ან ჩვევის გამო მამაკაცი აგრძელებს ერთ ქალთან შეხვედრას, მაგრამ მეორეზე ფიქრობს.

რა ვიღონოთ?

უნდა გაუშვათ, სასურველია, მშვიდობიანად, და აგრძნობინოთ, რომ ოთხივ კუთხით გზა ხსნილი აქვს. რა თქმა უნდა, ეს ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯერ კიდევ გიყვართ. მზად ხართ, აპატიოთ კიდეც, მაგრამ... საქმე ის არის, რომ მას პატიება არ სჭირდება - ურთიერთობის დასრულება სურს, ამიტომ კიდევ და კიდევ შეეცდება განხეთქილების პროვოცირებას. ტკივილს ამძაფრებს იმის ცოდნა, რომ მან უბრალოდ კი არ მიგატოვათ, არამედ სხვასთან მიდის. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქალი გჯობიათ? ეცადეთ, მოიშოროთ ამგვარი ფიქრი - ურთიერთობა ასეთ მარტივ სიდიდეებზე არ დაიყვანება. უბრალოდ, მამაკაცი თვითონვე შეიცვალა და იპოვა ადამიანი, რომელთანაც ამ ეტაპზე სურს სიახლოვე. ეს შესანიშნავი მოტივია, თვითონაც შეიცვალოთ, თვალი გადაავლოთ თქვენს ურთიერთობებს, დამოკიდებულებებს, ფასეულობებს და გაიზარდოთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
რეკომენდებული პროდუქტები
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
დედებს და მამებს შეიძლება მშობლებთან რთული ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ბებიებისა და ბაბუების შვილიშვილებთან დამოკიდებულებაზე.
სტრესი სამსახურში XXI საუკუნის ნამდვილი ეპიდემიაა. საოფისე ტიპის სამსახურების თანამშრომელთა მესამედზე მეტი პერმანენტულ
პირველ ხანებში ერთად ცხოვრება ბედნიერებას გვანიჭებს.
როცა ახლობლის შესახებ რაღაც ვიცით, რაც მისთვის უცნობია, ამ ინფორმაციას ხშირად საიდუმლოდ ვინახავთ,
ზაფხულის დასაწყისი ბევრი ადამიანისათვის გამოცდების ციებ-ცხელებას უკავშირდება.
სო­ფელ აღა­ი­ან­ში 16 წლის ბავ­შვი, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად დედა იყო, სა­კუ­თა­რი 7 თვის შვი­ლის მკვლე­ლი გახ­და. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად