"ზოგიერთი ამ ასაკში ჯერ კიდევ ეზოში თამაშობს" - როგორ აფასებენ ფსიქოლოგები და უფლებადამცველები აღაიანში მომხდარ ტრაგედიას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

"ზოგიერთი ამ ასაკში ჯერ კიდევ ეზოში თამაშობს" - როგორ აფასებენ ფსიქოლოგები და უფლებადამცველები აღაიანში მომხდარ ტრაგედიას

"ზოგიერთი ამ ასაკში ჯერ კიდევ ეზოში თამაშობს" - როგორ აფასებენ ფსიქოლოგები და უფლებადამცველები აღაიანში მომხდარ ტრაგედიას
სო­ფელ აღა­ი­ან­ში 16 წლის ბავ­შვი, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად დედა იყო, სა­კუ­თა­რი 7 თვის შვი­ლის მკვლე­ლი გახ­და. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­მა­ლუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი დედა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს, გო­გო­ნამ კი სა­კუ­თა­რი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს საქ­მის დე­ტა­ლე­ბი გა­ან­დო. არას­რულ­წლო­ვანს, სულ მცი­რე, 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ის­ტო­რია, რო­მელ­მაც თა­ვი­სი უმ­ძი­მე­სი სცე­ნა­რით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა, მოკ­ლედ სწო­რედ ასე ჟღერს. და­ნა­შა­უ­ლი სა­ხე­ზეა, დამ­ნა­შა­ვე კი ცნო­ბი­ლი და და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი.

მაგ­რამ არის თუ არა 16 წლის გო­გო­ნა ამ ის­ტო­რი­ის ერ­თა­დერ­თი დამ­ნა­შა­ვე და აქვს თუ არა ამ მე­დალს მე­ო­რე მხა­რეც?!
- ფსი­ქო­ლო­გებ­მა, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა და გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტებ­მა ამ ტრა­გი­კულ ის­ტო­რი­ა­ში ბევ­რი სხვა კომ­პლექ­სუ­რი პრობ­ლე­მაც და­ი­ნა­ხეს, რო­მე­ლიც არც ამ არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა­თი და­წყე­ბუ­ლა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, არც მი­სით დას­რულ­დე­ბა.

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სხვა­დას­ხვა უწყე­ბის მხრი­დან 16 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი გო­გო­ნას ე.წ ქორ­წი­ნე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბი­სა და მრა­ვა­ლი სხვა ადა­მი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი
სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წა­მოჭ­რა, ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი გო­გო­ნას ახ­ლობ­ლებ­სა და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას ერთ კი­თხვას უს­ვამს - რა­ტომ არ ჰქონ­დათ მათ დრო­უ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია?

"16 წლის ბავ­შვის მშო­ბე­ლი რას ამ­ბობს, არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვი რა­ტომ ცხოვ­რობ­და უცხო კაც­თან? მე­ურ­ვე სად იყო? მისი კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი? ვინ იღებ­და ამ ბავ­შვთან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას? რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და არას­რულ­წლო­ვანს მე­ურ­ვის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის გა­რე­შე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი? სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი რო­გორ ამო­ნი­ტო­რინ­გებ­და უცხო ადა­მი­ან­თან მცხოვ­რებ ბავ­შვს? სკო­ლა რო­გორ აქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას? სამ­შო­ბი­ა­რო? პე­დი­ატ­რი? მეან-გი­ნე­კო­ლო­გი? ექთა­ნი? თე­რა­პევ­ტი? ბავ­შვს ვინ გა­უ­კე­თა იმუ­ნი­ზა­ცია? და­რა­ჯი? მძღო­ლი? გვერ­დით მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლი? მას­წავ­ლე­ბე­ლი? დი­რექ­ტო­რი? სას­წავ­ლო ნა­წი­ლი? და მი­ლი­ო­ნი სხვა ადა­მი­ა­ნი... ყვე­ლამ გა­ა­კე­თა სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბა სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზე (16 წლის ქვე­მოთ ბავ­შვთან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა), რომ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბაც კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვაა? გა­ი­ნა­წი­ლეთ ახლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად, რამ­დენ­მა ასე­ულ­მა ადა­მი­ან­მა იცო­და, რომ ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვა ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მით და რა რის­კე­ბი ახ­ლავს ამას თან? რამ­დე­ნი ათა­სი ბავ­შვია ამა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და თვალს ხუ­ჭავთ?!", - და­წე­რა ანა არ­გა­ნაშ­ვილ­მა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა, რომ 16 წელს მი­უღ­წე­ველ ადა­მი­ან­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი სრულ­წლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის მხრი­დან არის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის სტა­ტუ­სით ფუ­თა­ვენ და თვალს ხუ­ჭა­ვენ - ივი­წყე­ბენ, იმის ანაც­ვლად, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დეთ, იმის ნაც­ვლად, რომ მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ბავ­შვებ­თან ფსი­ქო­ლო­გე­ბი მუ­შა­ობ­დნენ.

"რე­ა­გი­რე­ბა უნდა მოხ­დეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ანუ ბავ­შვე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო არ უნდა დარ­ჩნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი. არა­მარ­ტო ამ საქ­მე­ზე, ზო­გა­დად, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 წე­ლია ვსა­უბ­რობთ, მაგ­რამ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში ძა­ლი­ან ხში­რად წე­რია, რომ უწყე­ბამ იცის, არას­რულ­წლო­ვან­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის შე­სა­ხებ, თუმ­ცა რე­ა­გი­რე­ბა არ ხდე­ბა. სხვა­დას­ხვა ხვრე­ლებს პო­უ­ლო­ბენ, მა­გა­ლი­თად, ამ­ბო­ბენ, რომ სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა იცის და აცხა­დებს, რომ ბავ­შვი უბ­რა­ლოდ ცხოვ­რობს, რომ არ არის ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა და სხვა­დას­ხვა ნონ­სენ­სი. ეს არის ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი, რო­დე­საც ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვუ­ყუ­რებთ ბავ­შვე­ბის მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას და ამას ქორ­წი­ნე­ბას ვუ­წო­დებთ, რა­საც არა­ფე­რი არ აქვს სა­ერ­თო ქორ­წი­ნე­ბას­თან.

ყვე­ლა ძა­ლა­დო­ბას აქვს გავ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­ზე და რო­დე­საც სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვთა დაც­ვის სამ­სა­ხურს, რო­მე­ლიც არის სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, არ ჰყავს ფსი­ქო­ლო­გე­ბი, არ აქვს ეს სერ­ვი­სი", - ამ­ბობს ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი.

ის ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მა­თა ვრცელ სიას ასა­ხე­ლებს, რო­მე­ლიც კა­ნო­ნის უხე­ში დარ­ღვე­ვით იწყე­ბა და ბავ­შვის­თვის გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის წარ­თმე­ვით სრულ­დე­ბა: "წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბავ­შვე­ბი ხდე­ბი­ან სხვა ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი და ბავ­შვს არ აქვს სხვა ბავ­შვის მშობ­ლო­ბის რე­სურ­სი".

რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი ირი­ნა ტა­ბუ­ცი­ძე აღ­ნიშ­ნავს, 16 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი გო­გო­ნას ორ­გა­ნიზ­მი და, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ფსი­ქი­კა მზად არ არის დე­დო­ბის­თვის. ფსი­ქო­ლო­გის თქმით, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის მსხვერ­პლი ბავ­შვე­ბის ორ­გა­ნიზმს ჯერ ბო­ლომ­დე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაც არ აქვს დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ამი­ტომ ისე­თი სტრე­სი, რო­გო­რიც ორ­სუ­ლო­ბაა, ხში­რად ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის თა­ვად ორ­სუ­ლებ­საც და იშ­ვი­ა­თად სრულ­დე­ბა ჯან­მრთე­ლი ბავ­შვის და­ბა­დე­ბით.

ამას ემა­ტე­ბა სხვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც - ჩნდე­ბა ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - ღა­მის თე­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, ზრუნ­ვით, კვე­ბი­თა და ათა­სი სხვა რა­ღა­ცით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, ზედ­მე­ტი ტვირ­თია 16 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი გო­გოს­თვის, ზო­გი­ერ­თი ამ ასაკ­ში ჯერ კი­დევ ეზო­ში თა­მა­შობს. ხში­რად ასე­თი გო­გო­ე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბი ასე­ვე მცი­რე ასა­კი­სა­ნი არი­ან. მა­თაც უჭირთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა, აში­ნებთ მათ და, რო­გორც წესი, იკარ­გე­ბი­ან, ქრე­ბი­ან გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბი­დან. ყო­ვე­ლი­ვე ამას თან ერ­თვის სწავ­ლის ფაქ­ტო­რიც - ვე­ღარ ახერ­ხებს ქალი კარ­გი კი არა, მი­ნი­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­საც, ნა­ად­რე­ვად უწევს სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნა იმის­თვის, რომ ბავ­შვი არ­ჩი­ნოს (თუ სხვა ვინ­მე ზურგს არ უმაგ­რებს)", - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

ასეთ დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი და ოჯა­ხის თა­ნად­გო­მა, თუმ­ცა ფსი­ქო­ლო­გი ისეთ შემ­თხვე­ვებ­საც იხ­სე­ნებს, რო­დე­საც ად­რე­ულ ასაკ­ში და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს პრო­ტეს­ტი უჩ­ნდე­ბათ და ამ "სირ­ცხვი­ლის" თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მათ სახ­ლი­დან უშ­ვე­ბენ და ალალ­ბედ­ზე ტო­ვე­ბენ.

"ხში­რად ასე­თი თი­ნე­ი­ჯე­რი ორ­სუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან მარ­ტო სა­კუ­თარ პრობ­ლე­მას­თან და იმას, რაც ბუ­ნებ­რი­ვად სა­ნერ­ვი­უ­ლოა და შფოთ­ვას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ემა­ტე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლა­ცია და სა­კუ­თარ პრობ­ლე­მას­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, პოსტსამ­შო­ბი­ა­რო დეპ­რე­სი­ე­ბი, ხში­რად არა, მაგ­რამ მა­ინც იჩენს ხოლ­მე თავს. თავს იჩენს, იმი­ტომ რომ ქალი აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვლი­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე, რომ­ლის­თვი­საც მზად არ ყო­ფი­ლა. შეც­ვლილ ცხოვ­რე­ბას კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს ის ფაქ­ტი, რომ ქალს გვერ­დით არ ჰყავს პარტნი­ო­რი, მე­უღ­ლე, ვინც გა­ი­ზი­ა­რებს ამ შეც­ვლილ რე­ა­ლო­ბას, და­ეხ­მა­რე­ბა, გვერ­დით და­უდ­გე­ბა და მო­რა­ლუ­რად თა­ნა­უგ­რძნობს.

ჩა­მოთ­ვლი­ლი ფაქ­ტო­რე­ბი თუ არ კმა­ყო­ფილ­დე­ბა, ხში­რად იჩენს თავს პოსტსამ­შო­ბი­ა­რო დეპ­რე­სია, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ საკ­მა­ოდ მძი­მე ფორ­მე­ბი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასეთ დროს ქალი არის დათ­რგუ­ნუ­ლი, ცუდ ხა­სი­ათ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ძი­ლი­სა და კვე­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბი, არ უხა­რია არა­ფე­რი, სამ­ყა­როს ხე­დავს მუქ ფე­რებ­ში, ჰგო­ნია, რომ სულ ასე იქ­ნე­ბა და არას­დროს აღა­რა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, ფიქ­რობს, რომ რა­ღაც ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო, რო­მელ­საც თავს ვერ არ­თმევს", - გან­მარ­ტავს ირი­ნა ტა­ბუ­ცი­ძე.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო, პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, თა­თუ­ლი თო­დუ­ას თქმით, სწო­რედ მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დე­გი ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის, დეპ­რე­სი­ი­სა და ფსი­ქო­ზის დროს ქა­ლე­ბის 4% ჩა­დის ინ­ფან­ტი­ციდს - 1 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის მკვლე­ლო­ბას.

"აღ­მოჩ­ნდა, რომ ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა მე­უღ­ლე­ებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა, ცუდი სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა, გა­ურ­კვევ­ლო­ბის გრძნო­ბა მშობ­ლო­ბის ფე­ნო­მე­ნის მი­მართ, ქალს მიდ­რე­კილს ხდის ამ სა­ხის ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბი­სად­მი. ახლა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ 16 წლის ბავ­შვი, რო­მელ­საც ამ ასაკ­ში უკვე ჰყავ­და 7 თვის შვი­ლი", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­თუ­ლი თო­დუა.

არის თუ არა ბავ­შვე­ბის­თვის სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მა ბევ­რი მსგავ­სი პრობ­ლე­მის პრე­ვენ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა? - ამ კი­თხვით გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხე­ბის მკვლე­ვარს სი­მონ ჯა­ნა­ში­ას მივ­მარ­თეთ.

"სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერგვა იწყე­ბა ხოლ­მე იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში, სა­დაც ხში­რია ხოლ­მე რო­გორც ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, ასე­ვე ნა­ად­რე­ვი ორ­სუ­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი და სა­დაც მწვა­ვედ დგას ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ეს პრობ­ლე­მა გვაქვს, ამი­ტო­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ნა­წი­ლი იყოს სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა. ეს ხელს უწყობს ასე­თი პრობ­ლე­მე­ბის შემ­ცი­რე­ბას. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, სკო­ლა ბო­ლომ­დე ვერ გა­დაჭ­რის ამ სა­კი­თხებს, რად­გან ყო­ვე­ლი­ვეს თან ერ­თვის სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაც. მა­გა­ლი­თად, სხვა­დას­ხვა თემ­ში ად­რე­უ­ლი გა­თხო­ვე­ბა ერ­თგვა­რი ტრა­დი­ცი­აა, ან მათ­თვის, ვინც სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობს, რიგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზაა - ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თვი­თონ ასე უყუ­რე­ბენ ამ სა­კითხს. ამი­ტომ მხო­ლოდ სკო­ლა ვერ დაძ­ლევს ამ პრობ­ლე­მას, უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლია იმოქ­მე­დოს ამ პრობ­ლე­მის შემ­ცი­რე­ბა­ზე", - ამ­ბობს სი­მონ ჯა­ნა­შია.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
რეკომენდებული პროდუქტები
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
მსგავსი სიახლეები
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 16 წლის დედამ საკუთარი შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა.
22-05-2019
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ემოციურ მგრძნობელობაზე (რომელიც ხსნის ფსიქოლოგიურ ასაკობრივ ცვლილებებს) კვლევა ჩატარდა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს
მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში მამაკაცები ქალებზე უფრო ხშირად იკლავენ თავს. სპეციალისტებს სტატისტიკაც
არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს ადამიანის ორგანიზმის საოცარი თავისებურება: თუ
არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს ადამიანის ორგანიზმის გასაოცარი თვისება: როდესაც
შესაძლებელია, სულ ცოტა ხნის წინ თქვენი ტკბილი შვილი გთხოვდათ მასთან ერთად კლასის ექსკურსიაზე წასვლას
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად