ხუთი მთავარი შეცდომა, რომელსაც ქალი მამაკაცთან ურთიერთობისას უშვებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხუთი მთავარი შეცდომა, რომელსაც ქალი მამაკაცთან ურთიერთობისას უშვებს

რატომ აღიზიანებთ ეს მამაკაცებს?

საკითხის გადაჭრისადმი ქალურ მიდგომას, "ხმამაღლა ფიქრს", მამაკაცი აღიქვამს გაუთავებელ და დამღლელ ყბედობად, რომელიც ერთ ყურში უნდა შეუშვა და მეორიდან გამოუშვა.

იმისთვის, რომ პრობლემებზე აღარ იფიქრო, არსებობს ერთადერთი გზა - მათზე საუბარი. მაგრამ ნუ ეცდებით, თქვენი ტვირთი სხვას გადაულოცოთ. გაანდეთ თქვენი საფიქრალი მამაკაცს და დაიმახსოვრეთ: მისი დუმილი იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის "ყველაფერი სულერთია".

  • ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის ინფორმაციის ნაკადი ქალს უფრო მძლავრი აქვს. გარდა ამისა, მის ტვინში არის სპეციალური უბანი, რომელიც მეტყველებას განაგებს, ამიტომაც შეუძლია, რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ისაუბროს. მამაკაცის ტვინი ერთ ხაზს მიჰყვება და ინფორმაციას მხოლოდ ერთ თემაზე ამუშავებს, ქალს კი შეუძლია, დაიწყოს ერთი საგნით, შუა წინადადებაში გადახტეს მეორეზე და შემდეგ გაუფრთხილებლად დაუბრუნდეს პირველს, გზად კი სხვა თემასაც შეეხოს. ამას მამაკაცი მოთმინებიდან გამოჰყავს. ასე რომ, თუ გსურთ, მამაკაცმა მოგისმინოთ და გაგიგოთ, საუბრისას ერთი თემიდან მეორეზე ნუ გადახტებით. ისაუბრეთ მხოლოდ ერთ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე.
  • მამაკაცები თანამოსაუბრეს სიტყვას მხოლოდ მაშინ აწყვეტინებენ, როდესაც მის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი ან მასში მეტოქეს ხედავენ, ქალებისთვის კი საუბარში რეპლიკების ჩართვა თანამოსაუბრისადმი ყურადღების გამოხატვად ითვლება. მიუხედავად ამისა, ქალის მცდელობა, მამაკაცზე შთაბეჭდილების მოსახდენად საუბარი მრავალი მიმართულებით წარმართოს,  წარუმატებლობისათვის არის განწირული. მამაკაცს არ შეუძლია, საუბრისას რამდენიმე თემატურ ხაზს მისდიოს და ყველა, ვინც ასე იქცევა, უვიცად მიაჩნია. შეიბრალეთ მამაკაცები! ისინი რიგრიგობით საუბრობენ, რადგან ლაპარაკი და მოსმენა ერთდროულად არ ძალუძთ. იყავით თავშეკავებული და მომთმენი და მიეცით საშუალება, სათქმელი ბოლომდე თქვან.
  • საუბარი "ყველაფერსა და არაფერზე" წმინდა ქალური ფენომენია და ემსახურება გარკვეულ მიზანს: ასე ურთიერთობის მოგვარება უფრო იოლია, რადგან "არაფერზე" საუბარი არ იწვევს აგრესიას და კონფრონტაციას. მამაკაცები კი ბრაზობენ, როდესაც საუბარში არ იგრძნობა ლოგიკა და მკაფიო მიზანი. მათი აზრით, ქალებმა თავადაც არ იციან, რას ამბობენ. ეცადეთ, მამაკაცთან საუბრისას ზუსტად ჩამოაყალიბოთ საუბრის თემა. ამგვარი მიდგომა ეპასუხება მამაკაცის ლოგიკას, მისი ტვინის სტრუქტურას და საშუალებას აძლევს, შეიგრძნოს საკუთარი მნიშვნელობა.
  • ქალი სიტყვებს თვითგამოხატვისთვის იყენებს, ამიტომ მისთვის ისინი ერთგვარ სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, მამაკაცი კი სხვანაირად არის მოწყობილი, ამიტომ იშვიათად აღიქვამს სერიოზულად ქალურ რისხვას "აღარ დაგელაპარაკები!" მეტიც - ქალის სიჩუმე მისთვის ჯილდოა, დასვენების შანსია. ასე რომ, როგორც არ უნდა გინდოდეთ რაიმე ამბის მოყოლა, პირის გაღებას ნუ იჩქარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მამაკაცი სასჯელის მნიშვნელობას ვერ იგრძნობს.