პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

"ასეთ მშვენიერ ამინდში არ მინდა ჩაკეტილ ოთახში ჯდომა და ტელევიზორის ყურება, მოდი, რა, რომელიმე ახალი ფილმი ვნახოთ". გარდა ამისა, შეგიძლიათ, წინასწარ ჰკითხოთ თქვენს თაყვანისმცემელს, როგორ აპირებს სახლში თქვენს გართობას. იქნებ უფრო საინტერესო რამ აქვს ჩაფიქრებული, ვიდრე თქვენ გგონიათ?

 

როცა ჩემი საყვარელი მამაკაცი გავიცანი, ის სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა ერთ ქალთან, რომელიც მალე მიატოვა. უფრო სწორად, იმ ქალმა გამოაგდო. ჩვენი რომანი გაგრძელდა, მაგრამ იმხანად ის ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, მე კი ყოველნაირად ვცდილობდი მის თანადგომას. მოგვიანებით გამომიტყდა, რომ ის ქალი ისევ გამოჩნდა, მაგრამ ჩემი მიტოვება არ შეუძლია, რადგან ორივე ერთნაირად ვუყვარვართ. მე კი ასე ვფიქრობ: გიყვარდეს ყველა, ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ გიყვარს. ხომ მართალი ვარ?

როცა ვინმეზე გულწრფელად ხარ მიჯაჭვული, როგორც წესი, მხოლოდ მასთან ყოფნისკენ მიისწრაფვი... ეცადეთ გაარკვიოთ, რას ელით ამ მამაკაცთან ურთიერთობისგან. თუ მზად არ ხართ საიმისოდ, რომ ის სხვა ქალს გაუყოთ, მაშინ მას ადრე თუ გვიან მოუწევს არჩევანის გაკეთება რომელიმეს სასარგებლოდ. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: ადამიანი ეჩვევა სასიყვარულო სამკუთხედის წვერში ყოფნას და მომავალშიც ცდილობს, ისევ იმ ადგილას აღმოჩნდეს. როგორც ჩანს, თქვენს საყვარელ მამაკაცსაც ასე დაემართა. თუ თქვენს მეტოქეს დაშორდა და თქვენ აგირჩიათ, გამორიცხული არ არის, მომავალში სიტუაცია მაინც გამეორდეს, ოღონდ სხვა ქალთან.

 

ისეთი განცდა მაქვს, რომ ახლობლებმა მომიძულეს. გავიგე, რომ დედამ საგვარეულო კამეა ჩემს უმცროს დას აჩუქა, არადა, ბავშვობიდანვე მარწმუნებდა, როგორც უფროს ქალიშვილს, შენ დაგრჩებაო... ძალიან მეწყინა, მაგრამ როცა ეს დედას ვუთხარი, საშინლად აღშფოთდა, ჭირვეული ბავშვივით იქცევიო, გამომიცხადა...

როცა ადამიანი გპირდება ერთს და აკეთებს მეორეს, ამას მოტყუება ჰქვია. თქვენ სრული უფლება გაქვთ, ნაწყენი და იმედგაცრუებული იყოთ - თქვენ ხომ მართლაც მოგატყუეს, თუმცა დედათქვენს ამის აღიარება არ სურს. შეგიძლიათ, ერთხელ კიდევ სცადოთ მასთან საუბარი, რათა ყველაფერი გაარკვიოთ. ჰკითხეთ, რა მიზეზით შეიცვალა გადაწყვეტილება. იქნებ თქვენს დას რაიმე სერიოზული უსიამოვნება შეხვდა და დედამ ასე გადაწყვიტა მისი გამხნევება. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ სამკაულს ვეღარ დაიბრუნებთ - ეს თქვენს დას გაანაწყენებს.

 

წელიწადზე მეტია, რაც მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით, მალე ბავშვიც გვეყოლება. ჩემი ქმარი ბევრს მუშაობს, სახლში გვიან ბრუნდება, ერთი სული აქვს, როდის დაწვება დასაძინებლად და ჩემს ალერსზე არ რეაგირებს. მეუბნება, გაუმაძღარი ხარო. ნუთუ ვეღარ ვხიბლავ, ნუთუ ჩემს მიმართ ინტერესი სრულიად დაკარგა?

სულ ტყუილად შფოთავთ. თვითონვე ამბობთ, რომ თქვენი მეუღლე ბევრს მუშაობს, რათა უზრუნველყოს მზარდი ოჯახის ფინანსური სტაბილურობა. როგორც ჩანს, მართლაც ძალიან იღლება, ამიტომ მხურვალე ინტიმური ურთიერთობის თავი არ აქვს. შესაძლოა, იყოს სხვა მიზეზიც, მაგალითად, შიშობდეს, რამე არ გავნოთ თქვენ ან მომავალ შვილს. ნუ ღელავთ, გარკვეული ხნის შემდეგ თქვენი ინტიმური ცხოვრება მოწესრიგდება. მეუღლის მიმართ სითბო და სიყვარული კი ისეთ დროს გამოხატეთ, როცა ის დაღლილი არ იქნება.

 

ძალიან დამღალა მეზობელი ქალის ზღვარგადასულმა ყურადღებამ. ერთი შეხედვით სასიამოვნო და საინტერესო ქალბატონია, მაგრამ მისი მეტისმეტი ყურადღება გამაღიზიანებელია. ხან მეკითხება, რატომ ვიცვამ ექსტრავაგანტულად, ხან ცხოვრებას მასწავლის, დიდ ინტერესს იჩენს ყველა ჩემი მეგობრის მიმართ. არ მინდა, უხეშად მოვექცე, მაგრამ ვგრძნობ, ცოტაც და თავს ვეღარ შევიკავებ. როგორ მოვიქცე?

სრულიადაც არ არის საჭირო, უხეშად მოექცეთ, თუმცა ეს ყველაზე მარტივი საშუალებაა აბეზარი ქალბატონისგან თავის დასაღწევად. თუ არ გაქვთ საიმისო ნებისყოფა, რომ მისი შეკითხვები და ჭკუის დარიგება აიტანოთ, უმჯობესია, პირდაპირ უთხრათ: "უკაცრავად, ახლა არ შემიძლია საუბარი, სერიოზული საქმე მაქვს". გარდა ამისა, შეეცადეთ, გამიჯნოთ თემები, რომლებზეც მას საუბარი ეკრძალება, თემებისგან, რომლებზე საუბარიც შეგიძლიათ. პირველ შემთხვევაში ზრდილობიანად მიანიშნეთ, მეორე შემთხვევაში კი საუბარში აჰყევით. თუ კარგი ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, კონტაქტს ვერ გაექცევით.

 

ჩემი დაქალი სარგებლობს იმით, რომ პოლიკლინიკაში ვმუშაობ და ხშირად მთხოვს, ამა თუ იმ სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩავწერო. რამდენიმეჯერ მართლაც მოველაპარაკე კოლეგებს და ჩემი მეგობარი მათთან მიღებაზე ჩავწერე, ის კი ან არ მოდის, ან შეხვედრის გადატანას მთხოვს. უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, მაგრამ არც ის ვიცი, უარი როგორ ვუთხრა.

არ არის საჭირო საპატიო მიზეზის გამოგონება, თუ ის ისედაც არსებობს. როცა მეგობარი კვლავ მოგმართავთ თხოვნით, ექიმთან კონსულტაციაზე ჩაწეროთ, უთხარით, რომ მისი უპასუხისმგებლობის გამო უკვე გაგიჩნდათ პრობლემები კოლეგებთან და ვითარების გამწვავება არ გსურთ. უარი ოდნავ რომ შეარბილოთ, გააცანით ექიმთან ჩაწერის წესები, კაბინეტების ნომრები და ის დღეები და საათები, როდესაც მისთვის საჭირო სპეციალისტები ნაკლებად არიან დატვირთულნი. მიაწოდეთ სხვა საჭირო ინფორმაციაც.

 

ვფიქრობ, შეცდომა დავუშვი, როცა მამაკაცს პირველი გამოვუტყდი სიყვარულში... ამის შემდეგ მან ჩემთან ურთიერთობა შეწყვიტა. არადა ის-ის იყო დავმეგობრდით!.. კოლეგები (ჩვენ ერთად ვმუშაობთ) მეუბნებოდნენ, რომ ძალიან განიცდიდა და შერიგება სურდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. გავიდა ცხრა წელი, მე კი ის დღემდე მიყვარს. გავთხოვდი, მაგრამ შვილი არ მყავს. ძალიან მინდა, ბავშვი საყვარელი ადამიანისგან გავაჩინო, მაგრამ არ ვიცი, როგორ შევურიგდე...

თუ ამ ადამიანთან შერიგება გსურთ, სცადეთ, გამოელაპარაკოთ და ჰკითხოთ, როგორ მიდის მისი საქმეები. თუ თქვენდამი ინტერესი არ დაუკარგავს, შემხვედრ ნაბიჯს გადმოდგამს. თუმცა ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამდეთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ნამდვილად გიყვართ ეს ადამიანი? ცხრა წლის წინ, როგორც თქვენ ამბობთ, თქვენი ურთიერთობა შორს არ წასულა, დროც კი არ გქონიათ, რომ ის კარგად გაგეცნოთ. ვფიქრობ, თქვენ გიყვართ არა კონკრეტული მამაკაცი, არამედ თქვენს წარმოსახვაში არსებული ხატი. გარდა ამისა, გყავთ ქმარი. უსამართლობა იქნება, თუ ძველ რომანს მისგან ფარულად განაახლებთ.