შოკში ვარ იმის გამო, რომ ჩემმა გოგონამ ჩემი ყოფილი ქმრის ახალ მეგობარ ქალს დედა დაუძახა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შოკში ვარ იმის გამო, რომ ჩემმა გოგონამ ჩემი ყოფილი ქმრის ახალ მეგობარ ქალს დედა დაუძახა

მე კი შოკში ვარ! მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს დავშორდით. ის სხვა ქალთან ცხოვრობს. მე და ჩემი გოგონა ცალკე ვცხოვრობთ. ჩემი გოგონა სამი წლის ხდება. ხშირად არის მამასთან სტუმრად. ცოტა ხნის წინ კი შინ დაბრუნებულმა მამამისის მეგობარი ქალი "დედად" მოიხსენია. ამან გამაოგნა, დიდხანს ვიყავი შოკირებული! როგორ ავუხსნა ბავშვს, რომ დედა ერთია? რატომ დაუშვა ჩემმა ყოფილმა ქმარმა ასეთი რამ? ეკა, 36 წლის

პაასუხი: - თქვენი გოგონა ჯერ კიდევ ძალიან პატარაა. ის ბევრ რამეს უშუალოდ აღიქვამს. ის ქალი მის მამასთან ერთად ცხოვრობს, ამიტომ დაუძახა მან იმ ქალს "დედა". ამ სიტყვაში გოგონამ ჩადო მხოლოდ მათი ერთად ცხოვრების ფაქტი და არა მშობლიური განცდა, მშობლის ფუნქციები, თავისი თბილი გრძნობა და ურთიერთობა. უმჯობესია, მშვიდად აუხსნათ პატარას, რომ დედა ერთია ამქვეყნად, შეთანხმდით მასთან, რომ იმ ქალს მხოლოდ სახელს დაუძახებს და სხვასთანაც მხოლოდ სახელით მოიხსენიებს.