გგონიათ, რომ თქვენს შვილს სძულხართ? - როგორ მოვექცეთ შვილს გარდატეხის ასაკში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503 Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373
Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503 Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373

გგონიათ, რომ თქვენს შვილს სძულხართ? - როგორ მოვექცეთ შვილს გარდატეხის ასაკში

გგონიათ, რომ თქვენს შვილს სძულხართ? - როგორ მოვექცეთ შვილს გარდატეხის ასაკში
შესაძლებელია, სულ ცოტა ხნის წინ თქვენი ტკბილი შვილი გთხოვდათ მასთან ერთად კლასის ექსკურსიაზე წასვლას ან დაძინების დროს მასთან წამოწოლას. უცებ კი, ფაქტობრივად, ერთ დღეში, აღმოაჩენთ, რომ ის იწყებს თქვენ მიმართ საშინელი აგრესიის გამოვლენას, ყველა თქვენი სიტყვის აბუჩად აგდებას და თქვენი რჩევების დაცინვასაც კი. თუ კარგად დააკვირდებით მის საქციელს, გაიხსენებთ, რომ მსგავს სიტუაციაში უკვე ყოფილხართ, როცა თქვენი შვილი 2-3 წლისა იყო. განსხვავება ისაა, რომ მაშინ თქვენი შვილი გამუდმებით "არა", "არ მინდას" ყვიროდა, ახლა კი, უმეტესად, ყველაფრის მიმართ ზიზღი და მიუღებლობა აქვს.

"ძალიან
რთულია მშობლებისთვის ასეთ რამესთან გამკლავება", - ამბობს ფსიქოლოგი, ემორის უნივერსიტეტის ბავშვებისა და ოჯახების ურთიერთობის სპეციალისტი, დოქტორი ნადინე კასლოუ. "გარდატეხის ასაკის არსი სწორედაც გამოყოფა და ინდივიდუალიზმის ძიებაა. ბევრ ბავშვს ამ დროს სჭირდება კიდევაც მშობლებისგან შორს თავის დაჭერა, რათა შეძლოს საკუთარი იდენტობის პოვნა", - ამბობს კასლოუ. თინეიჯერობის
ასაკში ბავშვები უფრო მეტ აქცენტს მეგობრებზე აკეთებენ, ვიდრე მშობლებზე, რაც ნორმალური მოვლენაა.

როგორ მივუდგეთ ამ საკითხს:

ზოგჯერ მშობლები იმდენად გულნატკენები არიან შვილების ქცევით, რომ მათ საქციელს იმავე ფორმით – შვილის ერთგვარი უარყოფით პასუხობენ. ეს შეცდომაა. "გარდატეხის ასაკში ბავშვებმა იციან, რომ მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ მშობლები, თუნდაც უჭირდეთ ამის აღიარება", - ამბობს გოლდმანი. თუ თქვენ ნერვიულობთ მათი ქცევის გამო, არ დაგავიწყდეთ, რომ ისინიც ძალიან დიდ შინაგან ცვლილებებს განიცდიან ამ დროს, ფაქტობრივად, ემოციების ერთგვარ კარუსელზე არიან მოქცეულნი. მშობელი უნდა ეცადოს და მაქსიმალურად შეინარჩუნოს სიმშვიდე და გაუმკლავდეს ამბოხების ასაკს, რომელიც, როგორც წესი, 16-17 წლამდე გადაივლის ხოლმე.

ნუ ეცდებით მბრძანებლური და დამრიგებლური ტონით ურთიერთობას, მისი ჰორმონები ამ ყველაფერს აგრესიით უპასუხებენ. მხოლოდ მეგობრული ტონი შეიძლება მიიღოს, ისიც ზოგიერთ შემთხვევაში. თუ კომუნიკაციას საერთოდ ვერ ახერხებთ, მხოლოდ მოთმინება დაგრჩენიათ, თუმცა მის შორიახლოს უნდა იყოთ და ყველა მის პრობლემას თვალი ადევნოთ.

რა თქმა უნდა, არავინ ამბობს იმას, რომ შვილს უფლება მისცეთ შეურაცხყოფა მოგაყენოთ და ცუდად მოგექცეთ. თუ ასეთი რამ ხდება, უნდა მოითხოვოთ მარტივი ქცევის წესების დაცვა. ასეთ დროს კარგია ძველი მიდგომის გამოყენება, ანუ "თუ კარგს ვერაფერს იტყვი, ჯობია საერთოდ არ თქვა არაფერი". თუ თქვენს თინეიჯერ შვილს აგრძნობინებთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის მის გვერდით ხართ, ის პერიოდულად მაინც დაიბრუნებს თქვენდამი ნდობას, რაც საკმაოდ იშვიათია გარდატეხის ასაკში.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
მსგავსი სიახლეები
ზაფხული პერიოდია, რომელიც ჩვენს შვილებს კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს.
13-07-2019
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
19-06-2018
გომბორზე მომხდარი საშინელი ავარიის შედეგად გარდაცვლილი 4 პიროვნებიდან ერთი ბავშვია და 3 მშობელი.
09-06-2018
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
როდესაც თქვენი საყვარელი მამაკაცი სხვასთან დაინახეთ! რატომ მოიქცა ასე? რას უნდა დააბრალოთ?
ჩემი მეგობარი საინტერესო, კომუნიკაბელური, მომხიბვლელი პიროვნებაა და მუდამ ყურადღების ცენტრშია, მე კი მეჩვენება, რომ მის ფონზე ვიკარგები...
ყველა ქალს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. თუმცა, ბევრს მოსწონს ტანჯულის როლში ყოფნა და უმეტეს შემთხვევაში ხელიდან უშვებს ბედნიერების შანსს.
ის, ვინც ამტკიცებს, რომ ყოველთვის მართალს ამბობს, უკვე ცრუობს – ცხოვრებაში ხომ ხშირად ხდება ისე,
თითქოს შვებულებიდან სამსაურში გასვლა არ უნდა იყოს რთული პროცესი.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად