მეცნიერებმა გენეტიკურ „სიყვარულის ფორმულას“ მიაგნეს
მანძილზე ცხოველის მიერ ერთი მუდმივი პარტნიორის შერჩევისადმი მიდრეკილება გენეტიკურ დონეზეა ჩადებული.
ცხოველთა სამყაროში მონოგამია ძალიან იშვიათია. მხოლოდ ზოგიერთი სახეობის ცხოველი ან ფრინველი ნახულობს მუდმივ მეწყვილეს და ერთად ზრუნავენ შთამომავლობაზე, მაშინ, როდესაც უმეტესობა ცხოველებისა ყოველწლიურად „ქმნის ოჯახს“ ახალ პარტნიორთან.
რითია ეს არჩევანი განპირობებული, ჯერჯერობით უცნობია. ერთმანეთთან ახლოს მდგომი, ერთი შეხედვით პრაქტიკულად ერთნაირი სახეობები ამურულ საქმეებში სრულიად განსხვავებულად იქცევიან. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი მეცნიერების აზრით არის ის, რომ მონოგამიისადმი მიდრეკილება გენებშია გაწერილი.
ბიოლოგებმა ხერხემლიანების 10 სახეობის დნმ შეისწავლეს. მეცნიერებმა გამოყვეს 24 გენი, რომლებიც არ აღმოჩნდა პოლიგამურ სახეობებში, მაგრამ ყველა მონოგამური ცხოველის დნმ შეიცავდა. მათ შორის ის გენებიცაა, რომელიც მონაწილეობს ნერვული სისტემისა და მეხსიერების განვითარებაში.
როგორ არის ეს საკითხი ადამიანებში, გენების რა ნაკრები გვაქვს მონოგამური თუ პოლიგამური და როგორ მოქმედებს ეს ჩვენს სექსუალურ ქცევაზე? სამწუხაროდ, ამ კითხვებზე მეცნიერები ვერ პასუხობენ. თუმცა, მათი აზრით, ეს გენტიკური შაბლონი ადამიანებშიც უნდა გამოვლინდეს.
გენეტიკოსები აღნიშნავენ, რომ მონოგამიისადმი მიდრელილება არ შემოიფარგლება 24 გენის თანმიმდევრობით და სხვა ფაქტორებსაც მოიცავს.
ლალი ჩხიკვაძე