ბიოფსიის პასუხის დღე - ის დღე, კიბო ოფიციალურად რომ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი თავდაყირა დააყენა! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბიოფსიის პასუხის დღე - ის დღე, კიბო ოფიციალურად რომ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი თავდაყირა დააყენა!

ჩვენ კი ვაქვეყნებთ იმიტომ, რომ მათ, ვისაც მსგავსი განსაცდელი აქვს, წაიკითხონ და იმედი მიეცეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება:

ეს ფოტო ხომ გახსოვთ ?

19 ივლისია, ბიოფსიის პასუხის დღე. ის დღე, კიბო ოფიციალურად რომ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი თავდაყირა დააყენა !

საკუთარი თმა მაქვს და ჩემი საყვარელი ვარცხნილობა . ეს ფოტო ლაბორატორიის ლიფტში გადავიღე.მარცხენა ხელში განაჩენი მიჭირავს (არ სჩანს) . ვიღიმი )))

საკუთარ თავს ვგავარ ,მე ვარ ,ნამდვილი მე და მიყვარს ყველა ფოტო,მანამდე გადაღებული, სანამ ბრძოლის ველზე,კიბომ რომ ვერაფერი მომიხერხა,ჩემი იდენტობის ჩამოშლა არ დაიწყო .

მოვიმატე 33კილო ,აქედან 25 სითხის სახით ბოლო თვეში,ნოემბრიდან დეკემბრამდე მოვაგროვე და მხოლოდ მაშინ მივხვდი რა უბედურებაც ვატარე მხრებით ეს 6თვე .

დასრულდა ჩემი და სარკეს ურთიერთობა. ერთ ღამეში დავკარგე ყველა წამწამი და წარბი . მერე თმამ დაიწყო ცვენა. გადავიპარსე. ისე რომ ის 10წუთი ,მხოლოდ ერთხელ გავუსწორე თვალი სარკეს ,რამოდენიმე წამით და მივხვდი ,რომ დედამიწაზე არსებულ ყველაზე ვერაგ ავადმყოფობასთაბ მომიწია ომში ყოფნა .

მოვიგე ეს ომი ! 102დღე და 4საათი მოვანდომე . პროფილაქტიკისთვის დამატებით პაკლიტაქსელის ორი ციკლი დავიმატე და დღეს , ჩემს პროფესორთან და სხვა ექიმებთან ერთად მომავალი დავგეგმე. ყველაზე დიდ რისკებთან დაკავშირებულ ოპერაციას დავთანხმდი . ყველა საშიშროება გავითავისე და ხელი მოვაწერე .

13-16 საათი ანესთეზიის ქვეშ ვიქნები . ორი ოპერაცია ერთად გაკეთდება . აბდომინოპლასტიკა და მამოპლასტიკა . პრევენციისთვის მოვიშორებთ სარძევე ჯირკვლებს , მეტი ბუნებრივობისთვის და სილამაზისთვის ,ცარიელი ადგილები მუცლის ცხიმით შეივსება ,რის გამოც მოხდება მუცლის პლასტიკაც და ეს ძალიან მახარებს . თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს ,ვაჯერებ საკუთარ სხეულს რომ ყველაფერი კარგად იქნება . რომ აუცილებლად გავიღვიძებ და შემეძლება თქვენთან ლაპარაკი . იმიტომ ,რომ დათას დავპირდი დედა ავად აღარ გახდებოდა,იმიტომ რომ ბევრ ადამიანს მივეცი იმედი , იმიტომ რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთე და კიდევ უფრო გრანდიოზული პროექტები წინ მელოდება .

კიდევ იმიტომ რომ დღეს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი . ყველაფერი თავიდან დავიწყე ფაქტიურად .

არეული ვწერ,იმიტომ რომ ემოცია ისე დიდია ,ვერ ,ვერ ვწყნარდები . არადა ყველაფერი შეგვიძლია ,ღმერთად ყოფნა შეგვიძლია ,რეალურად ამიტომ გავჩნდით რომ მას დავმსგავსებოდით .

მიყვარხართ