ფსიქოლოგია

მოგზაურის ფსიქოლოგია

მოგზაურის ფსიქოლოგია
მოგზაურობა - ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბების ერთ-ერთი საშუალებაა. ამას უამრავი სამეცნიერო კვლევა მოწმობს. ამ კვლევების დროს წარმოებული დაკვირვებებით გამოვლინდა, რომ მოგზაურობა დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობასა და განწყობაზე.

მოგზაურობა დადებითი ემოციების მომტანი რომ იყოს, საჭიროა მისი სწორად დაგეგმვა, კერძოდ: საგულდაგულოდ უნდა შეირჩეს სამოგზაურო ქალაქები. სამოგზაუროდ წასვლა სადღეისოდ აღარავითარი სირთულე არ არის, ადამიანი თავისუფალია როგორც ტურის არჩევანში, ისე გადაწყვეტილების მიღებისას - იმოგზაურებს ტურისტული კომპანიის დახმარებით თუ დამოუკიდებლად. ბოლო ვარიანტი განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან მოგზაურობის პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვა იმთავითვე ამაღლებს ჩვენს განწყობას - რადგან
შეგვიძლია შევარჩიოთ ისეთი სასტუმრო, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობთ, იქნება ეს ფეშენებელური ღამის გასათევი, ოჯახური ტიპის სასტუმრო თუ უბრალო ჰოსტელი. შეგვიძლია ასევე ავირჩიოთ სასურველი ტური, თავადვე განვსაზღვროთ ხარჯები, გავარკვიოთ ადგილობრივი ფასები და ა.შ.

მაგალითად, 2002 წელს ჩატარებული ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევით დადგინდა, რომ ადამიანი ამ პროცესში თავს
გაცილებით ბედნიერად გრძნობს. მოგზაურობისას კმაყოფილების განცდა აქვს და იწყებს პოზიტიურად ფიქრს ჯანმრთელობისა თუ საზოგადოდ, ცხოვრების ხარისხზე.

2014 წელს კორნელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანების ბედნიერების ხარისხი გაცილებით დიდია მოგზაურობისას, ვიდრე, მაგალითად, შოპინგისას. შესაბამისად, მოგზაურობა უკვე მისი დაგეგმვის დაწყების მომენტიდან ითვლება ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებად.

მოგზაურობა გვეხმარება სტრესსა და ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებაში.

ალბათ, ყველას ჰქონია შორეულ ადგილებში მოგზაურობის სურვილი. ასეთ დროს სამოგზაუროდ წასვლა, ფაქტობრივად, გაქცევის ტოლფასია. 2013 წელს ამერიკელი ფსიქოლოგების ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ მოგზაურობა ამცირებს სტრესს და ნეგატიურ ემოციებს, რადგან ადამიანი ეცლება იმ ადგილს, რომელიც ამ უარყოფითი განცდების წარმოშობის მიზეზი იყო.

გარემოს ცვლა ერთგვარად ემოციურად გადატვირთავს ადამიანს - უღვივებს მას კეთილგანწყობას, ამშვიდებს, განსაკუთრებით კი - წყლის სიახლოვეს დასვენება.

მოგზაურობისას ნაკლებად მოსალოდნელია დეპრესია.

თანამედროვე ცხოვრება ძალზე სტრესულია, მოგზაურობისას მიღებული სასიამოვნო შთაბეჭდილებები კი სრულიად ცვლის ნეგატიურ ფსიქოემოციურ მდგომარეობას.

ოღონდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საჭიროა სამოგზაურო ტური იმთავითვე სწორად დაიგეგმოს და მაქსიმალური სიამოვნება გარანტირებული იქნება.


10 მიზეზი, რატომ უნდა იმოგზაუროს ადამიანმა

მრავალი მიზეზი არსებობს, რაც მოგზაურობას სასარგებლოსა და საინტერესოს ხდის. ერთ-ერთი მოგზაურობის მიერ მონიჭებული დაუვიწყარი და გაუხუნარი შთაბეჭდილებებია. მართალია, ხშირად სულაც არ არის ადვილი, ჩაალაგო ბარგი და გაემგზავრო, მაგრამ ძალზე აუცილებელია. ჩვენ კი გეტყვით, რატომ სჭირდება მოგზაურობა ყველას.


აცოცხლებს

მოგზაურობის მიზანი არ უნდა იყოს უკვე ნაცნობი ადგილის მონახულება. ადამიანი მცირე ხნით მაინც უნდა გაეცალოს მუდმივ საცხოვრისს და რუტინული სამყოფელი ჩაანაცვლოს დროებითი გასართობი და დასასვენებელი ადგილით, ეს ძალიან ამართლებს.


მარტივია

დიახ, ეს არის მარტივი გასეირნება, ამის შემდგომ მოგზაურობა უფრო ადვილი ხდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის წინასწარ უნდა დაიგეგმოს შვებულება მოულოდნელი გართულებების ასარიდებლად.


ისწავლი ახალს

მოგზაურობისას ისწავლი სხვა ქვეყნის ცხოვრების წესს, გაეცნობი ადგილობრივ მცხოვრებთ და ახალ კერძებს. ეს მოგზაურობის კიდევ ერთი სასიამოვნო პროცესია.


შეძლებ სიტუაციის კონტროლს

ვიდრე გიდისა და სპეციალური ჯგუფების გარეშე მოგზაურობ, სრულად ახერხებ შენი დროის კონტროლს, ანუ იმას, თუ სად და როგორ გაერთობი. ეს კი ძალზე საინტერესოა, შეგიძლია გაიხსნა და აღმოაჩინო ახალი ინტერესები.


გაიცნობ ახალ ხალხს

მოგზაურობა შესანიშნავია ახალი ადამიანების გასაცნობად. ტურისტთა ჯგუფში ყოფნა სულაც არ შეგიშლით ხელს სანაცნობო წრის გაფართოებაში, პირიქით, მარტოხელა ადამიანებისთვის შესანიშნავი დროა პარტნიორის ან, უბრალოდ, კარგი მეგობრის გასაცნობად.


შეიძენ ახალ უნარებს

შენ შეგიძლია შეიძინო ცოდნა - ეს შეიძლება იყოს ახალი ენის ათვისება, ან სრულიად შესაძლებელია, ისწავლო დროის გადანაწილება. ეს მოგზაურობის კიდევ ერთი პლუსია.


ეს არის ის, რასაც სიხარულით ელოდები

ზოგჯერ ძალიან კარგია, კალენდარში შემოხაზულ თარიღს სიხარულით ელოდებოდე და ზუსტად იცოდე, რომ მონიშნულ დღეს თვითმფრინავში იჯდები და სამოგზაუროდ გაეშურები. მოგზაურობის მოლოდინი ძალიან სასიამოვნო პროცესია.


რაც სულ გემახსოვრება

ფოტოები, ჩანაწერები, სამახსოვრო ნივთები - ამ ყველაფრის დახმარებით მოგზაურობის ყველა მომენტის სრული სიზუსტით აღდგენას შეძლებ.


შეიგრძნობ რაღაც ახალს

მოგზაურობა - ეს არის უდიდესი ექსპერიმენტიც. შეგიძლია თუნდაც სპორტის აქამდე უცხო სახეობაში გამოსცადო თავი. შეგიძლია იცურაო სანაპიროზე ან უბრალოდ დაისვენო პლაჟზე, გექნება შესაძლებლობა შეიგრძნო რაღაც ახალი.


მოგზაურობას შეუძლია გაგხადოს უკეთესი

ახალი ადგილების მონახულება თვალსაწიერის გაფართოების საუკეთესო საშუალებაა.

მშვიდი და ნაყოფიერი მოგზაურობა ახალი მოგზაურობისთვის მზადების საწინდარია.
რეკომენდებული ექიმები
რეკომენდებული პროდუქტები
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
მსგავსი სიახლეები
ტრადიციული აღმოსავლური მედიცინა, საზოგადოდ, დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის ცხოვრების წესს (სტილს).
23-05-2019
ყველა ადამიანს სურს იყოს ჯანმრთელი. ნებისმიერი დაავადება სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს და ცუდ გუნებაზე გვაყენებს.
09-05-2019
ზეითუნის ზეთი ერთ-ერთი სასარგებლო ცხიმია, ის არის საკაზმიც,
05-02-2019